„ქებაი...“ და ღვთისმშობლის წილხვედრილობა

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

წმიდა წერილში უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით მოსვლის შესაცნობ მინიშნებებს შორის განსაკუთრებულად გამორჩეული ადგილი უკავია „კრავის ქორწილის“ არსთან დაკავშირებულ თემატიკას. კერძოდ, იოანეს გამოცხადებაში ვკითხულობთ

„და მომესმა თითქოს დიდძალი ხალხის ხმა, და ზათქი მრავალი წყლისა და გრგვინვა საზარი მეხისა, რომელმაც თქვა: ალილუია! რადგანაც სუფევს უფალი ღმერთი ჩვენი, ყოვლისმპყრობელი.

გვიხაროდეს და ვილხენდეთ, და მივაგოთ მას დიდება,, რადგანაც მოვიდა ქორწილი კრავისა, და სასძლომ მისმა განიმზადა თავი.

და მიეცა მას, რათა შეიმოსოს ბისონი წმიდა და ბრწყინვალე, რადგანაც წმიდათა სიმართლეა ბისონი.

და მიბრძანა მე: დაწერე: ნეტარნი არიან კრავის საქორწინო სერობაზე წვეულნი. და მითხრა მე: ესენი არიან ჭეშმარიტი სიტყვანი ღვთისა“ [გამოცხ. 19,6-9].

ეზოთერიკაში, აქ მოცემული კოდი: „კრავის ქორწილი“ - მეორედ მოსული უფალ იესუ ქრისტეს ძალმოსილებით გაცხადებაზე მიგვანიშნებს, რომლის ასრულების - „... დღე და ის საათი არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“ [მათე 24,36].

აღნიშნულის პარალელურად, ბოლო ჟამში მისტერიულად ასაცხადებელ ნიშნებს შორის უნდა მოვიაზროთ, როგორც „კრავის საქორწილო სერობაზე“ - „წვეულთა“, ასევე - „სასძლოს“ მიერ თავის გამზადების არსთან დაკავშირებული თემატიკა.

წინამდებარე წერილში სწორედ ამ უკანასკნელ მინიშნებებთან დაკავშირებით გვინდა ვისაუბროთ.

თავიდანვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ დღეისათვის მოძიებულ ძველქართულ წერილობით წყაროებს შორის, საქართველოს სულიერი მისიის თაობაზე ყველაზე უფრო გამოკვეთილად ორი ავტორის სახელთან დაკავშირებულ ხელნაწერებშია საუბარი. ესენია:

იოანე-ზოსიმეს - „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“; და

„ქართლის ცხოვრებაში“ შესულ ლეონტი მროველისეულ თხზულება „მეფეთა ცხოვრება“-ში არსებული ჩვენი ქვეყნის - „ღვთისმშობლის წილხვედრილობასთან“ დაკავშირებული მინიშნება.

საისტორიო თემატიკის კვლევით დაკავებულ სამეცნიერო წარმომადგენელთა შორის დღემდე არ არსებობს ერთიანი აზრი, როგორც - ამ ავტორთა მოღვაწეობის, ასევე ხსენებულ თხზულებათა შესრულების დროებთან დაკავშირებით. ასე მაგალითად:

იოანე–ზოსიმეს დაბადების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია. ყველაზე ადრინდელი ხელნაწერი, რომელიც მას გადაუწერია, 949 წლით თარიღდება. წყაროთა თანახმად, იოანე თავდაპირველად პალესტინაში, საბა განწმედილის ლავრაში მოღვაწეობს, ხოლო - 978 წელს იგი უკვე სინას მთაზეა. უკანასკნელი ხელნაწერი იოანე–ზოსიმესი 987 წელს ეკუთვნის. სავარაუდოა, რომ იოანეს გარდაცვალების თარიღიც 987 წელთან ახლოს იყოს.

მკვლევართა ერთი ნაწილი იოანე-ზოსიმეს მიიჩნევს „ქებაის...“ ტექსტის ავტორად. მეორე ნაწილისათვის კი იგი მხოლოდ ამ თხზულების გადამწერია.

აღნიშნულთან მიმართებით, პავლე ინგოროყვას კვლევაში - „გიორგი მერჩულე“ [თბ. 1954 წ., გვ. 745-753], ვკითხულობთ:

ქებაჲ ქართველთაჲ და ქართულისა ენისაჲ“. წინასწარ შევჩერდებით სხვადასხვა სახის ბიბლიოგრაფიულ ცნობებზე ამ ძეგლის შესახებ.

. ძეგლის შემცველი ხელნაწერები.

ძეგლი დაცულია რამდენიმე პირის სახით, რომლებიც სხვადასხვა დროს გადაუწერია X საუკუნის ქართველ მწერალს იოანე-ზოსიმე საბაწმიდელ-სინელს.

იოანე-ზოსიმე, რომელიც დიდი პატრიოტი იყო თავისი ქვეყნისა, შეიძლება ითქვას, ერთგვარად შეყვარებულია ამ ნაწარმოებზე; იოანე-ზოსიმეს - ქებაჲ ქართულისა ენისაჲ“ შეაქვს ქართულ ხელნაწერთა კრებულებში, როგორც კრებულთა დამამთავრებელი ნაწარმოები.

მოგვყავს ნუსხა ხელნაწერებისა, რომლებშიაც მოთავსებულია ტექსტი ქება ქართულისა ენისაჲ“:

A — ხელნაწერი 962 წლისა; ტექსტი ქებაჲ ქართულისა ენისაჲ“ შეტანილია იოანე-ზოსიმეს მიერ გადაწერილ კრებულში სამეცნიერო“, რომელშიაც, სხვა ტექსტებთან ერთად, მოთავსებულია მნიშვნელოვანი ძეგლი ძველ-ქართული სამეცნიერო მწერლობისა, სამათემატიკო-საკალენდარო ტრაქტატი, „გამოძიებისათჳს ჟამთა და წელთა“. ხელნაწერი ამჟამად დაცულია ლენინგრადის საჯარო წიგნთსაცავში. („ქებისტექსტის ეს უძველესი ნუსხა აღმოვაჩინეთ ტიშენდორფისეული პალიმფსესტების კოლექციაში).

B — ხელნაწერი 979 წლისა Sin —38. (ტექსტიქებაჲ ქართულისა ენისაჲ“ ჩაწერილია როგორც დამამთავრებელი ნაწარმოები, იოანე-ზოსიმეს მიერ გადაწერილს 979 წლის ხელნაწერში, რომელიც შეიცავს ოთხთავს და ქრონიკონის ცხრილს, იმავე ტრაქტატით: „გამოძიებისათჳს ჟამთა და წელთა“).

C — ჩანაწერი 981 წლისა, Sin —32/33. „ქებაჲსტექსტი იოანე-ზოსიმეს 981 წელს დაუწერია ძველი ქართული მწერლობის ძეგლთა დიდ ქრესტომათიაშიმრავალთავში“, რომელიც გადაწერილია მაკარი ლეთეთელის რედაქტორობით 864 წელს, და რომელიცესამედ შეუმოსავს იოანე-ზოსიმეს 981 წელს. „ქებაჲსტექსტს აქ ეწოდებაქებაჲ და დიდებაი ქართულისა ენისაჲ“.

D — ხელნაწერი 981 - 982 წლებისა. Sin —6. „ქებაჲსტექსტი ჩაწერილია როგორც დამამთავრებელი ნაწარმოები ჰაგიოგრაფიული კრებულისა, რომელიც იოანე-ზოსიმეს 981 - 982 წლებში გადაუწერია. ქებასთვით ნაწარმოების ზედწერილში ეწოდება: ქართულისა ენისათჳს“, ხოლო სარჩევში იგი აღნიშნულია სრული სათაურით: „ქებაჲ ქართულისა ენისაჲ.

ვინ არის ავტორი ამ ძეგლისა?

გამოთქმული იყო მოსაზრება (აკად. . კეკელიძის მიერ, იხ. . კეკელიძე, ძველი ქართული მწერლობის ისტორია, 1, 1951 ., გვ. 146.), რომ ავტორი უნდა იყვესო იოანე-ზოსიმე საბაწმიდელ-სინელი. მაგრამ ეს მოსაზრება არ მართლდება. იოანე-ზოსიმე არის მხოლოდ გადამწერი ამ ძეგლისა და არა ავტორი...“.

თავისთავად ცხადია, რომ ამ უკანასკნელი პოზიციდან მომდინარე გამოდის რომ „ქებაის“ თხზულება მე-10 საუკუნეზე უძველესი წერილობითი ძეგლი შეიძლება იყოს.

დაახლოებით ანალოგიური დამოკიდებულებაა ლეონტი მროველისა და „ქართლის ცხოვრებაში“ შესულ, მის სახელთან დაკავშირებულ თხზულებებთანმეფეთა ცხოვრებაარჩილის წამება და ნინოს მიერ ქართლის მოქცევა-სთან მიმართებაში.

ზოგი მკვლევარი ლეონტი მროველს აიგივებს რუისის ეპისკოპოს ლეონტისთან. იგი იხსენიება 1066 წ. დათარიღებულ წარწერაში, რომელიც 1957 წ. ქარელის მახლობლად, სოფელ თრეხვში აღმოაჩინეს. მე-11 საუკუნის ათონის ერთ-ერთ ხელნაწერში. ლეონტი მროველი აგრეთვე მოიხსენიება როგორც მთავარეპისკოპოსი.

მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, XI საუკუნის მოღვაწე ლეონტი მროველი ამ თხზულების მხოლოდ რედაქტორი ან გადამწერია. მკვლევართა მეორე ნაწილი კი ამ თხზულებებს VIII საუკუნით ათარიღებს და შესაბამისად მათ ავტორად სხვა, VIII საუკუნეში მოღვაწე ლეონტი მროველს მიიჩნევს.

ამ მცირე შესავლის შემდეგ, მოდით ჩვენი სათქმელის მთავარ საკითხს დავუბრუნდეთ.

 

 

„ქებაი...“-სა და „ლაზარეს აღდგინების შაბათის“ მიხტერია

«იოანე-ზოსიმეს „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაის“ დღეისათვის შემორჩენილი ოთხივე წერილობითი წყარო [A ხელნაწერი 962 წ., B— 979-, C და D 981 — 982 წ.წ.] ღიად აცხადებს საქართველოსა და ქართველი ერის უდიდესი მისიის თაობაზე, რომ:

დამარხულ არს ენაჲ ქართული დღედმდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად. რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა... და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებულიმოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა...“.

 

უფალ იესუ ქრისტეს მოსვლისწინარე დროის, ანუ ბოლო ჟამის დადგომის დადასტურების მისიის მქონე ქართველი ერისადმი გასაგონად, „ქებაის...“ ტექსტში ვკითხულობთ - და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან“-ო.

აქ მოცემული კოდი - „დღესამომდე“, და - „სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან“, ჩვენის აზრით: ბოლო ჟამის მიმდინარეობის კონკრეტულ დროში მოსახდენზე უნდა გვანიშნებდეს.

როგორც დაინტერესებულ მკითხველს მოეხსენება, დაეყრდნო რა „ქებაის...“ ტექსტში: წმინდა ლაზარეს ქართულ ენასთან დამაკავშირებელ მინიშნებას - საქართველოს ეკლესიამ, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და წმინდა სინოდის განჩინებით, 1985 წელს საეკლესიო კალენდარში შეიტანა „ქართული ენის დღესასწაული“ და აღნიშვნის დღედ ლაზარეს შაბათი განაჩინა.

ამდენად, 1985 წელს, ქრისტიანულ სამყაროში დაფიქსირდა უპრეცენდენტო ფაქტი - საქართველოს ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ, საეკლესიო დღესასწაულის რანგში აიყვანა მესიანისტური შინაარსის გადმომცემი თხზულება.

სასულიერო სფეროში მომხდარმა ამ მოვლენამ ერთგვარი სათავე დაუდო ამის შემდგომად საერო სფეროში განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ, საქართველოს უახლესი ისტორიის მიმდინარეობაში ოდნავ მაინც გარკვეულმა მკითხველმა იცის, რომ:

ერთის მხრივ - მე-20 საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ახალ რანგში აყვანილი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმმართველ ლიდერთა და მათი მხარდამჭერი საქართველოს მოსახლეობის ძალისხმევას, ქვეყნის სათავეში ეროვნული ხელისუფლების მოსვლა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა; ხოლო

მეორეს მხრივ - 80-90 წლების გასაყარიდან მოყოლებული, მანამდე არნახულ მაშტაბებს მიაღწია ეზოთერულ სფეროში მოღვაწე ცალკეულ პირთა თუ ჯგუფების მიერ წარმოებულმა კვლევითმა საქმიანობამ. კერძოდ:

ღმერთის ნებიდან მომდინარე - 1996/1997 წ.წ. გასაყარზე დაარსებული: საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ ფარგლებში - საქართველოს სულიერი მისიის მქადაგებელთა ერთობლივი ძალისხმევითა და ბიბლიაში დაფიქსირებულ მინიშნებებზე დაყრდნობით, ქართულ ენაზე საყოველთაოდ გაცხადდა - მაცხოვრის მეორედ დიდებით მოსვლის წინმსწრები ბოლო ჟამის დადგომის თაობაზე.

ამდენად, იოანე-ზოსიმეს „ქებაის...“ ტექსტში მოცემული კოდი - „დღესამომდე“, და - „სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან“, ჩვენის აზრით, წინასწარმეტყველებს იმ დროის დადგომის თაობაზე, როდესაც უნდა მომხდარიყო საქართველოს სულიერი მისიით განსაზღვრული აქტიური საქმიანობის დაწყება.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებული მკითხველის გასაგონად გვინდა განვაცხადოთ, რომ - 1985 წელს საეკლესიო კალენდარში - „ქართული ენის დღესასწაულის“ შემოღებითა და მისი აღნიშვნის დღედ ლაზარეს შაბათის განჩინებით, სათავე დაედო: როგორც - ზვიად გამსახურდიას წინამძღოლობით მოქმედი ეროვნული ხელისუფლების მიერ, 1991 წ. 9 აპრილს გამოცხადებულ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას; ასევე

სულიერების სფეროში გზა შეემზადა საქართველოს სულიერი მისიის აცხადებისეული დროის დადგომას, რაც - ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნების გასაჯარისებით მიმდინარეობს; და, რომელიც, საბოლოოდ - უფალ იესუ ქრისტეს დიდებით გაცხადებით დასრულდება.

 

 

„სასძლოსა“ და „ღვთისმშობლის წილხვედრილობის“

საკითხისათვის

ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში თავისი განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩვენი ქვეყნის საეკლესიო და საერო სივრცეში - საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრილობის საკითხის სამართლებრივი დარეგულირების ფაქტს.

უძველეს ქართულ საისტორიო წერილობით წყარო - „ქართლის ცხოვრებაში“ შემავალ, ლეონტი მროველისეულ თხზულება „მეფეთა ცხოვრებაში“, ჩანართის სახით [იხ. ჩანართი (BP'Tb)] მოცემულ ტექსტში ვკითხულობთ:

და შემდგომად ამაღლებისა უფლისა, რაჟამს წილ-იგდეს მოციქულთა, მაშინ ყოვლად-წმიდასა ღმრთის-მშობელსა წილად ხუდა მოქცევად ქუეყანა საქართველოსა.

და ჩუენებით ეჩუენა მას ძე მისი, უფალი ჩუენი, და რქუა:

, დედაო ჩემო, არა უგულებელ ვყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთჳს. ხოლო შენ წარავლინე პირველ-წოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხუედრებულსა, და თანა-წარატანე ხატი შენი ვითარი-ცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს. და შენ წილ ხატი იგი შენი მკჳდრობდეს მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა.

 

მაშინ რქუა ყოვლად-წმიდამან მოციქულსა ანდრიას:

შვილო ანდრია, დიდად უჩნს სულსა ჩემსა, რომელ ქუეყანასა მას ნაწილსა ჩემსა არა ქადაგებულ არს სახელი ძისა ჩემისა. ოდეს წარვემართე ქადაგებად ძისა ჩემისა ქუეყანასა მას, წილად ჩემდა ხუედრებულსა, მაშინ გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და ღმერთი, და მიბრძანა, რათა შენ წარხჳდე და წარასუენო სახე ჩემი და სახიერისა ძისა ჩემისა ქუეყანასა, ჩემდა წილ-ხდომილსა, რათა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღუპყრა და შევეწიო მათ, და არა-ვინ მტერთაგანი მძლე ექმნას მათ“.

რქუა მას მოციქულმან: ყოვლად-წმიდაო, ნება სახიერისა ძისა შენისა და შენი იყავნ ყოველსა ჟამსა“ .

 

მაშინ ყოვლად-წმიდამან მოითხოვა ფიცარი, დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თჳსსა. და გამოისახა ხატი ესე-ვითარი, რომელ წიაღთა თჳსთა ეტჳრთა განჴორციელებული ჩჩჳლი, ყოვლად სახიერი სიტყუა ღმრთისა, რომელ აწ ყოველთა მიერ სახილველ არს ხატი ყოვლად-წმიდისა აწყუერისა ღვთის-მშობელისა. და მისცა იგი მოციქულსა ანდრიას და რქუა:

მადლი და შეწევნა ჩემგან შობილისა უფლისა თანა-შემწე გეყავნ შენ, სადა-ცა ხჳდოდე, და მეცა თანა-შემწე ვარ ქადაგებასა მაგას, და დიდად შევეწიო მონაწილესა მას ჩემდა ხუედრებულსა“.

მაშინ დავარდა მოციქული ქუეყანად, და მადლი შესწირა ცრემლითა ყოვლად-წმიდასა, და გამოვიდა მიერ სიხარულით, და წარემართა ქადაგებად სახარებისა...“ [იხ. „ქართლის ცხოვრება“, ლეონტი მროველი, ნაწილი პირველი: „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“].

გასული 21 საუკუნის მანძილზე, ქართული ცნობიერება, ჩვენი ქვეყნის ქარტეხილიანი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, დიდწილად თანაშეზრდილი და ორიენტირებული გახლდათ საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრილობის თემატიკასთან.

საქართველოს საეკლესიო და საერო ხელისუფალთ, ეყრდნობოდნენ რა დამკვიდრებულ საეკლესიო ტრადიციას, არასოდეს უცდიათ აღნიშნული საკითხის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა.

 

და აი, თითქმის ოცსაუკუნოვანი ქრისტიანული ფესვების მქონე ქვეყნის წიაღში, 2018-2019 წლების გასაყარზე, საქართველოს საეკლესიო და საერო ხელისუფალთა ერთობლივი გადაწყვეტილებით დღის წესრიგში დადგა - საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვედრილობის იურიდიულად დაკანონების საკითხი.

 

აღნიშნული პროცესების განვითარების ქრონოლოგიური სურათი ასეთია:

- 2018 წ. 27 დეკემბერს გამართული, საქართველოს წმიდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის ოქმის ამონაწერში ვკითხულობთ:

„სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

სხდომის მდივნად დაინიშნა ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე)...

კრებამ მოისმინა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის (დათუაშვილი) მოხსენება ეკლესიის სამოციქულო-სამისიონერო მსახურების შესახებ საქართველოში.

მომხსენებელი ასევე შეეხო 12 მაისის დღესასწაულის აღნიშვნის საკითხსაც. კერძოდ, ითქვა, რომ მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კურთხევით წარმოიგზავნა საქართველოში წმ. მოციქული ანდრია პირველწოდებული, რომელმაც თან ჩამოაბრძანა ხელთუქმნელი ხატი ყოვლადწმიდისა მარიამისა, როგორც ნიშანი ღვთისმშობლის მობრძანებისა მის წილხვედრ ქვეყანაში და აუცილებელია ამ ფაქტისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება.

წმიდა სინოდმა განაჩინა: 12 მაისი დადგინდეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ...“;

 

- 2019 წ. 2 აპრილს, გაითვალისწინა რა საქართველოს დედაეკლესიის წმიდა სინოდის მიერ მიღებული განჩინება, საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა საქართველოს პარლამენტს - „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“. თანდართულ „განმარტებით ბარათში“ კერძოდ ვკითხულობთ:

2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით 12 მაისი გამოცხადდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ.

დღეს მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად ითვალისწინებს მხოლოდ - საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის - წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეს. შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოსთან კონსულტაციების შედეგად, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება, რომ 12 მაისი გამოცხადდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ, ასევე აისახოს წარმოდგენილი ორგანული კანონის შესაბამის მუხლში...

აღსანიშნავია ისიც, რომ 2 ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ დიდწილად განსაზღვრა საქართველოს თვითმყოფადობა, კულტურა და ისტორია. საქართველოს მოსახლეობისთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას და შესაბამისად - ეროვნულ დღესასწაულს. სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა, შესაბამისად, ეს დღესასწაული სცილდება მხოლოდ რელიგიურ საზღვრებს და იძენს საყოველთაო ზეიმის ხასიათს. ღვთისმშობელი საქართველოს მართლმადიდებელთათვის მუდამ იყო, არის და იქნება ქვეყნის გადარჩენის უპირველესი საწინდარი, სიმბოლო ურყევი სასოებისა - ანუ იმედისა. მშვიდობისა და კეთილდღეობის იმედი, ახლობელი და გამაერთიანებელია ჩვენი ქვეყნის ყოველი მოქალაქის. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივი და კანონზომიერი იქნება, რომ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულს დაერქვას - იმედის დღე...“.

 

- 2019 წ. 8 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო - საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს შრომის კოდექსი ცვლილების ეტანის შესახებ:

მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №75, 27.12.2010, მუხ. 461) მე-20 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) 12 მაისიყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე, საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლისწმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეიმედის დღე;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“;

 

- ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, - 2019 წ. 12 მაისს, სრულიად საქართველოს მოსახლეობამ, 2 ათასწლოვანი ქრისტიანული ისტორიის განმავლობაში - პირველად, იზეიმა, ქვეყნის იურიდიულ სამართლებრივ ფარგლებში მოქცეული - „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე“.

 

საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარი ეს მოვლენა, ჩვენის აზრით სრულად ესადაგება განსახილველ - ბოლო ჟამში მისტერიულად ასაცხადებელ „კრავის საქორწილო სერობის“ თემატიკასთან დაკავშირებულ ნიშნებს.

იოანეს გამოცხადებაში დაფიქსირებული მინიშნება - „გვიხაროდეს და ვილხენდეთ, და მივაგოთ მას დიდება,, რადგანაც მოვიდა ქორწილი კრავისა, და სასძლომ მისმა განიმზადა თავი“ [გამოცხ. 19,7], ხაზს უსვამს, მეორედ მოსული უფალ იესუ ქრისტეს ძალმოსილებით გაცხადებამდე, ანუ - „კრავის ქორწილამდე“ მოსახდენი - „სასძლომ მისმა განიმზადა თავის“ თემატიკას.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ საქართველო არის მსოფლიოს ის ერთადერთი ქვეყანა რომელთან მიმართებითაც. ბოლო ჟამის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე, განსაკუთრებული ფუნქციონალური დატვირთვის მქონე ამა თუ იმ როლის მისტერიულად ასრულება ხდება.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობითა და გამოცხადებისეულ ტექსტში მოხსენიებული „სასძლოსეული“ თემატიკის ურთიერთ შემაჯერებელი არსობრივი მხარიდან გამომდინარე, უნდა მიგვენიშნებოდეს - საქართველოსთვის „სასძლოსეული“ როლის წილხვედრილობა.

კოდირებული ფრაზით - „სასძლომ მისმა განიმზადა თავი“ ბოლო ჟამის მიმდინარეობისას ასახდენ მოვლენაზე უნდა მიგვენიშნებოდეს..  

ჩვენის აზრით, სწორედ ამ პროცესების აცხადებისეული დროის დადგომა გამოიკვეთა ზემოთ აღწერილი 2018-2019 წლის გასაყარზე მომხდარით. კერძოდ, საქართველოს საეკლესიო და საერო ხელისუფალთა მიერ:

ერთის მხრივ - 2018 წ. 27 დეკემბერსა და, მეორეს მხრივ - 2019 წ. 8 მაისს მიღებული გადაწყვეტილებებით: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის საკითხის სამართლებრივ სივრცეში მოქცევით მოხდა [დაფიქსირდა] - საქართველოსათვის წილხვდომილი როლის [ფუნქციის] - „სასძლომ მისმა განიმზადა თავი“-ს ეტაპის მისტერიული ასრულება.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

 

დასკვნის მაგიერ

ყოველივე ზემოთქმულის გაანალიზების შემდეგ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ:

მეორედ მოსული უფალ იესუ ქრისტეს ძალმოსილებით გაცხადებაზე ორიენტირებული იოანეს გამოცხადებისეული ტექსტი - „გვიხაროდეს და ვილხენდეთ, და მივაგოთ მას დიდება,, რადგანაც მოვიდა ქორწილი კრავისა, და სასძლომ მისმა განიმზადა თავი. და მიბრძანა მე: დაწერე: ნეტარნი არიან კრავის საქორწინო სერობაზე წვეულნი. და მითხრა მე: ესენი არიან ჭეშმარიტი სიტყვანი ღვთისა“ [გამოცხ. 19,7; 9],

გვკარნახობს, რომ - ბოლო ჟამში მისტერიულად ასაცხადებელ ნიშნებს შორის უნდა მოვიაზროთ, როგორც „კრავის საქორწილო სერობაზე“ - „წვეულთა“, ასევე - „სასძლოს“ მიერ თავის გამზადების არსთან დაკავშირებული თემატიკა.

დღეისათვის მოძიებულ ძველქართულ წერილობით წყაროებს შორის, საქართველოს სულიერი მისიის თაობაზე ყველაზე უფრო გამოკვეთილად ორი ავტორის სახელთან დაკავშირებულ ხელნაწერებშია საუბარი. ესენია:

- იოანე-ზოსიმეს - „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“; და

- „ქართლის ცხოვრებაში“ შესულ ლეონტი მროველისეულ თხზულება „მეფეთა ცხოვრება“-ში არსებული ჩვენი ქვეყნის - „ღვთისმშობლის წილხვედრილობასთან“ დაკავშირებული მინიშნება.

 

ლასკარულ ცნობიერებაზე დაყრდნობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ:

1. იოანე ზოსიმეს „ქებაის“ მესიანისტური ტექსტი, მთლიანად მიესადაგება, კოდირებულ მინიშნებას: „...დაწერე: ნეტარნი არიან კრავის საქორწინო სერობაზე წვეულნი. და მითხრა მე: ესენი არიან ჭეშმარიტი სიტყვანი ღვთისა“ [გამოცხ. 19,9];

შესაბამისად, დაეყრდნო რა „ქებაის...“ ტექსტში: წმინდა ლაზარეს ქართულ ენასთან დამაკავშირებელ მინიშნებას - საქართველოს ეკლესიამ, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და წმინდა სინოდის განჩინებით, 1985 წელს საეკლესიო კალენდარში შეიტანა „ქართული ენის დღესასწაული“ და აღნიშვნის დღედ ლაზარეს შაბათი განაჩინა.

სასულიერო სფეროში მომხდარმა ამ მოვლენამ ერთგვარი სათავე დაუდო ამის შემდგომად საერო სფეროში განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ,

ერთის მხრივ - მე-20 საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ახალ რანგში აყვანილი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობისა და მისი უპირობო ლიდერის ზვიად გამსახურდიას წინამძღოლობით მოქმედი ეროვნული ხელისუფლების მიერ, - 1991 წ. 9 აპრილს მოხდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა;

მეორეს მხრივ - ღმერთის ნებიდან მომდინარე: 1996/1997 წ.წ. გასაყარზე დაარსებული: საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი :ლაზარეს ინსტიტუტის“ ფარგლებში - საქართველოს სულიერი მისიის მქადაგებელთა ერთობლივი ძალისხმევითა და ბიბლიაში დაფიქსირებულ მინიშნებებზე დაყრდნობით, ქართულ ენაზე საყოველთაოდ გაცხადდა - მაცხოვრის მეორედ დიდებით მოსვლის წინმსწრები ბოლო ჟამის დადგომის თაობაზე.

 

2. ზემოთხსენებული - ლეონტი მროველის თხზულებაში მოცემული ჩვენი ქვეყნის - „ღვთისმშობლის წილხვედრილობა“, ღვთაებრივი განგებით გამოკვეთილ, საქართველოსთვის წილხვედრილ იმ „სასძლოსეულ“ არსზე მოგვანიშნებს, რომელიც წმიდა წერილში მოცემულ - „სასძლომ მისმა განიმზადა თავი“-ს [გამოცხ. 19,7] თემატიკას მიესადაგება.

ჩვენის აზრით, სწორედ ამ პროცესების აცხადებისეული დროის დადგომა გამოიკვეთა საქართველოს საეკლესიო და საერო ხელისუფალთა მიერ: ერთის მხრივ - 2018 წ. 27 დეკემბერსა და, მეორეს მხრივ - 2019 წ. 8 მაისს მიღებული გადაწყვეტილებებით, რომელთა თანახმადაც მოხდა:

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის საკითხის სამართლებრივ სივრცეში მოქცევა, ანუ

საქართველოსათვის წილხვდომილი როლის [ფუნქციის] - „სასძლომ მისმა განიმზადა თავი“-ს ეტაპის მისტერიული ასრულება.

 

შესაბამისად, ბოლო ჟამში მაცხოვრებელთა გასაგონად გვინდა განვაცხადოთ, რომ:

„სასძლოსეული“ როლის ასრულების ეტაპის გამოკვეთით, მიგვენიშნა მეორედაც შობით მოსული ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვის, ანუ მისი, უფალ იესუ ქრისტეს რანგში გაცხადების დიადი წამის მოახლოება.

მაშ, დიახაც რომ - „გვიხაროდეს და ვილხენდეთ, და მივაგოთ მას დიდება,, რადგანაც მოვიდა ქორწილი კრავისა, და სასძლომ მისმა განიმზადა თავი“ [გამოცხ. 19,7].

ღმერთო, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილი