მათდა გასაგონად ვინაც არჩევანი:
№7 ს/გ „უფლის სახელით...“
მავალი გუნდის სასარგებლოდ გააკეთა, ანუ
„ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოვლენის
მესამე ეტაპის შედეგები
ბიბლიური კოდირებული მინიშნების თანახმად - 2013, ანუ გველის წელიწადში საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებში კოდირებული - „მარ[გველ]აშვილის“ გამარჯვების შემდგომად დაწყებული ეტაპი - „თავს დაიხსნის მცირედი ხნით“-აა სახელდებული, და - „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოვლენის არსობრივ მხარეს მოიცავს.
აღნიშნული, როგორც ვიცით [იხ. გაზეთის წინა ნომრები: http://www.ufali.ge/], სამი პირობითი მონაკვეთისაგან შედგება:
1. პარტიის რეგისტრაცია;
2. კანდიდატების შერჩევა და
3. არჩევნებში მონაწილეთა მიერ გამოვლენილი ნება.
ზემოთქმული, მთლიანობაში - 2014 წ. 8 მარტიდან ათვლით, 15 ივნისამდე არსებულ 100 დღიან მონაკვეთს მოიცავს [იხ. გაზ. 24(9200, გვ.1-2]. უშუალოდ მესამე ეტაპის თაობაზე კი აი, რა გვინდა მოგახსენოთ.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით დღეისათვის - საქართველოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა: 3 429 748. აქედან, საქართველოს მაშტაბით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 1 485 372 ამომრჩეველმა, რაც 43,31%-ს შეადგენს.
კონკრეტული რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემები დაფიქსირდა:
აჭარა - 301 589, მოვიდა - 134 067 [44.5%];
გურია - 112 092, მოვიდა - 64 373 [57.4%];
თბილისი - 918 667, მოვიდა - 342 996 [37.3%]
იმერეთი - 548 240, მოვიდა - 246 094 [44.9%];
კახეთი - 307 800, მოვიდა -144 132 [46.8%];
მცხეთა-მთიანეთი - 86 391, მოვიდა - 41 797 ]48.4%];
რაჭა ლეჩხუმი - 35 542, მოვიდა - 21 744 [61.2%];
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 346 335, მოვიდა - 169 316 [48.9%];
სამცხე-ჯავახეთი - 145 260, მოვიდა - 74 671 [51.4%];
ქვემო ქართლი - 391 902, მოვიდა - 148 344 [37.9%];
შიდა ქართლი - 235 930, მოვიდა - 97 838 [41.5%].
მე-7 ნომრის მქონე ჩვენი საარჩევნო გაერთიანება: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“, მხოლოდ ორ ქალაქში [თბილისი და რუსთავი] წარდგენილი პარტიული სიით ჩაერთო არჩევნებში. როგორც ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს სწორედ ამ ორ რეგიონში მოვიდა ყველაზე ცოტა ამომრჩეველი, კერძოდ:
თბილისი - 918 667 ამომრჩევლიდან, მოვიდა - 342 996 [37.3%],
ქვემო ქართლი [რომელშიც შედის ქ. რუსთავი] - 391 902 ამომრჩევლიდან, მოვიდა - 148 344 [37.9%]. უშუალოდ ქ. რუსთავის შედეგი ასეთია - 104 456 ამომრჩევლიდან, მოვიდა - 37 850, ანუ - 36.24%.
მთელი საქართველოს მაშტაბით, №7 ს/გ „უფლის სახელით...“ მავალი პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებული შედეგი ასეთია:
1. საქართველოს მაშტაბით პროპორციულ არჩევნებში მიღებულ იქნა - 2 179 ხმა. მათ შორის:
- ქ. თბილისში პროპორციულ არჩევნებში მიღებულ იქნა - 1 796 ხმა;
- ქ. რუსთავში პროპორციულ არჩევნებში მიღებულ იქნა - 383 ხმა;
2. ქ. თბილისის მერის არჩევნებში მიღებულ იქნა - 1 062 ხმა;
3. ქ. თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ მიღებულ იქნა - 538 ხმა;
4. ქ. რუსთავის მერის არჩევნებში მიღებულ იქნა - 291 ხმა;
5. ქ. რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ მიღებულ იქნა - 385 ხმა;
6. ქ. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ მიღებულ იქნა - 43 ხმა;
7. ქ. ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ მიღებულ იქნა - 23 ხმა.
მიღებული ხმების საერთო ოდენობა - 4 521 ხმა, კონკრეტული ოლქების მიხედვით, ასეა გადანაწილებული:
№1 ოლქი: მთაწმინდა - 149 ხმა;
№2 ოლქი: ვაკე - 368 ხმა;
№3 ოლქი: საბურთალო - 388 ხმა;
№4 ოლქი: კრწანისი - 94 ხმა;
№5 ოლქი: ისანი - 351 ხმა;
№6 ოლქი: სამგორი - 407 ხმა;
№7 ოლქი: ჩუღურეთი - 325 ხმა
№8 ოლქი: დიდუბე - 181 ხმა;
№9 ოლქი: ნაძალადევი - 588 ხმა;
№10 ოლქი: გლდანი - 568 ხმა;
№20 ოლქი: რუსთავი - 1 059 ხმა;
№57 ოლქი: ტყიბული - 23 ხმა;
№59 ოლქი: ქუთაისი - 43 ხმა.
მთლიანობაში, 2014 წ. 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებთან მიმართებაში ასეთი რამოდენიმე პირობითი ჯგუფი გამოიკვეთა:
1. №7 ს/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ, უშუალოდ არჩევნებში მოგროვილ იქნა - 4 521 ხმა. ბუნებრივია, რომ ხმათა ეს რაოდენობა ჩვენი მხარდამჭერი ამომჩევლის რიცხვზე ვერ გვითითებს, რამეთუ ერთი და იგივე პიროვნება, სავარაუდოდ, სამივე ბიულეტენში [მერის, მაჟორიტარებისა და პარტიულ სიაში] აფიქსირებდა თავის ხმას.
მხარდამჭერთა კონკრეტული ოდენობის გამოსავლენად, საჭიროა შეიკრიბოს სხვადასხვა ქალაქში მიღებულ ხმათა მაქსიმალური ოდენობა. კერძოდ: 1796 [თბილისი - პროპ. ხმები]] + 385 [რუსთავი - მაჟ. ხმები] + 43 [ქუთაისი] + 23 [ტყიბული] = 2 247 მხარდამჭერი;
2. არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, პარტიისათვის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებაზე მომუშავეთა რიცხვი [გარდა პარტიულ სიაში შესული კანდიდატებისა] გახლავთ - 5 [იხ. გაზ. 15 [911], გვ.4];
3. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად, ცესკოს მიერ დარეგისტრირებულ მხარდამჭერთა საერთო ოდენობამ შეადგინა - 25 163 [ოცდახუთი ათას ასსამოცდასამი] ხელმოწერა [იხ. გაზ. 15 [911], გვ.3];
4. №7 ს/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ დასახელებულ კანდიდატთა საერთო რიცხვია - 104 [იხ. გაზ. 22 [918], გვ.5].
ამდენად, ბოლო ჟამში გამოსავლენი მისტერიულად ასაცხადებელი „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ საბოლოო ოდენობა იქნება: 2 247 + 5 + 25 163 + 104 = 27 519.
მთლიანობაში, ბოლო ჟამის განსახილველ კონკრეტულ მონაკვეთში მომხდართან მიმართებაში გაჩენილ კითხვაზე, თუ - „სად მიემართება „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოსავლენი ეს გზასავალი?“, თავად - მიღებული რიცხობრივი სიდიდე - „27 519“ „იძლევა“ პასუხს, და აი, როგორ:
საკვლევი რიცხვის - „27 519“ თითოეული შემადგენელი, ანუ: „27“ - „51“ - „9“, მიგვითითებს:
1. 40 ნიშნიანი ქართული ანბანის 27-ე ასოზე: „შინ“;
2. სახელზე: „იესო“, რამეთუ: ი(10) + ე(5) + ს(20) + ო(16) = 51; და
3. 40 ნიშნიანი ქართული ანბანის მე-9 ასოზე: „თან“;
ბოლო ჟამში გამოსავლენი „ბეჭედდასმულთა“ რიცხობრივი ოდენობა - „27 519“, კოდირებულად გვაუწყებს:
„27“ [„შინ“] - „51“ [ი(10) + ე(5) + ს(20) + ო(16) = 51] - „9“ [„თან“], ანუ გვეუბნება:
„[შინ] [იესო]ს[თან]“.
ამდენად ხსენებული კითხვა-პასუხი ასეთია:
კითხვა: „სად მიემართება „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოსავლენი ეს გზასავალი?“,
პასუხი: „[შინ] [იესო]ს[თან]“.
მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს: ბოლო ჟამი მოვლენები ნორმით სრულდება - „ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,38].
ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი. დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!
მიხეილ [გელა]
სალუაშვილი