ბოლო ჟამის

სამი გამოსავლენი „ნიშანსვეტი“

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტე შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

იოანეს გამოცხადებაში ვკითხულობთ - „ხოლო ეშმაკი, მათი მაცდური [კოდია], ჩავარდა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე“ [გამოცხ. 20,10].

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ  აქ მოხსენიებული კოდირებული მინიშნებანი - „მხეცი“, ბოლო ჟამის ანტიქრისტეს არსის მატარებელ - ედ. შევარდნაძეზე; ხოლო - „ცრუწინასწარმეტყველი“, ანტიქრისტეს გზის გამგრძელებელ მ. სააკაშვილზე გვითითებენ.

ვიდრე აქვე მოცემულ კიდევ ერთი კოდირებული მინიშნების - „ეშმაკის“ არსობრივ მხარეზე ვისაუბრებდეთ, მოდით მოკლედ გავიხსენოთ, ჩვენს მიერ - „მხეცისა“ და „ცრუწინასწარმეტყველის“  სახის გამოკვეთის დროითი ეტაპების თაობაზე ნათქვამი.

 

როგორც არერთგზის აღგვინიშნავს: „ბიბლია ცალსახად უთითებს დროს, როდესაც იწყება ანტიქრისტეს ბანაკის მსხვრევა - „იგი განსხვავებული იქნება პირვანდელთაგან და სამ მეფეს [იოსელიანი. კიტოვანი, სიგუა] დაამხობს[1995 წელს]. უზენაესის[ანუ ვისაც „იესუს დამღა ეკისრა“ - ზვიად გამსახურდიას]  წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროებს. განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის [ზვიად გამსახურდიას კურსისადმი ერთგულების] შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო - ორი დრო და ნახევარი [ე.ი. 3,5 წელი]. შემდეგ დაჯდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას...“ [დან. 7,24-26].

დიახ, შევარდნაძემ, საქართველოში ჩამოსვლიდან [1992 წ. 7 მარტი] 3,5 წლის შემდეგ [1995 წ.] გზიდან ჩამოიცილა „სამი მეფე“ [იოსელიანი. კიტოვანი, სიგუა] და 1995 წ. 5 ნოემბრის „არჩევნებში“, თვითონ - პრეზიდენტი გახდა, ხოლო მისი პოლიტიკური ორგანიზაცია - „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, პარლამენტის მანდატების უმრავლესობას დაეუფლა. ანუ კოლექტიური მმართველობის 3,5 წლის შემდეგ [1992 – 1995 წ.წ.], კერძოდ კი პრეზიდენტად ინაუგურაციიდან - 1995 წ, 26 ნოემბრიდან, დაიწყო მისი - ერთპიროვნული მმართველობითი ხანა... აღნიშნული 3,5 წელი გავიდა - 1999 წ. 26 მაისს. ამ დროს კი შესრულდა7 წელი შევარდნაძის საქართველოში დაბრუნებიდან [1992 – 1999 წ.წ.].

ბიბლია ბრძანებს - „გამოვლენ ისრაელის [საქართველოს] ქალაქთა მცხოვრებნი, ცეცხლს წაუკიდებენ და დაწვავენ იარაღს, ფარსა და აბჯარს, მშვილდსა და ისრებს, ლახტსა და შუბს, შვიდ წელიწადს ეყოფათ ცეცხლის დასანთებად“-ო [ეზეკ, 39,9].

აღნიშნულის შესახებ ნოსტრადამუსი ასეთ მინიშნებას იძლევა - „ანტიქრისტე [შევარდნაძე]  სამეულს [იოსელიანი. კიტოვანი, სიგუა] არაფერს არ უწილადებს. [საბოლოოდ] ომი ოცდაშვიდი წლით გაჭიანურდება. ირგვლივ სისხლია, გვამები მიწას აბინძურებს. დამნაშავეს [შევარდნაძეს] ათბობს ქვეყანა [ანუ ცოცხალია], მოაზროვნე [გამსახურდია] კი იღუპება [1993 წ. 31 დეკემბერი]“ [იქვე, 8 ცენტ. 77-ე კატრენი, 724-ე კატრენიდან, გვ. 25].

აქ მოცემული კოდი - 27 წელი, ასევე, განსახილველ - 1999 წელზე უთითებს, და აი, როგორ: 1972 წ. 29 სექტემბერს ედ. შევარდნაძე დაინიშნა საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველ მდივნად, ანუ - საქართველოს მმართველად. აქედან ათვლით კი 27 წელი შესრულდა - 1999 წლის 29 სექტემბერს...“ [იხ. ბეჭედი N2, „საქართველოს ბიბლიური ისტორია, ანუ - ერისა და ბერის გასაგონად სათქმელი“, თბილისი, 2004 წ., გვ. 13-14].

შესაბამისად - 1999 წელს, ანუ როდესაც საამისო „ჟამი დადგა“, ჩვენ გამოვაქვეყნეთ, ედ. შევარდნაძის, ვითარცა ბოლო ჟამის ანტიქრისტეს არსის მატარებელი პიროვნების შესაცნობი მასალა - „ვის განემზადა გზა 1991-1992 წ.წ. მოვლენებით, ანუ ვინ არის ედუარდ შევარდნაძე“ [იხ. ჩვენი გაზეთის N2 [17], 1999 წ., გვ. 4-8].

აქვე დაბეჭდილი ღია მიმართვის მსგავსად, 2002 წლის იანვარში ჩვენი გაზეთის ფურცლებზე დაბეჭდილი წერილის - „ვინ არის მიხეილ სააკაშვილი ბიბლიის მიხედვით“ [იხ. გაზ. N4 [77], გვ. 4-6] ბოლოს, უკვე ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელ მიხეილ სააკაშვილისადმი გამოქვეყნებულ, თითქმის ანალოგიური შინაარსის მიმართვაში, კერძოდ ვკითხულობთ - „...განაგდეთ თქვენს სულში ჩაბუდებული სატანა და მონანიებასა და თვითგვემაში მყოფმა შესთხოვეთ მაღალ ღმერთს პატიება, ვინძლო შეგინდოთ საქმენნი თქვენნი... მოვინანიოთ! მოვინანიოთ! მოვინანიოთ! ვიდრემდის არ ჩათავებულა ბიბლიური ბოლო ჟამის ბოლო წამები!!!

ხოლო ბიბლია გვასწავლის - „ხოლო ეშმაკი[აქ - ყოფილი მთავარანგელოზთაგანი სათანაიელი], მათი მაცდური [კოდია], ჩავარდა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე“ [გამოცხ. 20,10]...“ [იქვე, გვ. 6].

ყოველივე ზემოთქმულის ერთგვარ გაგრძელებლად, და უფრო - დამასრულებელ ეტაპზე სათქმელად მოვიაზრებთ იმას, რასაც, ჩვენს მიერ განვლილ, 2014/2015 წლების გასაყარიდან, მიმდინარე 2017 წლამდე, ანუ არასრული სამი წლის მანძილზე განვითარებული მოვლენების აღწერის თაობაზე იქნა გაცხადებული.

დიახ, „მხეცისა“ და „ცრუწინასწარმეტყველის“ მსგავსად, უნდა მომხდარიყო კოდირებული „ეშმაკის“  არსობრივი მხარის გახსნაც.

შესაბამისად, მათდა გასაგონად, ვისაც ყური სასმენლად აქვთ, გვინდა განვაცხადოთ, რომ:

ღმერთის განგებულებით განსაზღვრული დროითი მონაკვეთის ბოლოს, გამოცხადებისეული ტექსტით გამოკვეთილი„მხეცისა“ და „ცრუწინასწარმეტყველის“ არსობრივი მხარის მატარებელ პირთა გამოკვეთის მსგავსად,, ჩვენი გაზეთის 2017 წლის ივლის-აგვისტოს ნომრებში გამოქვეყნებულ წერილში - „მხილებისეული ეტაპის მორიგი მიჯნა, ანუ გოეთეს „ფაუსტით’ მინიშნებული დროითი მონაკვეთის დასასრული“ [იხ. ბროშურა, თბ. 2015-2016-2017], მოხდა, არამარტო უშუალოდ „ეშმაკის“, იგივე „სიცრუის სულის“ [პირობითი] - მხილება, არამედ თავად იმ პიროვნების გამოკვეთა, რომლის მეშვეობითაც მოქმედებდა მაცდური ძალა.

ედ. შევარდნაძისა და მ, სააკაშვილისაგან განსხვავებით, უშუალოდ მაცდურის ნების  განმახორციელებელ პირს, ჯერ კიდევ აქვს მართებული გადაწყვეტილების მიღების შანსი.

 

ამიტომაც, ჩვენი წერილის დასასრულს, ზემოთხსენებული მიმართვების სულისკვეთების მსგავსად, ა,მჯერადაც, ეშმაკის მიერ თავისი ბოროტი განზრახვის განმახორციელებლად შერჩეული პირისადმი განკუთვნილი წერილის ერთი ფრაგმენტი გვინდა შემოგთავაზოთ:  

„... ბიბლია გვასწავლის - „რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“-ო [ეკლ. 8,11].

გვინდა გვჯეროდეს, რომ ბ-ნი ავთო ი. თავის თავში იპოვის ძალას, და განვლილი სამწლამდე დროის მიწურულს განვითარებული მოვლენების სათანადო გააზრების გზით, მოახერხებს - ეშმაკის, ანუ - „სიცრუის სულის“ ზეგავლენისაგან თავის დაღწევასა და მონანიების მადლთან ზიარებას.

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ არაფერი არ დაიმალება, და - „...ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი“ [ეკლ. 3,17].

ჩვენი ვალია შევაგონოთ ერთმანეთს, მაგრამ ისე, რომ მხილება - განკითხვაში არ გადაგვივიდეს. გადაწყვეტილების მიღება თითოეულ ჩვენთაგანზეა, რამეთუ ჩვენზე უკეთ არავინ იცის ჩვენი განვლილი ცხოვრების დეტალები“ [იხ. ბროშურა,  გვ. 43].

ვისაც ყური აქვს ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი