ზვიად გამსახურდიას დევნილობისა და

სიკვდილის მაუწყებელი მინიშნებანი

 

1991 წ. 22 დეკემბერს დაწყებული სამხედრო გადატრიალების მე-16 დღეს, 1992 წ. 6 იანვარს, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და მისი მხარდამჭერი კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დატოვეს თბილისი და საქართველო.  

ქვეყნის სათავეში ჯერ კიდევ კანონიერი ხელისუფლების ყოფნის პირობებში, შიდა და გარე დამნაშავე ძალების ერთობლივი შეიარაღებული გამოსვლის მე-12 დღეს - 1992 წ. 2 იანვარს შეიქმნა ე.წ. „სამხედრო საბჭო“ [ჯ. იოსელიანი, თ. კიტოვანი] და „დროებითი მთავრობა“ [თ. სიგუა].

1992 წ. 2 იანვრიდან ათვლით [2, 3...] 66-ე დღეს - 7 მარტს საქართველოში ედ. შევარდნაძე ჩამოვიდა. 

 

აი, რას ვკითხულობთ ე.წ. „სამხედრო საბჭოს“ მიერ 1992 წ. 10 მარტს მიღებულ დადგენილებებში:

 

საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს

დადგენილება:

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს შექმნისა და

სამხედრო საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევამდე, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების, სამოქალაქო თანხმობისა და პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის, ეკონომიური რეფორმების ქმედითობისა და მათი უსწრაფესი განხორციელების, მართლწესრიგისა და კანონიერების განმტკიცების მიზნით სამხედრო საბჭო ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევამდე კანონშემოქმედებითი, განმკარგულებელი და მაკონტროლებელი ფუნქციების განხორციელების მიზნით შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო.

2. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის დროებით მთავრობასთან არსებული პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს წევრების, საზოგადოებრიობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობის გათვალისწინებით.

3. გამოქვეყნდეს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობა.

4. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს უფლებამოსილება.

საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო

თენგიზ კიტოვანი;

ჯაბა იოსელიანი

თბილისი. 10 მარტი 1992 წელი.

 

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს

დადგენილება

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს

ხელმძღვანელობის შესახებ.

 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს ედუარდ შევარდნაძე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ.

2. დამტკიცდეს ჯაბა იოსელიანი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ.

3. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმი შემდეგი შემადგენლობით: ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი, თენგიზ სიგუა, ედუარდ შევარდნაძე

 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო

თბილისი. 10 მარტი 1992 წელი.

 [გაზეთი ‘“Свободная Грузия“, №35 (295), 12 მარტი 1992 წელი] .

 

აღნიშნულის თაობაზე, ბიბლიური ტექსტი ასე წინასწარმეტყველებს:

მაშინ [1990 წ. 28 ოქტომბერი]ალზე განდიდდა [ხელისუფლებაში მოვიდა] ფაჩვნიერი ვაცი [ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა], როდესაც გაძლიერდა [1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმი, 1991 წ. 9 აპრილს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენა, 1991 წ. 26 მაისს ზვიად გამსახურდიას არჩევა საქართველოს პირველ პრეზიდენტად], მაშინ მოსტყდა მას [ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას] დიდი რქა [ზვიად გამსახურდია] და მის ადგილზე ოთხივერილი [იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა დაევარდნაძე] ამოვიდა...“ [დან. 8,8];

იქვე დაკონკრეტებულია ხელისუფლებაში ყოფნის დროითი საზღვარი: 

სამოცდაორივიდეულისემდეგ [62x7=434 დღე, დრო 1990 წ. 28 ოქტომბრიდან ვიდრე 1992 წ. 6 იანვრამდე] მოიკვეთება ცხებული [ზვიად გამსახურდია], მაგრამ ბრალი არ ექნება [1991-1992 წ.წ. მიჯნაზე საქართველოში მომხდარ ტრაგედიაში ზვიად გამსახურდიას უდანაშაულობაზე მითითება]. ქალაქსა [თბილისი] და საწმიდარს [საქართველოს] დაანგრევს მომავალი [ანუ ჯერ კიდევიად ასპარეზზე არ გამოსული] მთავრის [ევარდნაძის] ხალხი [დეკემბერ-იანვრისეიარაღებული გამოსვლის უშუალოამდენნი]“ [დან. 9,26];

ბიბლია ხაზს უსვამს ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას მოკლე დროით ყოფნის ფაქტსაც -  „მცირე ხანს ეპყრა [ხელისუფლება] ენს [ზვიად გამსახურდიას] წმიდა ხალხს [ეროვნულ ხელისუფლებას],ვენმა მტრებმა გათელესენი საწმიდარი [საქართველო]“ [ესაია 63,18];

სამხედრო კრიმინალური ორგანოს ე.წ. „სამხედრო საბჭოს“ მიერ დაარსებულ ე.წ. „სახელმწიფო საბჭოში“, 1990 წ. 28 ოქტომრის არჩევნების გზით ქვეყნის სათავეში კანონიერად მოსული ხელისუფლების იარაღით დამხობაში უშუალოდ მონაწილე თუ მხარდამჭერი თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა.

აი, როგორი გახლდათ ე.წ. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო“-ს შემადგენლობა 1992 წლის 10 მარტიდან – 1992 წლის 4 ნოემბრამდე, ანუ 1992 წ. 11 ოქტომბერს ჩატარებული ე.წ. „არჩევნების“ შედეგად ფორმირებული პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობამდე:

1. ედუარდ შევარდნაძე – სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე;

2. ჯაბა იოსელიანი – სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

3. თენგიზ სიგუა – სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი;

4. თენგიზ კიტოვანი – სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, პრემიერ- მინისტრის პირველი მოადგილე;

5. ვახტანგ გოგუაძე – სახელმწიფო საბჭოს მდივანი;

სახელმწიფო საბჭოს წევრები:

6. ვალერიან ადვაძე – ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირის თავმჯდომარე;

7. ლევან ალექსიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი;

8. მერაბ ალექსიძე – მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი;

9. მზეჭაბუკ (ჭაბუა) ამირეჯიბი – ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირის წევრი;

10. ჯემალ აჯიაშვილი;

11. ირაკლი ბათიაშვილი;

12. აკაკი ბაქრაძე;

13. გურამ ბერიშვილი – რესპუბლიკური პარტიის წევრი;

14. დავით ბერძენიშვილი – რესპუბლიკური პარტიის წევრი;

15. იგორ ბოგომოლოვი;

16. კოსტანტინე გაბაშვილი;

17. თამაზ გამყრელიძე – მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი;

18. გურამ გეგეშიძე – რუსთაველის საზოგადოების ვიცე– პრეზიდენტი;

19. ნაირა გელაშვილი;

20. არჩილ გოგელია;

21. ვასილ გოცირიძე – ლიბერალურ– დემოკრატიული ეროვნული პარტიის წევრი;

22. რომან გოცირიძე;

23. გურამ თევზაძე – მეცნიერებათა აკადემიის წევრ– კორესპონდენტი;

24. ალექსანდრე კავსაძე;

25. თამაზ კვაჭანტირაძე;

26. პაატა კოღუაშვილი – მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმისსახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე;

27. რაულ კუპრავა;

28. დავით კუპრეიშვილი – მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრი;

29. ოთარ ლითანიშვილი – ქ. თბილისის მერი;

30. ნოდარ ლომოური;

31. მირზა მაშოვი – რუსთაველის საზოგადოებასთან არსებული აზერბაიჯანული ასოციაციის პასუხისმგებელი მდივანი;

32. ლევან მესხი;

33. ზურაბ მურვანიძე;

34. გურამ მუჩაიძე – სოციალ– დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე;

35. მიხეილ ნანეიშვილი – ლიბერალურ– დემოკრატიული ეროვნულიპარტიის თავმჯდომარე;

36. თევდორე (თედო) ნინიძე;

37. თემურ ნერგაძე;

38. იზა ორჯონიკიძე;

39. თედო პაატაშვილიქარტია–91– ის თავმჯდომარე;

40. დავით პატარაია;

41. ზურაბ ჟვანია – მწვანეთა პარტიის სპიკერი;

42. თეიმურაზ ჟორჟოლიანი – მონარქისტული პარტიის თავმჯდომარე;

43. ვიქტორ რცხილაძე;

44. ირინა სარიშვილი – ეროვნულ– დემოკრატიული პარტიის პრეს– მდივანი;

45. ფრიდონ საყვარელიძე – “დემოკრატიული არჩევანი საქართველოსთვის” წევრი;

46. გიორგი სიგუა;

47. თემურ ფიფია;

48. თორნიკე ფიფია – ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წევრი;

49. ირაკლი ქადაგიშვილი – ეროვნულ– დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე;

51. რევაზ შავიშვილი – “დემოკრატიული არჩევანი საქართველოსთვის” თავმჯდომარე;

52. ლუიზა შაკიაშვილი;

53. თეიმურაზ შაშიაშვილი;

54. გივი შაჰნაზარი;

55. ირაკლი შენგელაია – რესპუბლიკურ– ფედერალური პარტიის თავმჯდომარე;

56. გიორგი შენგელაია;

57. ელდარ შენგელაია – კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე;

58. ჯანსუღ ჩარკვიანი;

59. თამარ ჩხეიძე – ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი;

60. ვახტანგ ძაბირაძე – რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე;

61. ნიკო ჭავჭავაძე – ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი;

62. იორგი (გოგა) ხაინდრავა;

63. ივლიანე ხაინდრავა – რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილე;

64. ალექსანდრე ჯავახიშვილი – მეცნიერებათა აკადემიის წევრ– კორესპონდენტი;

65. თამაზ ჯანელიძე – კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის დირექტორი;

66. ავთანდილ სილაგაძე – კონტროლის პალატის თავმჯდომარე;

67. რუსუდან ბერიძე;

68. აკაკი ბობოხიძე – რესპუბლიკური პარტიის წევრი;

69. თამაზ დიასამიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, რესპუბლიკური პარტიის წევრი;

70. ვალერიან ვაშაკიძე;

71. ოლღა თედეევა;

72. ზურაბ კიკნაძე;

73. რამაზ კლიმიაშვილი;

74. გიორგი კობახიძე – ეროვნულ– დემოკრატიული პარტიის წევრი;

75. ადა მარშანია – რესპუბლიკური პარტიის წევრი;

76. ირაკლი მელაშვილი – “ქარტია – 91– ის” წევრი;

77. რუსლან მიქაბერიძე;

78. დავით ტურაშვილი;

79. რუსლან ღონღაძე – ეროვნული ფრონტი– რადიკალური კავშირის წევრი;

80. რევაზ ჩხეიძე – კინოკორპორაციის პრეზიდენტი;

81. გრიგოლ (გოჩა) ჯოჯუა – მონარქისტულ– კონსერვატიული პარტიის წევრი;

82. ნონა კენჭუაშვილიღვთისშვილთა კავშირის თანაპრეზიდენტი;

83. ალექსანდრე ბერიძე – ომის ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

84. ივანე (მამუკა) გიორგაძე – ეროვნულ– დემოკრატიული პარტიის წევრი, ეროვნული კონგრესის წევრი;

85. დემურ დვალიშვილი – “მრეწვმშენბანკის” თავმჯდომარის მოადგილე;

86. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე – თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე;

87. მერი მარკოზია – ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წევრი, ეროვნული კონგრესის წევრი;

88. რომან მიმინოშვილი – ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი;

89. გია ჟორჟოლიანი;

90. ვახტანგ ტალახაძე – ეროვნულ– დემოკრატიული პარტიის წევრი;

91. ირაკლი ტუღუში – დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაციის თავმჯდომარე;

92 ვანო ხუხუნაიშვილი – ეროვნულ– დემოკრატიული პარტიის წევრი;

93. დიმიტრი ჩიტლოვი – უზენაესი სასამართლოს წევრი;

94. თენგიზ ასანიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი;

95. თამაზ ტუნაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი;

96. თემურ ჩოქაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი;

97. ირაკლი ანდრიაძე – სახელმწიფოს საბჭოს საქმეთა მმართველი.

[სია შედგენილია საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებულის” I და II ტომების მიხედვით; თბ. 1995 წ., რედაქტორი დავით უსუფაშვილი].

ამ თვითმარქვია ორგანოში გაერთიანებულთა ე.წ. საქმიანობაზე, ბიბლიური ტექსტი ასე წინასწარმეტყველებს:

შენი [ზვიად გამსახურდიას] მტრები [უკანონობის მხარდამჭერები]მუიან საკრებულოში [დაეუფლნენალაუფლებას]“ [ფსალმ. 73,4];

„ვაი მწყემსებს [ზვიად გამსახურდიასემდეგ ქვეყნის სათავეში მოსული  იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა დაევარდნაძე], რომლებიცუპავენ და ფანტავენემს სამწყსო ცხვარს [ქართველებს], ამბობს უფალი, ისრაელის [საქართველოს კოდირებული სახელი]მერთი, მწყემსებზე [იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა,ევარდნაძე], რომლებიც მწყემსავენ [ბოლოამში]ემს ერს [ქართველებს]:

ქვენ გაფანტეთ ჩემი ცხვარი [საქართველოდან ქართველების მასიური გადინება],ქვენ გარეკეთ იგი და ყური არ უგდეთ [კანონიერების აღდგენის მოთხოვნით გამოსული მოსახლეობის ხმას]. აჰა, მე ვუგდებ  ყურსქვენს ბოროტ საქციელს [განკითხვის დღის დადგომამდე], ამბობს უფალი]“ [იერ. 23,1-2].

ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური დევნილობის ორი წლის, მისი საქართველოში დაბრუნებისა და გარდაცვალების მიმანიშნებელი ბიბლიური ტექსტი ასეთია:

 „ორ წელიწადში [1992-1993 წ.წ.] დავაბრუნებ ამ ადგილზე [საქართველოში] უფლის სახლის მთელს ჭურჭელს [კანონიერ ხელისუფლებას], რომელიც წაღებული აქვს ამ ადგილიდან [საქართველოდან]... ბაბილონში [რუსეთში, ჩეჩნეთში]“ [იერ. 28,3];

გაბრძნობილი ხალხი [ზვიად გამსახურდიას მომხრეები] მრავალს შთააგონებენ [რათა კანონიერების აღდგენისთვის იბრძოლონ],უმცა მათ ერთხანს შეაჭირვებს მახვილი, ცეცხლი, ტყვეობა დაარცვა [1992 წ. 6 იანვრიდან საქართველოს ხელისუფლებაში მოსულთა საქმიანობის შედეგი]. როდესაც გაუჭირდებათ, მცირეოდენეწევნას მიიღებენ [ზვიად გამსახურდია საქართველოში - 1993 წ. 24 სექტემბერს დაბრუნდა; კანონიერი ხელისუფლების აღდგენის პროცესი შეჩერდა 1993 წ. 6 ნოემბერს]...“ [დან. 11,33-34];

1990 წ. 20 ივლისიდან ზვიად გამსახურდიამ დაიწყო ბრძოლა საარჩევნო კანონის მისაღებად [სამტრედიის რკინიგზის ბლოკადა და სხვა], აქედან ათვლით მისი მოკვდინებისარიღი 1993 წ. 31 დეკემბერი გახლდათ - 1260-ე დღე. აღნიშნულზე ბიბლია ასე ბრძანებს:

და მივცემ ორ მოწმეს [ერთი - ზვიად გამსახურდია]ემსას, და იწინასწარმეტყველებენ ათას ორას სამოცი დღე [1990 წ. 20/07 – 1993 წ. 31/12]... და როდესაც აღასრულებენ წინასწარმეტყველებას მათსას მხეცი უფსკრულიდან ამომავალი შეებრძოლება მას, და [1993 წ. 31 დეკემბერს] მოაკვდინებს მას“ [გამოცხ. 11.7];

„„... მაშინ [1992 წ. 6 იანვარს] მოსტყდა მას დიდი რქა [ზვიად გამსახურდია] და მის ადგილზე ოთხივერილი ამოვიდა [იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა,ევარდნაძე]... ერთ-ერთი მათგანიდან ერთი მომცრო რქა [შევარდნაძე] ამოვიდა, რომელიც მეტისმეტად გაიზარდა [ხელისუფლებაში მოძლიერდა]... იგი [შევარდნაძე] ცის მხედრობამდე [ზვიად გამსახურდიას მომხრეებამდე] გაიზარდა [მისწვდა], მიწაზე დასცა მხედრობისა და ვარსკვლავთა ნაწილი და გათელა ისინი [შევარდნაძემ დაამარცხა ეროვნული მოძრაობა].

იგი [შევარდნაძე] მხედრობის მთავრამდე [ზვიად გამსახურდიამდე] გაიზარდა და წაერთვა მთავარს [ზვიად გამსახურდიას] მუდმივი მსხვერპლი და მიტოვებული იქ მისი საწმიდარის ადგილი [იგი გროზნოდან საქართველოში დაბრუნდა]. მხედრობა [აქ - მხედრიონი] მიუშვეს ცოდვის მუდმივი მსხვერპლის წინააღმდეგ და მან [შევარდნაძემ] მიწაზე დაამხოეშმარიტება [მოკლულ იქნა ზვიად გამსახურდია] და წარმატებით მოქმედებდა“ [დან. 8,8-12];

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ამბავი 1994 წ. გავრცელდა. ამ წელზე იოანე-ზოსიმე ასე მიგვანიშნებს - „და სასწაულად ესე აქუს - ოთხმეოცდაათოთხმეტი [1994] წელი“-ო [„ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“];

ბიბლია კი ბრძანებს - „მის [ზვიად გამსახურდიას] ნაცვლად საძულველი [შევარდნაძე] დადგება; მას არ მიაგებენ მეფურ პატივს [ანუ გამსახურდიასნაირი ხალხის სიყვარული არ ექნებაო]. იგი [შევარდნაძე] უჩუმრადემოიპარება [1991-1992 წ.წ. მიჯნაზე მომხდარში იგი აშკარად არანდა] და მზაკვრობით [არჩევნების გაყალბებით] დაეუფლება სამეფოს. წამლეკავი ურდოები წაილეკება მის [ზვიად გამსახურდიას] წინაშე [1992-1993 წ.წ.] დაეიმუსრება [ანუ მოკვდინებულ იქნება] ასევე აღთქმის მეუფეც [ზვიად გამსახურდია]“ [დან. 11,21-22]...“

[იხ. „ბიბლიური ისტორია, ანუ „ერისა და ბერის გასაგონად სათქმელი“, თბ. 2004 წ. 8 დეკემბერი, გვ. 7-9; რედაქტორი მიხეილ (გელა) სალუაშვილი].

 

ზვიად გამსახურდიას მიერ დევნილობის ორი წლის მანძილზე განვლილი პოლიტიკური გზა, ჩვენც ორ ნაწილად - 1992 და 1993 წლების დროითი მონაკვეთების სახით გვინდა წარმოვაჩინოთ.