ბოლო ჟამის ცნობიერებას ზიარებული მკითხველისათვის:
ციფრების - 16-ისა და 13-ის კოდირებული მნიშვნელობა
მათთვის, ვისაც ყური - სასმენლად აქვს:
კოდირებული 16-ის თაობაზე უნდა ითქვას შემდეგი:
ქართულ ასომთავრულში - „უ“ ერთადერთი ასო-ნიშანია, რომელიც ორი ასო-ნიშნის: „ო“-სა და „ჳ“-ეს ერთებით იწერება, ანუ: „ოჳ“ = „უ“. ამით, კოდირებულად მიგვენიშნება: უფლის - ორ, ანუ მის - პირველ [ო] და მეორე [ჳ] მოსვლაზე.
სულხან-საბას „ლექსიკონი ქართული“-ს მიხედვით: „ო~ ქარაგმით ითქმის: უ ფ ა ლ ო“ [ტ. 1, გვ. 599].
და მართლაც: ქართულ ხატწერებში დატანილი - „ო“, ყოველთვის - „უფალო”-ს [„ოჳფალო“] აღმნიშვნელია.
40 ნიშნიან ქართულ ანბანში ასო-ნიშან: „ო“-ს რიგითი ნომერი გახლავთ - 16.
ამდენად, რიცხვი - 16 [როგორც ასო-ნიშან „ო“-ს რიგითი ნომერი] კოდირებულად - „უფალო“-ზე [„ოჳფალო“] მიგვანიშნებს.
ეხლა მოკლედ განვიხილოთ, თუ რას გვაუწყებს კოდირებული - 13.
სახარებაში იოანე ნათლისმცემელი ხაზს უსვამს - ზეციდან მომავალის, ანუ მაცხოვრის უპირატესობას ყოველივე მიწიერზე. ქართული სახელდება ციფრისა 13 - „ცამეტი“, იგივე - „ცა მეტი“, უფლის არსზე „დაყრდნობით“, გვანიშნებს სწორედ ზეციურის აღმატებაზე [„ცა“ რომ „მეტი“-ა].
მეორეს მხრივ, მაცხოვრის მიერ სხვა მოწაფეებიდან მხოლოდ თორმეტის გამორჩევასა და თანხლებას, კვლავ რიცხვ: 13-ზე გავყავართ, და ა.შ.
კოდი - „ცამეტი“, 40 ასონიშნიან ქართულ ანბანში ასოთა რიგითობაზე დაყრდნობით აგებული ნუმეროლოგიის მიხედვით - „ც[29] + ა[1] + მ[13] + ე[5] + ტ[21] + ი[10] = 79 = 7 + 9 = 16, ანუ ზემოთ უკვე განხილულ - „უფალო“-ს არსზე გვაუწყებს.
თავის მხრივ, კოდი: „თექვსმეტი“ = „თ[9] + ე[5] + ქ[24] + ვ[6] + ს[20] + მ[13] + ე[5] + ტ[21] + ი[10] ტოლია „ას ცამეტის“ [113]
საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღი: „27. 10. 2013“ = 2 + 7 + 1 + 0 + 2 + 0 + 1 + 3 = 16
როგორც ვიცით, 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში - მიხეილ სალუაშვილი, საარჩევნო ბიულეტენში მე-16 ნომრით გახლდათ წარმოდგენილი.
2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების თანახმად, 73 ოლქისა და მათში შემავალი 3741 უბნის მონაცემების მიხედვით, 23 პრეზიდენტობის კანდიდატი მოპოვებული ხმების მიხედვით ასე გადანაწილდა:
1. გიორგი მარგველაშვილი [№41] – 62,12% - 1 012 569 ხმა
2. დავით ბაქრაძე [№5] – 21,72% - 354 103 ხმა
3. ნინო ბურჯანაძე [№14] – 10,19% - 166 061 ხმა
4. შალვა ნათელაშვილი [№9] – 2,88% - 46 984 ხმა
5. გიორგი თარგამაძე [№10] – 1,06% - 17 354 ხმა
6, კობა დავითაშვილი [№4] – 0,6% - 9 838 ხმა
7. ზურაბ ხარატიშვილი [№15] – 0,23% - 3 718 ხმა
8. ლევან ჩაჩუა [№11] – 0,19% - 3 093 ხმა
9. ნინო ჭანიშვილი [№7] – 0,14% - 2 276 ხმა
10. სერგო ჯავახიძე [№3] – 0,13% - 2 107 ხმა
11. გიორგი ლილუაშვილი {№2] – 0,12% - 1 909 ხმა
12. აკაკი ასათიანი [№6] – 0,1% - 1 559 ხმა
13. მიხეილ სალუაშვილი [№16] – 0,08% - 1 376 ხმა
14. თეიმურაზ მჟავია [№22] – 0,08% - 1 285 ხმა
15. მამუკა მელიქიშვილი [№21] – 0,06% - 995 ხმა
16. გიორგი ჩიხლაძე [№13] – 0,05% - 820 ხმა
17. ნესტან კირთაძე [№12] – 0,05% - 762 ხმა
18. თამაზ ბიბილური [№1] - 0.04 % - 687 ხმა
19. ნუგზარ ავალიანი [№20] – 0,04% - 664 ხმა
20. ავთანდილ მარგიანი [№19] – 0,04% - 627 ხმა
21. ქართლოს ღარიბაშვილი [№17] – 0,03% - 530 ხმა
22. თეიმურაზ ბობოხიძე [№8] – 0,02% - 356 ხმა
23. მამუკა ჭოხონელიძე [№18] – 0,02% - 315 ხმა.
როგორც ვხედავთ, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული საბოლოო შედეგების მიხედვით, არჩევნებში მე-16 ნომრით მონაწილე მიხეილ სალუაშვილმა ამომრჩეველთა - 1 376 ხმა მოაგროვა, და 23 მონაწილე კანდიდატს შორის მე-13 ადგილი დაიკავა.
[ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ მე-13 რიგითი ნომრის მქონე გიორგი ჩიხლაძემ მე-16 ადგილი დაიკავა].
და ბოლოს: თავად ციფრი - „1376“ ორი „13“-ისაგანაა შემდგარი: „13“ და „76 = 7 + 6 = 13“.
დიახ: 13 [„ცა მეტი“] არის ის ზეციური „უფალო“ [16], რომელიც ყველასა და ყოველივეზე მეტია.
ვისაც ყური აქვს ისმინოს!
ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!