„ივერიის [საქართველოს] გაბრწყინებისეულ“ დროში

 აღსასრულებელი მისიის ქრონიკებისათვის

დასაწყისი იხ. გაზ. №11 [960]

 

„ივერიის გაბრწყინების“

სულისმიერი ასპექტის მიმდინარე პროცესში

შეტანილი ჩვენეული წვლილი

 

პირველი ნაწილი:

ა)  საქართველოს

მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მიწოდებული მასალები

20.. „აქა ძეს აბჯარი საკვირველიო“, თბ. 2006 წ. 8 მარტი [„დალეწეს კარი ორმოცი“, ანუ - აბჯრის აღება დასრულდა; 2. კოდი - „840“, ანუ - „ნუ დაჰბეჭდავ, რადგანაც ახლოა ჟამი“; 3. კოდი - „წინასწარმეტყველური წიგნი“, ანუ - „რუსთაველი 840“-მდე სათქმელი; 4. „13“ ანუ - ზოგიერთ უზუსტობათა გამო; 5. 40 დღე - 40 ნახატი, ანუ - „დალეწეს კარი ორმოცი“; 6. აგვისტო - სექტემბერი, ანუ „რვა-ცხრასა“ და „ცხრა-რვასა“; 7. კლდეზე გადმომდინარე წყალში დანახული რუსთაველი;

21. ჟამი მხილებისა, ანუ თქვენ გაფრთხილებულნი ხართ, 2006 წ. 22 მარტი [1. გაფრთხილება ყველას ეხება - კეთილსაც (გონიერს) და ბოროტსაც (უგუნურს); 2. განსჯის დაწყების ადგილი; 3. შეიცან თავი შენი; 4.  ნათლისღებისას გახსნილი ცა; 5. გზა სალოსისა; 6. მედლის მეორე მხარე; 7. მიმართვა ანტიქრისტეს; 8. ოთხი მეფეთაგან - ერთი; 9. გაფრთხილება აკაკი ასათიანის მიმართ; 10. გაფრთხილება ვახტანგ ბოჭორიშვილის მიმართ; 11. გაფრთხილება ჯუმბერ პატიაშვილის მიმართ; 12. გაფრთხილება შალვა ნათელაშვილის მიმართ; 13.  გაფრთხილება ჯემალ გოგიტიძის მიმართ; 14. გაფრთხილება თამაზ ნადარეიშვილის მიმართ; 15. გაფრთხილება ცრუწინასწარმეტყველისა; 16. გაფრთხილება ზურაბ ჟვანიას მიმართ; 17. გაფრთხილება ნინო ბურჯანაძის მიმართ; 18. გაფრთხილება ანზორ აბრალავასა და ცოტნე ბაკურიას მიმართ; 19. გაფრთხილება ტ/კ „იბერია“-სა და ლუბა ელიაშვილის მიმართ; 20. გაფრთხილება კობა დავითაშვილისა და დავით გამყრელიძის მიმართ; 21. გაფრთხილება დავით აქუბარდიას მიმართ; 22. გაფრთხილება სალომე ზურაბიშვილისა და ჯანრი კაშიას მიმართ; 23. ბოლომდე არ შემდგარი გაფრთხილება ვაჟა ოთარაშვილისა და მაყვალა გონაშვილის მიმართ; 24. გაფრთხილება ნოდარ გრიგალაშვილის მიმართ; 25. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი; 26. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი; 27. საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე; 28. „გამარჯვებული ხალხის“ ტელევიზიის „რუსთავი - 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ტაბატაძე; 29. საზოგადოებრივი ტელევიზიის გენერალური დირექტორი თამარ კინწურაშვილი; 30. გაფრთხილება გიგა ბოკერიას მიმართ; 31. და აი, სრულდება კიდეც];

22. შეიცანით [ც-29] ჟამი უფლისა, ანუ „სან“ [ს-20], ფარული ძე, ანუ „წილ“ [წ-31], თბ. 2006 წ. 29 მარტი [„წილ“-ისა და „სან“-ის მიერ გამჟღავნებული საიდუმლო, ანუ - „ქებაი...“; 2. ასო-ნიშნები სათაურისა; 3. ტექსტში გამოქვეყნებული ასო-ნიშნები; 4. „ქებაი...“-ს სტრიქონთა რაოდენობა; 5. დასკვნა, ანუ - რიცხობრივი კოდი; 6. სათაური; 7. ტექსტი; 8. სტრიქონთა რაოდენობა; 9. და ბოლოს, ანუ დროითი მინიშნება; 10. ფარული მინიშნება - „ლაზარე“; 11. კოდი: „12“, „2+2=4“ და „თხუთმეტი“, ანუ 2006 წ. მარტი;12. კოდი: ოთხი ათასი, ანუ „წილ“-ის საიდუმლო; 13. კოდი - „ოთხი ათასი“; 14. კოდი „წილ“-ის საიდუმლო; 15. მეორედ მოსვლის წინ სათქმელი];

 [გაგრძელება იქნება]

 

 

„უფალია ჩვენი სიმართლე

[სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა]“-ს

ლასკარის

2015 წლი14 მარტის

სხდომის ანგარიში

„უფალია ჩვენი სიმართლე [სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა]“-ს ლასკარის 2015 წლის 14 მარტის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ეთერ ჩხეტია, ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია, ნათელა მელქაძე და ლევან ჩოხელი.

მოისმინეს, ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ [გელა] სალუაშვილის ინფორმაცია:

1. საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო წინადადების სახით წარსადგენი - პარლამენტის მაჟორიტარული პრინციპით ასარჩევი დეპუტაციის ფორმირების ახალი წესის თაობაზე;

2. აღნიშნულის თაობაზე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა, და საქართველოში მომქმედი ოთხი ძირითადი რელიგიური მიმდინარეობის [ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთიანებებათა] წარმომადგენელთა ინფორმირების შესახებ.  

სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება.

 „უფალია ჩვენი სიმართლე

[სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა]“-ს -ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

...

ლასკარო, ჩემთვის ძვირფასო,

ბევრჯერ გატკინეს გული...

აფერუმ შენს გამძლეობას,

არავის უგდე ყური.

შენ ისევ იმ გზას მიჰყვები,

საუფლოსკენ რომ მიდის...

დე, კვლავ უმწიკვლოდ ატარე,

ღვთისგან ბოძებული ტვირთი.

მაღალმა ღმერთმა დაგლოცა,

რწმენით აგივსო გული,

ის საიდუმლო გაგანდო,

რაც იყო დაფარული,

შენთვის ადგილიც მონიშნა

ლამაზად შენახული...

ჯერ - ვერა ცნობენ ლასკარსა,

მერე - დასწყდებათ გული,

ვერა ხვდებიან, „ლასკარში“

რა არის ჩადებული...

მოეშვით ორჭოფობასა,

ლასკარს დაუგდეთ ყური;

ადიდეთ ჩვენი - უფალი,

და გადირჩინეთ სული!..

 ეკატერინე

ხრიკული

 

 

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური

მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს!

 

სომეხთა სამოციქულო  წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის

საქართველოს ეპარქიას!

 

ამიერკავკასიის ლათინური წესის

კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციას!

 

სრულიად საქართველოს

მუსლიმთა სამმართველოს!

 

იუდაურ  თემს საქართველოში!

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

 

ღია მიმართვა

 

თავი პირველი - წინათქმა

მოგახსენებთ, რომ ჩვენს მიერ შემუშავებულია საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის ნორმალური სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის აუცილებელი საერო და საეკლესიო წარმომადგენელთა ურთიერთ თანამშრომლობისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის შექმნას.

საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წ. 14 ოქტომბერს დადებული კონსტიტუციური შეთანხმება „საქართველოს კონსტიტუციაში“ ასეა ასახული:

„1. სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან.

2. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით...“[მუხლი 9,1-2];

2013 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობამ რელიგიურ უმცირესობათა 22 ჯგუფი დაარეგისტრირა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად

დღეის მდგომარეობით, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ  „რელიგიათა საბჭოში“ დაფიქსირებულია შემდეგი წევრი რელიგიური გაერთიანებები:

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია, ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია, ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია მადლი, ევანგელურ–ლუთერული ეკლესია, ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა, ევანგელისტური ეკლესია ღმერთის საელჩო, ევანგელური ეკლესია ურყევი საფუძველი, ეზიდთა სასულიერო კრება, იუდაური  თემი საქართველოში, კრიშნას ცნობიერების საზოგადოება, მეგობართა საზოგადოება – კვაკერები, მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია, საერთაშირისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ხსნის არმია, საქართველოს ევანგელისტური ეკლესია, საქართველოს ევანგელურ–პროტესტანტული ეკლესია, სახარების რწმენის ეკლესია, სვედენბორგიანული საზოგადოება საქართველოში, სომეხთა სამოციქულო  წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია, სრული სახარებისეული ეკლესია ღვთის ერი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, ქართველ მუსლიმთა კავშირი და წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესია.   

ამასთანავე, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ქართული სახელმწიფოს დღევანდელი საკანონმდებლო სივრცე, სხვა მრავალ რელიგიურ მიმდინარეობებს შორის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის პარალელურად, გამოყოფს საქართველოს ტერიტორიაზე მომქმედ კიდევ ოთხ ძირითად რელიგიურ მიმდინარეობას. კერძოდ:

2014 წლის 27 იანვარს მიღებულ იქნა: საქართველოს მთავრობის დადგენილება [№117] - „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესი“, რომლის თანახმადაც:

ეს წესი ვრცელდება საქართველოში ამ დადგენილების მიღებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებულ ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთიანებებზე“ [მუხლი 1,3].

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით წარმოგიდგინოთ, ჩვენი გაერთიანების მიერ 2015 წ. 16 მარტს საქართველოს პარლამენტისადმი წარდგენილი წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება [იხ. დანართი]; და მოგახსენოთ შემდეგი:

 

თავი მეორე:

საქართველოს პარლამენტის შემადგენლობა

ჩვენი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარული წესით ასარჩევი დებუტაციის ფორმირების ახალ წესს.

„საქართველოს კონსტიტუციის“ მოთხოვნის თანახმად - „1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი.

2. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან.

3. სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან“ [მუხლი 4,1-3].

იქვე ისიცაა აღნიშნული, რომ - „საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან“ [მუხლი 49,1].

 

ჩვენი კანონპროექტის თანახმად, კონსტიტუციური ნორმით გათვალისწინებული - მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი 73 საპარლამენტო მანდატი, სამ სხვადასხვა პრინციპზე დამყარებული წესით შეირჩევა. კერძოდ მასში გაერთიანდება:

ა) დღეის მდგომარეობით დადგენილ, საქართველოს ტერიტორიული მოწყობით გათვალისწინებულ საზღვრებში შექმნილ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული 34 დეპუტატი;

ბ) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის მიერ სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით შექმნილ ეპარქიებში მომქმედ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული 34 დეპუტატი;

გ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ ზემოთხსენებულ რელიგიურ გაერთიანებათაგან შემოთავაზებული კანდიდატებისაგან შერჩეული ხუთი დეპუტატი.

მოდით განვიხილოთ თითოეული ეს წესთაგანი.

 

ა) საქართველოს ტერიტორიული მოწყობით გათვალისწინებულ საზღვრებში შექმნილ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქები ასარჩევი დეპუტაცია

როგორც მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიული მოწყობა - ასიმეტრიულ პრინციპზეა აგებული. ის მოიცავს: 2 ავტონომიურ რესპუბლიკას, 9 მხარეს და საქართველოს დედაქალაქს, თბილისს. ცალკე სამართლებრივი აქტებით არის დაფიქსირებული ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“ [შემდეგში: ჩრდილო ქართლი (ცხინვალის ოლქი)].    

მთლიანობაში, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა - 34 დეპუტატი, შემდეგი განაწილებით:

- . თბილისის მოსახლეობაირჩევს პარლამენტის ხუთ წევრს;

- აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიის მოსახლეობაირჩევს პარლამენტის ოთხ-ოთხ წევრს.

- ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის] მოსახლეობაირჩევს პარლამენტის სამ წევრს.

- სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიების, ანუ საქართველოს მხარეების [გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის] მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის ორ-ორ წევრს.“;

 

ბ) ერთმანდატიანმა საარჩევნო ოლქმა უნდა მოიცვას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის მიერ, სახელმწიფოს ადმინისტრაციულ - ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით განსაზღვრული

საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ეპარქიები.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საქართველოს წმიდა სინოდის მიერ შექმნილი ეპარქიებიდან, წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქისათვის განკუთვნილი - 34 ერთეულის გამოყოფა.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში: საქართველოს წმიდა სინოდის მიერ განსაზღვრულ ეპარქიებში, აირჩევა - 34 დეპუტატი.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონპროექტის მოთხოვნიდან გამომდინარე, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი თავად განსაზღვრავს, კანონით საჭირო 34 ეპარქიის საზღვრებს.

 

გ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასანიშნი

- პარლამენტის 5 წევრი

2002 წლის აღწერის მიხედვით საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 4.6 მილიონია. აქედან: მართლმადიდებელი ქრისტიანები მოსახლეობის 84 პროცენტს შეადგენენ, სიდიდით მეორე ჯგუფი, მუსლიმები - 10 პროცენტს, ხოლო სომხური სამოციქულო ეკლესიის (სსე) წევრები - 4 პროცენტს.

ყველა სხვა რელიგიური მიმდინარეობისა და ათეისტთა რიგებში თავის თავს მოიაზრებს ქვეყნის მოსახლეობის - 2 პროცენტი.

როგორც ითქვა, საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ბიუჯეტიდან დაფინანსება, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა, 4 რელიგიური გაერთიანებას გამოეყო. ესენია:

1. ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია, 2. ებრაული თემი საქართველოში, 3. ისლამური თემი საქართველოში [„სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“] და 4. სომეხთა წმიდა სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის საქართველოს ეპარქია.

არსებობს მჭიდრო ურთიერთკავშირი ეთნიკურ, რელიგიურ კუთვნილებასა და მათი დასახლების ადგილს შორის. ეთნიკური ქართველების უმეტესობა თავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიაკუთვნებს.

ეთნიკური აზერბაიჯანელები, რომლებიც უმთავრესად მუსლიმები არიან, ქვემო ქართლში, საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ. დანარჩენ 2 მუსლიმურ ჯგუფში შედიან აჭარაში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მუსლიმები და ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები ჩეჩენი ქისტები.

მრავალი მიგრანტი, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ცხოვრობს, ეთნიკურად ქართველი მუსლიმები არიან. ისინი თავდაპირველად აჭარაში ცხოვრობდნენ. ეთნიკური სომხები ძირითადად სომხური სამოციქულო ეკლესიის (სსე) მრევლს მიეკუთვნებიან და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ.

ცნობისათვის:

საქართველოში მცხოვრებ სუნიტებს ორი - აღმოსავლეთის და დასავლეთის მუფთი ჰყავთ. ახალი შეიხი ჰყავთ საქართველოში მცხოვრებ შიიტებსაც.  ეს გადაწყვეტილება „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ დამფუძნებელ კრებაზე 2014 წ. 9 იანვარს იქნა მიღებული. ამავე კრებაზე აირჩიეს რელიგიური საბჭოები.

შიიტთა რელიგიურ საბჭოში 18 ადამიანი შედის, აღმოსავლეთ საქართველოს სუნიტთა რელიგიურ საბჭოში 14, ხოლო  დასავლეთ საქართველოს სუნიტთა რელიგიურ საბჭოში 19 ადამიანი. რელიგიურმა საბჭოებმა თავიანთი რელიგიური ლიდერები 2014 წ. 9 იანვარს აირჩიეს.

ცვლილება ეთნიკურად ქართველ სუნიტებს არ შეხებია და გაყოფა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად  აზერბაიჯანელ მუსლიმებში მოხდა: გაიყო შიიტი და სუნიტი რელიგიური ლიდერები. 

დღემდე „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“  ორი ხელმძღვანელი ჰყავდა.  ეს იყო ქართველი სუნიტების ხელმძღვანელი და იყო შიიტი ხელმძღვანელი.  ეთნიკურად აზერბაიჯანელმა სუნიტებმა აირჩიეს თავიანთი ხელმძღვანელი და აღარ  არიან დამოკიდებული  შიიტებზე.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ კონსტიტუციური ნორმიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა 5 პარლამენტის წევრი დანიშნოს - საქართველოში მომქმედი შემდეგი რელიგიური გაერთიანების მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან:

- საქართველოს სუნიტთა რელიგიურ საბჭოდან - ერთი დეპუტატი;

- საქართველოს შიიტთა რელიგიურ საბჭოდან - ერთი დეპუტატი;

- სომეხთა სამოციქულო  წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიიდან -ერთი დეპუტატი;

- ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციიდან - ერთი დეპუტატი;

- „იუდაური  თემი საქართველოში“-დან - ერთი დეპუტატი.

დ) დასკვნის მაგიერ

ამდენად, წინამდებარე კანონპროექტის თანახმად, კონსტიტუციური ნორმით გათვალისწინებული - საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი 73 საპარლამენტო მანდატი, ასეა გადანაწილებული:

- დღეის მდგომარეობით დადგენილ, საქართველოს ტერიტორიული მოწყობით გათვალისწინებულ საზღვრებში შექმნილ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა - 34 დეპუტატი;

- საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებიდან აირჩევა - 34 დეპუტატი;

- საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყანაში მომქმედი ძირითადი რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთაგან, დანიშნავს - 5 დეპუტატს.

ყოველივე ზემოთქმულის საკანონმდებლო სივრცეში დამკვიდრებისათვის, ჩვენს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადების თანახმად, საჭიროა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ოცდათვრამეტ მუხლში იქნეს შეტანილი ცვლილება.

საქართველოს პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიანობაში საქართველოში მომქმედი ძირითადი რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა ასეთი ჩართულობა, ჩვენის აზრით, მაქსიმალურად უზრუნველყოფს ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის იქნება მისაღები.

დასასრულს დავსძენთ, რომ თქვენი სურვილის შემთხვევაში, კანონპროექტით განსაზღვრულ საკითხთა დეტალების გაანალიზების მიზნით, მზად ვართ თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილზე გამართულ ორმხრივ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა.

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი,  2015 წლის  17 მარტი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

2015 წ. 17 მარტის შეხვედრათა მოკლე ქრონიკა

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ შემუშავებული და საქართველოს პარლამენტში წარდგენილ იქნა: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტი [ჩაბ. №5820, 16.03. 2015], რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის ნორმალური სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის აუცილებელი საერო და საეკლესიო წარმომადგენელთა ურთიერთ თანამშრომლობისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის შექმნას.

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წარმომადგენლები - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია და ავთანდილ იოსელიანი, ზემოთაღნიშნული კანონპროექტის მოთხოვნათა გაცნობის მიზნით, 2015 წ. 17 მარტს პირადად ეწვივნენ:

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს! [წერ. ჩაბ. №150189, 17.03. 2015, ტელ. 298-95-40];

სომეხთა სამოციქულო  წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიას! [წერ. ჩაბ. №1-195, 17.03. 2015; ტელ. 254-64-11];

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციას! [წერ. ჩაბარდა გიორგი ცხომელიძეს, 17.03. 2015; ტელ. 299-60-50];

იუდაურ  თემს საქართველოში! [წერ. ჩაბარდა მერაბ ჩანჩალაშვილს და ვლადიმერ კრიხელს, 17.03. 2015; ტელ. 5[99] 55-91-77];

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს! [წერ ჩაბარდა 17.03. 2015; ქ.თბილისი, სამხედრო გზის მე–9 კილომეტრი, ნაკვეთი 50 (ესმა ონიანის ქ.23), ტელ. 253–16–30].

ორმხრივი გასაუბრების შემდეგ გადაწყდა, რომ თითოეული მათთაგანი უახლოეს დროში მოგვაწვდიდა თავის დამოკიდებულებას კანონპროექტში ასახულ საკითხთან მიმართებაში.

 

საკანონმდებლო ორგანოდან მიღებული პასუხი

დაინტერესებულ მკითხველს ვთავაზობთ, 2015 წ. 26 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის კომიტეტში გამართული ჩვენი საკანონმდებლო წინადადების განხილვის პასუხად მიღებული ორი წერილის შინაარსს.

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

ასლი

- საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს,

ასლი

- საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:  

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-სპიკერს,

მიხეილ სალუაშვილს

 

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის

და თვითმმართველობის კომიტეტის

დასკვნა

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:  „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი წინადადება „ყოფილისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს სახელის მინიჭების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან დაკავშირებით [№2798, 09.02. 2015].

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის შესაბამისად, 2015 წ. 26 თებერვლის სხდომაზე განიხილა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:  „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება [წარდგენილი კანონპროექტის სახით] „ყოფილისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს სახელის მინიჭების შესახებ“ [№2798, 09.02. 2015].

სხდომაზე აღინიშნა, რომ:

საქართველოში გეოგრაფიული ობიექტების სახელდება მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით, განსაკუთრებული და გამონაკლისი შემთხვევების ჩათვლით [საქართველოს კანონი „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტები]. შესაბამისად, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:  „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება, რომ;ლის მთავარი მიზანია ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის სახელწოდების დადგენა, განხილულ უნდა იქნას „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების წესებისა და პროცედურების დაცვით.

გამომდინარე აქედან, მიზანშეწონილია საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:  „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი წინადადება „ყოფილისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს სახელის მინიჭების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან დაკავშირებით [№2798, 09.02. 2015], გაეგზავნოს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიას.

კომიტეტი გამოხატავს მზადყოფნას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განიხილოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის სახელწოდების დადგენის საკითხთან დაკავშირებით  გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდების დადგენის საკითხებთან დაკავშირებით გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების დაცვით შემოსული წარდგინება და თანდართული მასალები.

 

ერეკლე ტრიპოლსკი

კომიტეტის თავმჯდომარე

წერ. №1751/4-9;

27.02. 2015 წ.

 

 

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების

სამთავრობო კომისიის თავმჯდომარეს

ბატონ თენგიზ შერგელაშვილს

ასლი:

 საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:  

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-სპიკერს,

მიხეილ სალუაშვილს.

 

ბატონო თენგიზ!

გიგზავნით საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2015 წ. 26 თებერვლის სხდომის დასკვნას და თანდართულ მასალებს: საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:  „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ყოფილისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს სახელის მინიჭების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით [№2798, 09.02. 2015].

გთხოვთ განიხილოთ დადგენილი წესით.

დანართი: 18 ფურცელი.

 

პატივისცემით

ერეკლე ტრიპოლსკი

კომიტეტის თავმჯდომარე

 

[რაფიელ გელანტია]

წერ. №1773/4-9;

27.02. 2015 წ.