ნიშნები „ეშმაკის მხილებისეული ეტაპის“ დასასრულისა, ანუ

430 დღიანი დროითი მიჯნა

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში ე.წ. „ეშმაკის მხილებისული ეტაპის“ გამოკვეთას თავისი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

გამოცხადებისეულ ტექსტში კოდირებულად გამოკვეთილი - „მხეცისა“ და „ცრუწინასწარმეტყველისაგან“ განსხვავებით, რომლებიც საქართველოს სახელისუფლო ელიტის სათავეში მყოფ პირთა საქმიანობაზე მორგებული ტერმინებია [„მხეცი“,ბოლო ჟამის ანტიქრისტეს არსის მატარებელ - ედ. შევარდნაძეზე; ხოლო - „ცრუწინასწარმეტყველი“, ანტიქრისტეს გზის გამგრძელებელ მ. სააკაშვილზე გვითითებენ], ე.წ. „ეშმაკის მხილებისეული ეტაპი“, უშუალოდ - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების გამსაჯარისებელი ჯგუფის წევრთა მიერ განვლილი გზასავალის კონკრეტულ მონაკეთთან კავშირდება.

ბიბლიისეულ - „იობის წერილში“ დაცული ზოგადი მინიშნებანი, ბოლო ჟამის კონკრეტულ მონაკვეთში მისტერიულად განვითარებულ პროცესებზე დაყრდნობით უნდა გაცხადდნენ. კერძოდ, „მხეცისა“ და „ცრუწინასწარმეტყველის“ მსგავსად, უნდა მოხდეს კოდირებული „ეშმაკის“  არსობრივი მხარის გახსნაც.

პავლე მოციქულის პირით გადმოცემული - „და ძალისაგან განძარცვა მთავრობანი და ხელმწიფებანი, საჯაროდ განაქიქა და თვით იმძლავრა მათზე" [კოლ. 2,15], ბოლო ჟამისმიერი თვალთახედვით, გვკარნახობს, რომ - ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვის შემდგომი რეალობის [„და თვით იმძლავრა მათზე"] დადგომამდე, თურმე ხდება „მთავრობისა“ და „ხელმწიფების“ ტერმინქვეშ მოაზრებულ პირთა საქმიანობის - „საჯაროდ განქიქება“, ანუ - მხილება.

სწორედ ამ კონტექსტში გასააზრებლად გვესახება, „მხეცისა“ და „ცრუწინასწარმეტყველის“ მხილებისაკენ მიმართული ლასკარის ერთობლივი ძალისხმევის შედეგის დამაფიქსირებელი წერილები:

„ვის განემზადა გზა 1991-1992 წ.წ. მოვლენებით, ანუ ვინ არის ედუარდ შევარდნაძე“ [იხ. ჩვენი გაზეთის N2 [17], 1999 წ., გვ. 4-8].

„ვინ არის მიხეილ სააკაშვილი ბიბლიის მიხედვით“ [იხ. გაზ. N4 [77], 2002 წ. გვ. 4-6].

[ბუნებრივია, რომ ამავე დანიშნულებისაა მათდა მიმართებაში მოძიებული და გამოქვეყნებული არაერთი წინასწარნაუწყებ ნიშანთა გასაჯარისება].

კიდევ ვიმეორებთ, იობისეულ ტექსტში მითითებული „ეშმაკის“,იგივე „სიცრუის სულის“ [პირობითი] „მხილება“, ჩვენი აზრით, უკავშირდება ბოლო ჟამში მცხოვრები თავად იმ პიროვნების გამოკვეთას, რომლის მეშვეობითაც იმოქმედებდა მაცდური ძალა.

ამდენად, ამ შემთხვევაში, მხილებისეული ობიექტი არის უშუალოდ - ეშმაკი, და არა ის პირი, რომლის სხეულით [სახელით] მოქმედებასაც ირჩევს მაცდური ძალა. ანუ, აქაც, საქმე გვაქვს ორ, ურთიერთ განმაპირობებელ მოვლენასთან, კერძოდ:

დაფარულში მოქმედი ეშმაკის არსის მხილება, შეიძლება მხოლოდ მაშინ როდესაც შევიცნობთ, ანუ გამოვავლენთ - იმ პირს, რომლის სხეულშიც არის დაბუდებული მაცდური; და პირიქით:

ჩანადენ საქმიანობაზე დაყრდნობით წარმართული, „მისდა უნებურად“, ეშმაკის ტყვეობაში მყოფი პირის სიცრუეში მხილება,, თავის მხრივ გვიდასტურებს ე.წ. ეშმაკისეული მხილების ეტაპის მისტერიულად მიმდინარეობაზე.

ადამიანური ემოციის თავიდან ასაცილებლად, ანუ შეცდომისაგან თავის დასაზღვევად, აუცილებელია, რომ ყოველივე ამაში გარკვევა მხოლოდ - წინასწარნაუწყებ ნიშნებზე დაყრდნობით მოხდეს.

და მართლაც, როგორც უკვე ითქვა - „...ღმერთის განგებულებით განსაზღვრული დროითი მონაკვეთის ბოლოს,გამოცხადებისეული ტექსტით გამოკვეთილი „მხეცისა“ და „ცრუწინასწარმეტყველის“ არსობრივი მხარის მატარებელ პირთა გამოკვეთის მსგავსად,, ჩვენი გაზეთის 2017 წლის ივლის-აგვისტოს ნომრებში გამოქვეყნებულ წერილში - „მხილებისეული ეტაპის მორიგი მიჯნა, ანუ გოეთეს „ფაუსტით’ მინიშნებული დროითი მონაკვეთის დასასრული“ [იხ. ბროშურა, თბ. 2015-2016-2017], მოხდა, არამარტო უშუალოდ „ეშმაკის“, იგივე „სიცრუის სულის“ [პირობითი] - მხილება, არამედ თავად იმ პიროვნების გამოკვეთა, რომლის მეშვეობითაც მოქმედებდა მაცდური ძალა“ [იხ. გაზ. N13 (1014), გვ. 3].

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 2014 – 2017 წლებში ჩვენს თვალწინ განვითარებული მოვლენების ანალიზით გვიდასტურდება მაცხოვრის მიერ გაკეთებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მინიშნების მისტერიული აცხადების ეტაპის მიმდინარეობა. კერძოდ უფალი ბრძანებს:

„7) ...თუ არ წავალარ მოვა თქვენთან ნუგეშისმცემელიხოლო თუ წავალმოგივლენთ მას. 8) და როცა მოვა [აქ - ბოლო ჟამში],ამხილებს ქვეყანას ცოდვისსიმართლისა და განკითხვისათვის... 11) განკითხვისათვისრადგანაც ამ ქვეყნის მთავარი უკვეგანკითხულია“ [იოანე 16.7-8; 11].

ჩვენის აზრით, კოდირებული - „ამ ქვეყნის მთავარი უკვე განკითხულია“, გვითითებს, ბოლო ჟამის გასრულებამდე მისტერიულად მოსახდენ იმ პროცესზე, რომლითაც დაგვიდასტურდება „ამ ქვეყნის მთავრის“ -  „ეშმაკის“, ანუ „სიცრუის სულის“ მხილება.

ამ თვალთახედვით, ლასკარულ ცნობიერებას ზიარებული მკითხველისათვის, ვფიქრობთ ძნელი არ იქნება იმაში გარკვევა, რომ წინასწარნაუწყებ ნიშნებზე დაყრდნობით ჩატარებული, თითქმის სამი წლის მანძილზე მიმდინარე პროცესების არსის წარმომჩენი გამოკვლევა - „მხილებისეული ეტაპის მორიგი მიჯნა, ანუ გოეთეს „ფაუსტით’ მინიშნებული დროითი მონაკვეთის დასასრული“ [იხ. ბროშურა, თბ. 2015-2016-2017], გვიდასტურებს მაცხოვრის მიერ მითითებულის „ამ ქვეყნის მთავარი უკვე განკითხულია“, თავისი მისტერიული ფორმით აცხადებას [გამოვლენას].

გოეთესეული მინიშნებით თუ ვიტყვით, მოხდა ფაუსტსა და მეფისტოფელს შორის დადებული - ხელწერილის - გაუქმება.

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - ღმერთის განგებულებით  -  „ეშმაკის“, ანუ „სიცრუის სულის“ მხილების პროცესი - დასრულებულია; ანუ - „ამ ქვეყნის მთავარი უკვე განკითხულია“.

წერილის ამ მონაკვეთს კი პავლე მოციქულის პირით მოწვდილი მინიშნებით დავასრულებთ - „და წარხოცა სწავლით ჩვენს გამო შეთხზული ხელთწერილი, რომელიც იყო ჩვენს წინააღმდეგ, და აიღო შუაგულიდან და მიაჭედა იგი ჯვარს“ [კოლ. 2,14].  

 

 

430 დღიანი დროითი მიჯნა, ანუ

მზის დაბნელებისა და ხანძრების მისტერია

  „ეშმაკის“, ანუ „სიცრუის სულის“ მხილების პროცესის აღწერისას ჩვენ ვწერდით - „აფრიკაში მოკალათებულ თაღლითურ ჯგუფთან ჩვენი ურთიერთობა 2016 წლის 20 მაისიდან მცირე ხნით ისევ განახლდა. ხსენებული ე.წ. ბანკირი გუდლუკ უვანი, ბ-ნ ავთო ი.-ს სწერდა - ამჯერად დაევიწყებინა სამემკვიდრეო საკითხი, და სთავაზობდა ერთობლივად ჩაედოთ თანხა სოფლის მეურნეობის საკითხების მოგვარებაში [???]. ჩვენგან თანხის გადარიცხვაზე უარის მიღების შემდეგ, ურთიერთ მიმოწერა საბოლოოდ  - 2016 წლის 17 ივნისს შეწყდა“ [გაზ. N8 (1009), გვ. 9[.

ამდენად, ე.წ. სამემკვიდრეო საკითხის „ინიციატორებთან“ 2014/2015 წლების გასაყარიდან დაწყებული ურთიერთობა - 2017 წ. 17 ივნისს უშედეგოდ დამთავრდა.

 ბ-ნი ავთო ი.-ს მეშვეობით მოქმედი ეშმაკის მიერ დაგებულ მახეში შეუცნობლად მყოფთათვის მძიმე დღეები დაიწყო.

როგორც ითქვა, 2017 წ, 7 ივლისს ლასკარში გამართულ შეხვედრაზე ბ-მა ავთო ი.-მა განგვიცხადა - „სამემკვიდრეო საკითხის საბოლოოდ დასრულებას - ერთი თვეღა სჭირდება, და მაქსიმუმ 7 აგვისტოსთვის ყველაფერი წარმატებით გადაწყდებაო: [იხ. გაზ. N10 (1011), გვ. 3].

9 აგვისტოს შეხვედრაზე კი გვაუწყა - „14 აგვისტოს ველოდები, გარკვეული საკითხი უნდა გადაწყდეს, პასუხი 15-ში უკვე მეცოდინება, და ამის შემდეგ 17-18 -ში თუ არა, მაქსიმუმ 21 აგვისტოსთვის ყველაფერი გაირკვევა, და შემდეგ, აღებულ ფინანსურ ვალდებულებებს მთლიანად დავფარავო“.

მკითხველს ვფიქრობთ არ გაუჭირდება იმის დაჯერება, თუ ვიტყვით, რომ 21 აგვისტომაც უშედეგოდ ჩაიარა.

იმაში გასარკვევად, თუ როგორ შეიძლება „უკავშირდებოდეს“ ერთმანეთს 2016 წ, 17 ივნისი და 2017 წ. 21 აგვისტო,  მოდით ასეთ ბიბლიურ მინიშნებას ჩავეძიოთ:

„1. შენ, ადამის ძევ, აიღე ალიზი და წინ დაიდევი, დახაზე ზედ ქალაქი, იერუსალიმი. 2. გამოსახე მისი ალყა... 3. პირი მიაქციე მისკენ და ალყაში იქნება, და შემოარტყი ალყა. ეს არის ისრაელის სახლის ნიშანი.

 4. დაწექი მარცხენა გვერდზე და დაიდევი ისრაელის სახლის ცოდვა, რამდენ დღესაც იქნები წამოწოლილი, იმდენხანს ატარებ მათ ცოდვას. 5. მე მიგითვალავ მათი უკეთურების წლებს დღეთა რიცხვის მიხედვით - სამას ოთხმოცდაათ დღეს - და ატარებ ისრაელის სახლის უკეთურებას. 6. ამას დაასრულებ და დაწვები მეორედ მარჯვენა გვერდზე, და ატარებ იუდას სახლის უკეთურებას ორმოც დღეს. თითო წელზე თითო დღეს მიგითვალავ.

7. იერუსალიმის ალყისკენ მიაქციე პირი და შიშველი მკლავი და იწინასწარმეტყველე მის წინააღმდეგ. 8. აჰა, დაგადე ბორკილები და გვერდს ვერ შეიცვლი, ვიდრე არ შეასრულებ შენი ალყის დღეებს“ [ეზეკ. 4,1-8].

ამასთან, ბიბლია იქვე ასე ბრძანებს:

„აიღე ხორბალი, ქერი, ცერცვი, ოსპი, ფეტვი და ასლი, ჩაყარე ისინი ერთ ჭურჭელში და გქონდეს საჭმელად იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გვერდზე იქნები დაწოლილი: სამას ოთხმოცდაათ დღეს უნდა ჭამო ისინი“ [ეზეკ. 4,9].

როგორც ვხედავთ მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიაში მითითებული ე.წ. „ალყის დღეები“ მთლიანობაში: 390 + 40 = 430 დღეს მოიცავს, საკვების მიღებასთან მიმართებაში - 390 დღე მაინც ცალკეა გამოყოფილი.

მოდით შევეცადოთ გავერკვეთ, თუ რაზე უნდა გვანიშნებდეს ბიბლიაში დაფიქსირებული იგავური ტექსტი.

ჩვენის აზრით, ათვლის წერტილად, ე.წ. სამემკვიდრეო საკითხთან მიმართებაში  აფრიკაში მოკალათებულ თაღლითურ ჯგუფთან ჩვენი კავშირის გაწყვეტის თარიღი - 2016 წ. 17 ივნისი უნდა ავიღოთ.

ზემოთქმულთან მიმართებაში კი ასეთი კომენტარი გვინდა შემოგთავაზოთ:

 

ა) 390 დღის მისტერია

2016 წ. 17 ივნისიდან ათვლით,  ბიბლიური 390-ე დღე არის - 2017 წლის 12 ივლისი, პეტრე-პავლობის მარხვის დამთავრების დღე;

როგორც ითქვა 2017 წ. 17 -21 ივლისი, გოეთეს „ფაუსტის“ მე-2 ნაწილის დასაწყისში მოცემული თხრობა, ე.წ. „გარდამავალ დროით მონაკვეთად“ შეიძლება მოვიაზროთ [იხ. გაზ. N12 (1013), გვ.5-12]. სწორედ ამით უნდა იხსნებოდეს საკვების მიღებასთან მიმართებაში ბიბლიური - 430 დღიდან, პირველი - 390 დღის ცალკე გამოყოფა.

საუბრის გაგრძელებამდე, მკითხველს შევახსენებთ, რომ ბიბლიის მიხედვით - „...მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღიდან კარვობის დღესასწაულია - შვიდი საუფლო დღე“ [ლევ. 23,34], რაც სწორედ 21 ივლისზე მოდის.

 

ბ) 430 დღის მისტერია

ეხლა ვნახოთ რომელ დროის მონაკვეთზე გვითითებს ბიბლიაში დაცული ე.წ. ალყის სრული დრო - 430 დღე.

2016 წ. 17 ივნისიდან ათვლით 430-ე დღე, ანუ ბიბლიის მიერ მითითებული დროის ზედა მიჯნა. არის სწორედ ზემოთაღნიშნული 2017 წ. 21 აგვისტო.

ჩართვისთვის ვიტყვით, რომ ბოლო ჟამის მდინარებაში, ბიბლიის მიერ 430 დღით გამოყოფილი ერთგვარი წყალგამყოფი მიჯნა 2017 წ. 21 აგვისტო, მზის - სრული დაბნელებით აღინიშნა.

აღნიშნული „ალყის დღეებად“ შერაცხული დროის ამოწურვასთან მიმართებაში, ბიბლიური კოდირებული თხრობა, ასეთ მინიშნებას იძლევა:

„ადამის ძევ! აიღე გალესილი მახვილი და დალაქთა სამართებელივით მოიტარე თავზე და წვერზე. აიღე სასწორი და გაჰყავი თმა“ [ეზეკ. 5,1].

მოდით ვნახოთ, რაზე შეიძლება გვანიშნებდეს აქ მოცემული - თმის გადაპარსვის თემატიკა.

როგორც ითქვა - ბოლო ჟამში, ეშმაკის მხილების პროცესი კავშირშია ბიბლიური იობის შესახებ მომხდარის აღმწერ თხრობასთან, სადაც კერძოდ ვკითხულობთ:

„20. ადგა იობი, შემოიხია მოსასხამი, გადაიპარსა თავი, დაეცა მიწაზე და თაყვანი სცა. 21. თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი. 22. მაინც არ შეუცოდავს იობს და ღვთის აუგი არ დასცდენია“ [იობი 1,20-22].

ამდენად - თავის გადაპარსვა, თავსდამტყდარი განსაცდელით შეძრული პირის შინაგანი მდგომარეობის გადმომცემი შტრიხია.

როგორც ითქვა, ეშმაკის მიერ, ბ-ნი ავთო ი.-ის მეშვეობით, აგორებულმა სიცრუის ტალღამ ჩემს გარდა, კიდევ სამი პირი [დიანა ჯიქია, მევლუდ მამადაშვილი და ლევან ჩოხელი] დააზიანა.

ქვემოთ მოტანილ იგავურ ბიბლიურ თხრობაში, ხსენებული პირობითი ოთხეული ასეა გამოყოფილი:

„1. ადამის ძევ! აიღე გალესილი მახვილი და დალაქთა სამართებელივით მოიტარე თავზე და წვერზე. აიღე სასწორი და გაჰყავი თმა. 2. მესამედი ცეცხლში დაწვი ქალაქის შუაგულში, როცა ალყის დღეები [აქ - 430 დღე] შესრულდება. აიღე მესამედი და დააქუცმაცე მახვილით ქალაქის ირგვლივ. მესამედი ქარში გაფანტე და მე მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე [კოდია]. 3. აიღე აქედან მცირეოდენი და კალთაში გამოიკარი“ [ეზეკ. 5,1-3].

ახალი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ „ამ ქვეყნის მთავრის“, ანუ ეშმაკის მხილებისეული პროცესი, ერთ-ერთი დიდი ნიშანთაგანია თავად ბოლო ჟამის გასრულებისა.

სახარებაში, აღნიშნულ დროსთან მიმართებაში მოცემული მაცხოვრისეული მინიშნება ასეთია - „მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას, სხვა რა მსურს გარდა იმისა, რომ ახლავე იფეთქოს“-ო [ლუკა 12,49].

მოდით ვნახოთ, თუ რა ცეცხლის მოდებაზეა აქ მინიშნება.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულ მკითხველს არ უნდა გაუჭირდეს იმის აღქმა, რომ ყოველივე ზემოთთქმული, ბოლო ჟამში მიმდინარე პროცესების მისტერიულ ასრულებაზე მიგვანიშნებენ.

სწორედ ამ თვალთახედვით უნდა გავიაზროთ მაცხოვრისეული მინიშნებები: 1. „ამ ქვეყნის მთავარი უკვე განკითხულია.“ [იოანე 16,1], და 2. „მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას“ [ლუკა 12,49].

ჩვენს მიერ მოტანილი, ბიბლიური - 430 დღიანი მიჯნის აღმწერი ტექსტი ღიად მიგვანიშნებს „ცეცხლთან“ დაკავშირებულ პროცესებზე:

„2. მესამედი ცეცხლში დაწვი ქალაქის შუაგულში, როცა ალყის დღეები [აქ - 430 დღე, ანუ 2017 წ. 21 აგვისტო] შესრულდება. 4. კიდევ აიღე მათგან, ჩაყარე ცეცხლში და დაწვი ცეცხლში. მისგან მოედება ცეცხლი ისრაელის მთელ სახლს“ [ეზეკ. 5,2;4].

 როგორც მოგეხსენებათ, ბორჯომის ხეობაში 2017 წლის 20 აგვისტოს გაჩენილმა თითქოს უმნიშვნელო ხანძარმა. ხეობაში ამოვარდნილი ქარის გამო განსაკუთრებული მაშტაბი სწორედ 21 აგვისტოდან, ანუ ბიბლიური -430 დღიანი მიჯნის გასვლის შემდეგ შეიძინა.

უკვე ხსენებული ბიბლიური მინიშნების გამოძახილად, ბორჯომის ხეობის ხანძარი სამ ძირითად კერას მოედო. კერძოდ ესაა: 1. დაბა წაღვერი, 2. სოფელი - დაბა, და 3. თორის მთა.

ხოლო იმაში გარკვევა, თუ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე ერთმანეთის მიყოლებით გაჩენილ ხანძრებს, ბიბლიაში დაცულ მინიშნებასთან  - „...მისგან მოედება ცეცხლი ისრაელის მთელ სახლს“ [ეზეკ. 5,4], ჩვენი ამჟამინდელი სათქმელის ჩარჩოებს სცილდება, და ამიტომ მასზე ამჯერად არ შევჩერდებით.

დიახ, ამჯერად ჩვენი მიზანი გახლდათ, მკითხველისათვის გვეთქვა, რომ ბიბლიური 430 დღიანი მიჯნის თავზე საქართველოს ტერიტორიაზე გამძვინვარებული ხანძარი:

ერთის მხრივ გვიდასტურებს, ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში გასავლელი - „ეშმაკის“, ანუ „სიცრუის სულის“ მხილებისეული ეტაპის დადგომა-გასრულებას;

ხოლო მეორეს მხრივ გვაუწყებს თავად ბოლო ჟამის გასრულებისეული მიჯნის მოახლოებაზე - „ხოლო ის დღე და ის საათი არავინ არ იცის; არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“ [მათე 24,36].

ჩვენ წინამდებარე თხრობას კი, 430 დღიან მიჯნასთან დაკავშირებით, ბიბლიაში დაცული კიდევ ერთი მინიშნების მოტანით დავასრულებთ - „...ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე თავად წამოვალ შენზე და აღვასრულებ შენს წიაღში სამართალს ხალხების თვალწინ“ [ეზეკ. 5,8].

ვისაც ყური აქვს ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი