„ორი ხის ნაჭერის“ მისტერია გრძელდება
სათაურში აღნიშნულის თაობაზე წმიდა წერილში ვკითხულობთ:
- „იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
შენ, ადამის ძევ! აიღე ხის ერთი ნაჭერი და ზედ წააწერე - იუდასათვის და ისრაელიანთათვის, მათ თანამდგომთათთვის. აიღე ხის მეორე ნაჭერი და ზედ წააწერე - იოსებისთვის [ეფრემის შტო] და მთელი ისრაელის სახლისთვის, მის თანამდგომთათთვის. ერთმანეთს მიადგი შენთვის ხის ნაჭრები და იყოს, როგორც ერთი შენს ხელში“ [ეზეკ. 37,15-17].
ბიბლიაში მითითებულის მისტერიული ასრულების პირველი ეტაპის შესახებ, ჩვენ ჯერ კიდევ 2011 წელში მომხდარის ფონზე ვწერდით. კერძოდ, საუბარია, ერთის მხრივ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“-სა და მეორეს მხრივ - საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ შერწყმაზე, რომლის შედეგადაც „მიღებულ ახალ ერთეულს“ – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ ეწოდა.
პირობითი მეორე ეტაპი, ჩვენის აზრით, მოსალოდნელ საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებაში განხორციელებულ იმ ნაბიჯს უნდა ასახავდეს, რომელსაც ქვემოთ წარმოდგენილი „მემორანდუმის“ შინაარსი მოიცავს.
ურთიერთ თანამშრომლობის
მ ე მ ო რ ა ნ დ უ მ ი
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-სა
და
„სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტს“
შორის
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, ერთის მხრივ და „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“ მეორეს მხრივ:
- ვადასტურებთ რა საქართველოში შექმნილი - ტერიტორიული, სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობით გამოწვეული რეალობის მთელ სიმძიმეს;
- ვცდილობთ რა, ღმერთის ნებით, ხელი შევუწყოთ, არსებული რეალობის აუცი-ლებლობით ნაკარნახევი, საქართველოს ეროვნული მოძრაობის წარსამართი ძირითა-დი საყრდენი ძალის ფორმირებას;
- ვგმობთ რა ყოველგვარი ძალადობის გამოყენებას და დასახული მიზნის მისაღწე-ვად ვიბრძვით მხოლოდ - სამართლებრივი, მშვიდობიანი და პოლიტიკური საშუა-ლებებით;
- ვეყრდნობით რა საერთო მიზნებისა და მათი განხორციელების გზათა თაობაზე შეხედულებათა თანხვედრას;
ვდებთ ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს და უფლებამოსილნი ვართ განვაცხადოთ, რომ ჩვენი:
1. სამოქმედო საფუძველია:
- იბერიულ-კავკასიური ცნობიერება;
- საქართველოში 1992 წლიდან არსებული ფაქტობრივი უკანონო სახელისუფლო სისტემის სამართლებრივი მიუღებლობა;
2. სამოქმედო მიზანია:
- გახლეჩილი ეროვნული ცნობიერების გაერთმთლიანება;
- საქართველოში 1991-1992 წ.წ. მოვლენების შედეგად დარღვეული სამართლია-ნობისა და კანონიერების აღდგენა;
- ქართული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით აღდგენა-დამკვიდრება.
3. პრიორიტეტული პრინციპებია:
- საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება;
- საქართველოს: მუდმივი აქტიური სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელ-მწიფოდ გამოცხადება;
- კავკასიის ურთულეს რეგიონში მშვიდობის მყარი გარანტიის შექმნა - დამკვიდრება.
მემორანდუმის ხელმომწერი ორგანიზაციები ვკისრულობთ ვალდებულებას მოვახდინოთ ჩვენი საქმიანობის ურთიერთკოორდინაცია და რიგ შემთხვევაში გამოვდივართ, როგორც - ერთი ორგანიზაციური სტრუქტურა.
ამასთანავე, თითოეული ჩვენთაგანი თავისუფალნი ვართ ჩვენს მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებში, თუ ეს დაკავშირებული არ არის საერთო მუშაობასთან.
წინამდებარე მემორანდუმი ძალაშია:
- ხელმოწერის დღიდან, ვიდრე
- მისი ხელმომწერი მხარის მიერ, მასში ასახულ ურთიერთანამშრომლობის ვალდებულებებზე უარის დაფიქსირებამდე.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი
„სრულიად საქართველოს
ეროვნული ხსნის კომიტეტი“ -ს
თავმჯდომარე ვალერი მჭედელაძე
თბილისი
შედგენის თარიღი - 2013 წლის 11 აგვისტო
ხელმოწერის თარიღი - 2013 წ. 2 სექტემბერი