„ივერიის [საქართველოს] გაბრწყინებისეულ“ დროში
აღსასრულებელი მისიის ქრონიკებისათვის
დასაწყისი იხ. გაზ. №11 [960]
„ივერიის გაბრწყინების“
სულისმიერი ასპექტის მიმდინარე პროცესში
შეტანილი ჩვენეული წვლილი
პირველი ნაწილი:
ა) საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მიწოდებული მასალები
23. „ნუ იქნები ურწმუნო“, ანუ ვიდრე კარი დახურულა, თბ. 2006 წ. 19 აპრილი [1. მათთვის: ვინც შეხედა - მაგრამ, ჯერ ვერ დაუნახავს, ვინც მოისმინა - მაგრამ, ჯერ ვერ გაუგია; 2. და ბოლოს, ანუ წინათქმის მაგიერ; 3. პირველი ხუთი ბეჭდის ახსნისეული ეტაპი; 4. „...არავინ იცის ღმრთისა, თუ არა ღმერთის სულმა“; 5. ბეჭდების ახსნისეული ნიშნები; 6. მეოთხე ბეჭდის ახსნის დრო; 7. მეხუთე ბეჭდის ახსნის დრო; 8. მეექვსე ბეჭდის ახსნის დრო; 9. მეექვსე ბეჭდის ახსნისეული ეტაპი; 10. მეექვსე ბეჭდის ახსნისეული ნიშნები; 11. „მიწისძვრა დიდი“; 12. მზის დაბნელება; 13. მთვარის დაბნელება; 14. და ბოლოს; 15. მეშვიდე ბეჭდის ახსნისეული ეტაპი; 16. განვლილი ეტაპი საყვირალი № 1; 17. განვლილი ეტაპი საყვირალი № 2; 18. საყვირ[ალ)ი №3 დასაწყისი; 19. მესამე საყვირალისეული ეტაპი; 20. კოდი - „აბზინდა“; 21. ეტაპი №4 საყვირ(ალ)ისა; 22. მე-5 საყვირ(ალ)ისეული ეტაპი; 23. კოდი - „ხუთი“; 24. კოდი - „აბადონ“ („ავადონ), „აპოლონ“ და „კლიტე“; 25. კოდი - „ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა“; 26. კოდი - „კვამლი ციდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი“, ანუ „დაბნელდა მზე“; 27. კოდი - „ხუთი თვე“; 28. კოდი - „ჯაჭვნი, როგორც რკინისანი“ და - „ღრიანკალი“; 29. წინასწართქმა ჩვენი საქმე არაა; 30. „დასაწყისის“ დასასრულს სათქმელი; 31. მე-5 საყვირ(ალ)ისეული კიდევ ერთი ნიშანი; 32. მე-5 საყვირ(ალ)ისეული ეტაპის დასასრული, ანუ „მეფე“ მოკვდა - გაუმარჯოს მეფეს!; 33. კოდი - „ხუთი თვე“, „აბჯარი“ და „წამება“; 34. კოდი - „გვირგვინოსანი“, „მეფე“ და „აპოლიონ“; 35. დასკვნის მაგიერ, ანუ - „153“, იგივე მე-6 საყვირ(ალ)ისეული ეტაპი დაიწყო; 36. მეექვსე საყვირ(ალ)იდან მე-7 საყვირამდე, ანუ დასასრულამდე; 37. 2006 წ. 1 მარტიდან ათვლილი დრო; 38. „ოქროს საკურთხეველი“ და „ევფრატი“, ანუ - მარხვა; 39. კოდი „აბჯარი“; 40. კოდი - „ორიონი“; 41. შვიდი თასის დასთხევის დასაწყისის ქვედა დროითი მიჯნა; 42. კოდი - „დამწიფდა ყურძენი“; 43. კოდი - „ვეება საწნახელი“; 44. კოდი - „ვიდრე ცხენთა აღვირამდე“; 45. კოდი - „ათას ექვსასი უტევანის მანძილზე“; 46. კოდი - „თასი“, ანუ „თ-ასი“; 47. მითოსური მინიშნებანი; 48. ცრუწინასწარმეტყველის მმართველობის ორი წელი, ანუ - 666; 49. 2005 წ. 23 ნოემბერი; 50. პირველი თასის ეტაპი; 51. მე-2 თასის ეტაპი დასრულდა; 52. მესამე თასისეული ეტაპი დასრულდა; 53. მეოთხე თასისეული ეტაპი დასრულდა; 54. კოდი - „მზე“; 55. კოდი - „დაიწვნენ კაცნი სასტიკი სიცხით“; 56. „სასტიკი სირცხვილით“ - პირველი; 57. „სასტიკი სირცხვილით“ - მეორე; 58. „სასტიკი სირცხვილით“ - მესამე; 59. „სასტიკი სირცხვილით“ - მეოთხე და მეხუთე; 60. „სასტიკი სირცხვილით“ - მეექვსე; 61. „სასტიკი სირცხვილით“ - მეშვიდე; 62. „სასტიკი სირცხვილით“ - მერვე; 63. კოდი - „ჰგმეს სახელი ღმრთისა“; 64. მეხუთე თასისეული ეტაპი დასრულდა; 65. ბიბლიური მე-6 თასის დასთხევის ეტაპის დასაწყისი - 2006. წ. 19 აპრილი; 66. მე-7 თასის დასთხევის დრო];
24. უფლის [16] ჟამი [18], ანუ - „და ვინჩის კოდი“ ამოხსნილია, თბ. 2006 წ. 24 მაისი [1. წინათქმა; 2. შუქ-ჩრდილები, ანუ „და ვინჩის კოდი“ ამოხსნილია; 3. ათეისტის ნაამბობის შეუსაბამობები: 1-2-3 მკრეხელობა; 4. უცოდინარობა, თუ ტყუილი?!: 1-8 ტყუილი; 5. „ვინის“ „გამოჩინების“ დრო; 6. ზოგადი მინიშნებანი; 7. რა გვეკარნახება „ზეციდან“; 8. როდისაა: „ოთხისა“ და „ოთხის“ ჯამი - შვიდი?!; 9. ჟაკ სონიერი იგივე ლიუ ტიბინგი და იგივე - ედუარდ შევარდნაძე, ანუ დროითი მინიშნებანი; 10. კოდი 10 და 15, ანუ მარტი და ნოემბერი; 11. კოდი „მოხუცი“, „მწითური“ და „წითელი“; 12. კოდი „მსოფლიოში ცნობილი“ – „ისტორიკოსი“; 13. კოდი - „მსხვერპლი“; 14. კოდი - „არაა უბრალო ადამიანი“, ანუ - „კოჭლი“; 15. კოდი - „ვარდი“, ანუ დასკვნა; 16. მეორე ოთხეულის მეორე წევრი - რემი ლებალუდეკი; 17. კოდი - „ორნი დარჩებიან“-ის ბიბლიური გამოძახილი; 18. რობერტ ლენგდონი - მიხეილ სააკაშვილის მხატვრული სახე, ანუ - „ვარდების რევოლუცია“; 19. კოდი - „ვარდების რევოლუცია“, „ვარდი“ და „ხუთი“; 20. ათეისტი - „სიმბოლოების პროფესორი“; 21. სოფი ნევე - ნინო ბურჯანაძის მხატვრული სახე; 22. ზოგადი დასკვნა; 23. კოდირებული ნიშნები საქართველოზე; 24. კოდი - „ქვაკუთხედი“ და „გრაალის თასი“, ანუ ვარდის ხაზის ქვეშ“ – „ზარდახშაში“; 25. „ქვაკუთხედი“; 26. „ზარდახშა“; 27. „გრაალის თასი“; 28. ვინ გახსნის საიდუმლოს?!; 29. კოდი - „საილასი“ - წინათქმა; 30. უცნობი, სახელად - „საილასი“; 31. მამის „მკვლელი“ „საილასი“; 32. კოდი - 12, ანუ - „ნაზარეთი“; 33. კოდი - „სარტყელი“ და „ათი წელი“; 34. კოდი - „იროდი“ და „ანდორი“; 35. საილასის ასაკი, ანუ „ორმოცდაათი წლისაც არა ხარ“; 36. ორი სახელდებითი მინიშნება - ნოე და მოსე; 37. საილასის მიერ „ოთხი მამაკაცისა“ და „ერთი მონაზონის“ მკვლელობის არსი; 38. უდანაშაულო - „საილასი“, ანუ - „ფერდში დაჭრილი“; 39. კოდი - „ძმარი“; 40. აღდგომის შემდეგ დასამარცხებელნი: ლიუ ტიბინგი, რობერტ ლენგდონი და სოფი ნევე; 41. და ბოლოს: რამოდენიმე კონკრეტული მინიშნება; 42. „ს-აი-ლასი“, ანუ „ლასკარი“; 43. კოდი „სან ლაზარე“; 44. კოდი - „შაბათი“ და „სამი სართული“, ანუ „უბრალოდ წრე“; 45. „ძაღლის წელი“ ანუ „და ვინჩის კოდი“-ს გახსნის დრო; 46. თხრობის დასასრული, კოდი - „ახალი მთვარე“];
25. ცოტაღა დარჩა დრო, თბ. 2006 წ. 21 ივნისი [ 1. „მანანანი“, ანუ - რაზე მოგვითხრობენ ისლანდიური საგები; 2. ზოგადი შტრიხები; 3. კოდი - „მანანანი“; 4. „მანანანი“, „ცხოვრების ხე“ და ივნისი; 5.არჩევნებში გამარჯვება; 6. „მანანანი“-ს მეუღლე];
26. წაიკითხეთ და... გაფრთხილდით, თბ. 2006 წ. 1-22 ივლისი [1. არმაგედონი გვიახლოვდება, ანუ - დიდი შეტაკების წინ სათქმელი; 2. გოგი და მაგოგი, ანუ - იაფეთის შტო; 3. „მა-გოგი“, „გეორგია“, ანუ „გიორგაძე“; 4. „ი-გორ“, ანუ ჩრდილოეთის მთებიდან მომავალი; 5. საქართველოს გარეთ, ანუ ჩრდილოეთში მყოფი; 6. „ძველი დროიდან“ მომზადებული; 7. „უკანასკნელ დროს“ გამოჩენილი: „...შენი ურიცხვი ხალხი“; 8. და აი „გამოჩნდა“; 9. ერთმანეთთან დაპირისპირებულნი; 10. „მხსნელის“ არსის გახსნამდე სათქმელი, ანუ ისლამი; 11. ირანი, ანუ - ყურანისეული მინიშნებანი; 12. „გოგი და მაგოგი“, იგივე „იაჯუჯი და მაჯუჯი“: კავკასიონი და როკის გვირაბი; 13. „დიდი ყურები“, ანუ „უშიშროება“; 14. როდის აიშვებს ამირანი; 15. ადგილისმიერი მინიშნება; 16. „თავად ღმერთი იბრძოლებს“, ანუ გაცხადებისწინა ნიშანი; 17. „...მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ“: ბიბლიის, ანუ ღვთის სიტყვის დავალება; 18. „გოგ მაგოგელის“ გასაგონად სათქმელი, ანუ - ჩრდილოეთიდან მომავალს - უკანასკნელ დღეებში; 19. 2006 წ. 24 მაისის პრესკონფერენციიდან ათვლილი დრო; 20. „დიდი შეზანზარება“; 21. „და გავცხადდები უამრავი ხალხის თვალწინ“; 22. წინ - არმაგედონია];
27. შიომღვიმის უნიკალური ბარელიეფი, ანუ ქვაზე დაწერილი სახე-ლი, თბ. 2006 წ. 26 ივლისი [1. სამებასთან მჯდომარე ძე; 2. საკურთხევლის პირველი ფილა; 3. ჯერ თავად სახელდებაზე; 4. ყველასაგან გამორჩეული ხატწერის ნიმუში; 5. ვის შეუძლია სამების წინ დაჯდომა?!; 6. ვინ ზის სამების წინ?!; 7. მარცხენა ანგელოზის ფიგურის მოძრაობა, ანუ სად არის აბრაამი?! 8. ყოვლადწმიდა სამების წინ მჯდომი ძე კაცისა: წერტილი წრეში, ანუ - „...წყნარად წაიარე კითხვა“; 9. „თექვსმეტი“ წრეში ჩასმული წერტილი, ანუ - უფალო!; 10. „მრგვალი პური“; 11. სხუათაგან გამორჩეული, ანუ - „იესუ ქრისტე“; 12. მუხის ორი ხე და „სკამის ორი ფეხი“; 13. კიდევ ერთხელ წრეში ჩასმულ წერტილებზე; 14. ასო-ნიშანთა რიცხობრივი კოდი; 15. 3/4-ით შებრუნებული; 16. დასკვნის მაგიერ; 17. კოდი - „შუა დღე“ და „კარავი“, ანუ სათქმელისეული დრო; 18. დანართი];
28. პეტრე მოციქულს ბრალდება უნდა მოეხსნას, თბ. 2006 წ. 23 აგვისტო [1. არავისთვის გაემხილათ, რომ ის არის იესუ ქრისტე; 2. მაცხოვარი გაცემულია; 3. რას ნიშნავს - „მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ მე“?!; 4. ცრუმოწმის ძებნა; 5. კოდი - „არ ვიცნობ იმ კაცს“];
29. ციფრებით გამჟღავნებული საიდუმლო, ანუ ვინ არის მეოთხე?! - კაცი ზღვიდან ამომავალი, თბ. 2006 წ. 25 ოქტომბერი; [1. „მშრალი ციფრების“ კომენტარი; 2. მე-10 წელს სათქმელი - 4 და 7, ანუ - 28; 3. კიდევ ერთხელ კოდი „4“-ის შესახებ: 3+1=4, ანუ „ივლისი“ და „ცხვარი“; 4. „წილი“, ანუ „პი“-ს საიდუმლო; 5. „4“ და „7“, ანუ მზე-მთვარე; 6. კოდი - „შვიდი“; 8. სრულყოფილი რიცხვი - „28“; 9. კოდი - „ოც[ი]დარვის“ მინიშნებანი; 10. ბოლო ჟამის მმართველები, და - მეოთხე; 11. კოდირებული შობისმიერი წლები; 12. კოდირებული - „პერიოდი 285714“; 13. კოდი „28“, ბოლო ჟამის დადგომაზეც მიგვანიშნებს];
30. ამპარტავნების მსხვერპლი, ანუ რაც არ გერგება არ შეგერგება, თბ. 2006 წ. 13 დეკემბერი [1. იუდა ისკარიოტელი, ანუ - საიდუმლი, რომელიც თავის დროზე უნდა გაცხადდეს; 2. ჯერ იმაზე - რაც ვიცით; 3. რაზე მიგვანიშნებს კოდი - „სახარება“; 4. რაზე მიგვანიშნებს კოდი - „მათე“, „მარკოზი“, „ლუკა“ და „იოანე“; 5. რაზე მიგვანიშნებს სახარებათა რიცხვი - „ოთხი“; 6. „ბიბლიაში“ დამალული საიდუმლო; 7. ოთხ სახარებაში დამალული საიდუმლო; 8. ზოგადად კოდი - „იუდა“-ს შესახებ; 9. იაკობის ვაჟი - იუდა, ანუ - „მეოთხე“; 10. ციფრობრივი მინიშნება - 10; 11. „ძველთაგანვე დაწყებული „ქიშპი“; 12. კოდი - „იესო [იესუ]“; 13. კოდი - „ქვეყნის მთავარი“; 14. კაენი - ანტიქრისტე, ანუ ძმისმკვლელი, და იუდა - ლამექი, ანუ ორცოლიანი; 15. ასაკით უფროსი; 16. რომელი შტოს „შვილებია“ კაენი და ლამექის რეინკარნირებული გვამები - წარღვნის შემდგომ ეპოქაში; 17. იუდა ისკარიოტელის არსის გახსნის დროითი მინიშნებანი: კოდი - „შვიდისა“ და „სამოცდაჩვიდმეტის“ შემდგომ...; 18. კიდევ ერთხელ „15“-ზე; 19. კოდი „ირანი - ურანი და ამერიკა“; 20. კოდი „იუდა“ = „37“, ანუ - 2006 წ.; 21. კოდი „სალარო“, ანუ - 2006 წ.; 22. კოდი „94“ და „49“-ის კავშირი 2006 წელთან, ანუ - „ეამბორა“ = 57; 23. კიდევ ერთხელ „49“, ანუ ხარის წელი; 24. კოდი „ს. ი.“ – „ოცი და ათი“ და „იუდა“, ანუ - ი.ს.; 25. კოდი „17“ და „აგარაკი“; 26. კიდევ ერთხელ „17“-ზე, ანუ „პ-ური“; 27. კოდი - „ლუკმა“; 28. „იუდას სახარების“ გამოქვეყნებისმიერი დროითი მინიშნება; 29. დასკვნა, ანუ „ლასკარი“; 30. „არ ქაჯნია კაცნიაო“, ანუ - „ეშმაკს შეუშვებს დასამკვიდრებლად“; 31. ამპარტავნებით აღვსილი, ანუ ეშმაკის წინ დაჩოქილი იუდა ისკარიოტელი; 32. ბიბლიისეული მინიშნებანი; 33. წინასწარგანჭვრეტილი და არა წინასწარგანსაზღვრული; 34. წინასწარ განმჭვრეტი მაცხოვარი; 35. წინასწარჭვრეტა - მხოლოდ ღმერთს ხელეწიფება; 36. ამპარტავნება - ზოგიერთთა თავისუფლებისმიერი არჩევანის შედეგი; 37. „...მე ვილოცე შენთვის“; 38. გაფრთხილება „გაცემის“ თაობაზე; 39. იუდას „გადარჩენის შანსი“; 40. ამპარტავნებით შეპყრობილი - „მტერი“; 41. ‘პირველობის“ მსურველზე მითითება; 42. როდის გასცა იუდა ისკარიოტელმა უფალი იესუ ქრისტე; 43. გაცემის ჭეშმარიტი მიზეზი; 44. „გაცემა“ უკვე მომხდარია; 45. ბოლო „წვეთი“ [„ლუკმა“], ანუ „შევიდა მასში სატანა“; 46. „თორმეტ ტახტზე“ მსხდომნი; 47. „ერთი თორმეტთაგანის“ შემცვლელი; 48. რას გვამცნობს - „ლუკა 22,30“; 49. „საბოლოო“ შეგონება, ანუ „გეთსემანე“; 50. „ამარიდე ეს სასმისი“; 51. რატომ „წაიქცა“ მაცხოვარი?!; 52. „უკუიქცნენ და მიწაზე დაემხნენ“; 53. კოდი: „გ-იხაროდე-ს“; 54. „მოყვასო, რისთვის მოსულხარ?“; 55. რატომ ჩამოიხრჩო თავი იუდამ?!; 56. „ქიშპის“ ორი ეტაპი - დასრულდა, ანუ „დედის“ შერთვიდან - „აგარაკამდე“; 57. „მამაო მიუტევე“; 58. იუდა ისკარიოტელის ზოგადი „სურათი“, ანუ „შტრიხები“ ბოლო ჟამის პორტრეტისათვის; 59. „დანის ტომიდან“; 60. დაბადების ადგილი; 61. უფროსი ვაჟი; 62. მამის სახელი; 63. კოდი „სალარო“; 64. კოდი „ქვა“; 65. „მშვენიერი შესახედაობის - თანამდებობის პირი“; 66. რამოდენიმე შტრიხი პორტრეტისათვის: 67. კოდი - „ორი ცოლი და ორი ვაჟი“; 68. „იძულებით მორჩილება“ – „ქიშპობა“; 69. კოდი - „აგარაკი“; 70. და ბოლოს - „აღსრულდა“];
[გაგრძელება იქნება]
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება
„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
უფლისმიერი ლასკარის
2015 წლის 23 მარტის
სხდომის ანგარიში
სხდომაზე მოისმინეს:
1. ქალბატონ თინათინ ბაიაშვილის [ა/ო „თამარიონი“] ინფორმაცია 31 მარტს, ზვიად გამსახურდიას დაბადებისა და საქართველოში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარების თარიღთა აღნიშვნისადმი მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის თაობაზე;
2. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება გაერთიანების უახლოესი სამოქმედო გეგმის თაობაზე.
განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, თინათინ ბაიაშვილი, ავთანდილ იოსელიანი, ჯემალ ჯიქია, დიმიტრი ომანაძე, მალხაზ მუშკუდიანი...
სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.
ს/გ „უფლის სახელით -
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
უფლისმიერი ლასკარის სპიკერი
მიხეილ (გელა) სალუაშვილი
...
გაზაფხული მობრძანდა და
მოითხოვა ყურადღება:
მომისმინეთ, უნდა გითხრათ,
თუ მალე რა გელოდებათ...
მოკლე ხანში, ჩვენს ქალაქში,
დიდი ძვრები დაიწყება!...
და ნიშნები ბიბლიური,
უფრო ხშირად გამოჩნდება.
„აირევა“ ყველაფერი,
„ცემა-ტყეპა“ გაჩაღდება,
თუ რამეა დაფარული,
ყოველს - ფარდა აეხდება...
ვისაც ელის ეს ქვეყანა,
ისიც - მალე გამოჩნდება!
მთელი ზეციური გუნდი
მასთან ერთად გაცხადდება...
ჩვენი მაცხოვარის ნებით,
ყველაფერი დალაგდება!
დაისვენებს - საქართველო,
მტანჯველი არ ეყოლება,
ჩვენი უფლის სიყვარულში
ხალხი გაერთიანდება!...
ეკატერინე
ხრიკული
მძლეთა
მძლეთას დათოვლილი ლოლუები
ცრემლებად იღვრება,
ნეტავ - რას გვეარაკება,
ნეტავ - რას გვეჩურჩულება
იდუმალ სამყაროს ფერები?
- აქ, შეკითხვაზე, პასუხს ვერ სცემენ,
აქ, „აისბერგი“ რა მოსაყოლია?
აქ, ყინულის კრისტალებს რად მოუთოვია?
აქ - განგაშია, ზეციური მხედრობა
არ თმობს პოზიციას,
ნეტავ რას ედავება მათ „ოპოზიცია“?
ფრთხილად, აქ დავა საშიშია,
წმიდა გიორგიდ მხედრობა იბრძვის,
მისი ხატება, უხილავად, აქ დაბრძანდება...
დინა [დიანა]
ჯიქია
უკვდავებაა სახელი შენი - ზვიად!...
ზეციურ სამყაროს ფერთა გრადაცია
საოცრად იცვლება,
ოი, რა დილა თენდება,
აქ, ცისარტყელას ფერები ირევა...
აქ, სხვა ვარსკვლავი იხსნება,
ზეცის ლაშქარი აქ მძლავრობს,
მოედანს ფერი ეცვლება...
დღეს, იდუმალი სამყარო
ზეციდან მოგვევლინება...
დღეს, „მეორდება“ სიცოცხლე, და
დიდი ზვიადის სახელი,
წმიდა ხატებად მო-გვევლინება!..
დინა [დიანა]
ჯიქია
მოლოდინი
მძლეთას ვდგევარ
წმიდა გიორგის ვევედრები:
შემუსრე ბოროტების გზები...
გთხოვ, მაცხოვარს შეავედრო,
შეამოკლოს გაჭირვების დღენი...
მიწიერნი უძლურნი ვართ,
მძლეველია მხოლოდ ღმერთი!..
დინა [დიანა]
ჯიქია
„ახალი იერუსალიმი“ - საქართველოა!
ზეცით ნაგები ქალაქი,
ზეციდან მიწას ეშვება.
ჰა, გალავანიც სრულდება,
კარიბჭეები იხსნება.
აზვირთებული ტალღა მოდის,
ხალხი ირევა...
„ახალი იერუსალიმი“ - ნათდება.
ზეცის ლაშქარი მცველებად
მოადგა ქალაქის გალავანს,
ანგელოზთ დასნი მზად არის,
ცისკრის ვარსკვლავი - ამოდის,
„ახალ ქალაქში“ - თენდება
„ახალი იერუსალიმი“
ზეციდან გაბრწყინდება!..
დინა [დიანა]
ჯიქია
საკანონმდებლო წინადადება:
კანონპროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 76-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე მე-9 და მე-10 პუნქტი:
„9. არჩევნები იმ შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად თუ არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობას მიიღებს ოლქში მცხოვრები ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველი.
10. საარჩევნო ოლქის იმ უბნებზე, სადაც არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა არ მიიღო უბანზე მცხოვრებმა ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველმა, ტარდება არჩევნების მეორე ტური, რომელიც ჩატარებულად ჩაითვლება უბნის ამომრჩეველთა ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში.“.
მუხლი 2.
კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დანართი
საკანონმდებლო წინადადების
კანონპროექტი: „საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“
განმარტებითი ბარათი
„საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი...“
[კონსტიტუცია, მუხლი 5,1]
თავი პირველი - წინათქმა
საკითხის არსში გარკვევისათვის საჭიროდ მიგვაჩნია რამოდენიმე ფაქტის გახსენება. კერძოდ:
2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ტარდებოდა - რეფერენდუმი, რომლის მიხედვით მოსახლეობა წყვეტდა, შემცირებულიყო თუ არა საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა 235-დან 150-მდე.
იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა ჩვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილებს - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს, რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, თავიდანვე კანონდარღვევით იქნა მიღებული, რამეთუ „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის [1996 წ. 15 მაისი, №220 - II ს. პარლამენტის უწყებანი, №14, 12. 06. 96, გვ. 10] თანახმად - „რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“ [მუხლი 1,3].
ბუნებრივია, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარების შეუძლებლობის გამო, 2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგი კანონით განსაზღვრულ ლეგიტიმაციას იყო მოკლებული.
1991-1992 წლების გასაყარზე, გარე და შიდა სამხედრო და კრიმინალური ძალების დანაშაულებრივი კავშირის შედეგად მომხდარი სახელმწიფო გადატრიალებიდან მოყოლებული, კერძოდ - 1992 წ. 11 ოქტომბრის, 1995 წ. 5 ნოემბრის, 1999 წ. 31 ოქტომბრისა და 2000 წ. 9 აპრილს ჩატარებული არჩევნების მსგავსად, 2003 წ. 2 ნოემბერს, ასევე ტოტალური გაყალბებით ჩატარებული საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა მოსახლეობის სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია.
და აი, ამ პირობებში, 2003 წლის 23 ნოემბერს, ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ მომწყობი პოლიტიკური ძალების ზეგავლენის ქვეშ მოქცეულმა „საქართველოს უზენაესმა სასამართლომ“, ნსოფლიო არჩევნების ისტორიაში უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მასიური გაყალბების აღიარების ფონზე:
1. გააუქმა პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები, და
2. ძალაში დატოვა მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნებისა და ე.წ. რეფერენდუმის შედეგები.
მომავალ არჩევნებამდე, რომელიც 2004 წ. 28 მარტს ჩატარდა, ე.წ. „ერთობლივ რეჟიმში“, მუშაობა განაგრძო - 1999 წლის 31 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტისა და 2003 წ. 2 ნოემბრის არჩევნებზე მაჟორიტარული წესით არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებულმა დეპუტატთა კორპუსმა.
მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში ასეთი უპრეცენდენტო გზით შეკოწიწებულმა ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, 2004 წ. 6 თებერვალს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების გზით, ე.წ. „საკონსტიტუციო გადატრიალება“ განახორციელა.
ედ. შევარდნაძის ხელდასმით არჩეული 1999 წლის 31 ოქტომბრის მოწვევის საპარლამენტო ძალებისა და მ. სააკაშვილის მხარდამჭერი 2003 წლის 2 ნოემბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტაციის ერთობლივი გადაწყვეტილებით განხორციელებულმა ე.წ. საკონსტიტუციო რეფორმამ, მოშალა რა 1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით დადგენილი სახელისუფლო შტოთა შორის არსებული წონასწორობა, სამართლებრივი საფუძველი შეუმზადა მ. სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალის ცხრაწლიან დანაშაულებრივ საქმიანობას.
თავი მეორე - კანონპროექტის არსის საკითხისათვის
წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება, 2004 წ. 6 თებერვალს მომხდარი ე.წ. „საკონსტიტუციო გადატრიალებით“ დამკვიდრებული ერთ-ერთი წესის შეცვლას ისახავს მიზნად.
„საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით - „საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას“ [მუხლი 6,1].
და აი, სახელმწიფოს ეს უზენაესი კანონი, მე-5 მუხლში, ნათლად განსაზღვრავს, რომ:
„1. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.
2. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.
3. არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.
4. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით“.
თავის მხრივ, სახელმწიფო ხელისუფლების წყარო - ხალხი, თავის პოლიტიკურ ნებას, არჩევნების მეშვეობით გამოხატავს. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის მიხედვით არჩევნები არის - „საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა“ [მუხლი 2 - გ].
დღეისათვის საქართველოში მოქმედი 1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“ თავდაპირველი რედაქციის ფორმულირება, არჩევნების ჩატარებულად გამოცხადების წინაპირობასთან მიმართებაში, ასეთი გახლდათ - „არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობა. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნების მონაწილეთა ნახევარზე მეტმა“ [მუხლი 70,4].
2004 წ. 6 თებერვალს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, 70-ე მუხლის მეოთხე პუნქტიდან, პირველი წინადადება ამოღებულ იქნა და ამ პუნქტის ფორმულირება ასე ჩამოყალიბდა - „არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნების მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. (6. 02. 2004. N3272).
აქედან მოყოლებული, ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმების მიერ ერთობლივად შემოღებული, და დღეისათვის მოქმედი, საქართველოს ორგანული კანონი - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, არ ითვალისწინებს - არჩევნების ჩატარებულად გამოცხადებისათვის საჭირო არანაირ მინიმალურ საარჩევნო ბარიერს.
დიახ, დღეს მოქმედი კანონმდებლობა არანაირ ზღვარს არ აწესებს იმის თაობაზე, თუ საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა რამდენი პროცენტის მისვლის შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს არჩევნები ჩატარებულად.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის რა რაოდენობა მივა არჩევნებზე - იგი მაინც ჩატარებულად ითვლება.
მომქმედი „საარჩევნო კოდექსიდან“ მომდინარე ამდაგვარი დამოკიდებულება, ხელისუფლებაში მოსულ ძალას შესაძლებლობას აძლევს:
ერთის მხრივ - შექმნას მისი პოლიტიკური კურსის მომხრე, და შესაბამისად საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართული, საქართველოს მოქალაქეთა მცირე ჯგუფი; და
მეორეს მხრივ - ყველაფერი გააკეთოს მისი პოლიტიკური კურსის მოწინააღმდეგე საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო პროცესიდან განრიდებისათვის [ნიჰილიზმის დამკვიდრება, ბოიკოტის თემის აფიშირება და სხვა].
ზოგადად - არჩევნების პროცესისადმი, საქართველოს მოსახლეობაში, მიზეზთა გამო, დამკვიდრებული ნიჰილისტური დამოკიდებულების ფონზე, ჩვენის აზრით, აუცილებელია შეიქმნას ყველა წინაპირობა, რათა საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას მიეცეს კანონით განსაზღვრული შესაძლებლობა და მოტივაცია მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის სახელისუფლო ძალების ფორმირებაში.
ზემოთაღნიშნულის რეალიზება, ჩვენის აზრით, შემდეგი პრინციპის შემოღებით შეიძლება:
საქართველოს სახელმწიფომ, ქვეყნის უმაღლესი ორგანოს მიერ მიღებული კანონის სახით, უნდა განაცხადოს, რომ მისი უპირველესი მიზანია სახელისუფლო არჩევითი რგოლების ფორმირება მოხდეს არჩევნების უფლების მქონე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის [50% + 1 ამომრჩევლის] მიერ.
არჩევნების ჩატარებულად გამოცხადებისათვის კანონით განსაზღვრული ზღვარის, კერძოდ: 50% + 1-ის დადგენა, ხელისუფლებაში მყოფ ნებისმიერ ძალას დაავალდებულებს:
1. დაადგინოს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა ზუსტი ოდენობა; და
2. ყველა პირობა შექმნას იმისათვის, რათა საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართოს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა.
ამასთანავე, სახელისუფლო სტრუქტურათა შეუფერხებელი მუშაობისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის მიზნით, იმ შემთხვევაში თუკი, მიზეზთა გამო, საარჩევნო ოლქის რომელიმე უბანზე არ დაფიქსირდება, მის საზღვრებში შემავალ ამომრჩევლის ხმის უფლების მქონე მოსახლეობის ნახევარზე მეტი [50% + 1 ამომრჩევლის] აქტივობა, ამ უბნებზე უნდა დაინიშნოს არჩევნების მეორე ტური, რომელიც ჩატარებულად ჩაითვლება, უკვე - ამომრჩეველთა ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება, ერთის მხრივ არჩევნების უფლების მქონე საქართველოს მოსახლეობას კანონით განსაზღვრულ უფლებას მისცემს თავად განსაზღვროს სახელისუფლო სტრუქტურათა არჩევითი რგოლების შემადგენლობა; და მეორეს მხრივ უზრუნველყოფს სახელისუფლო არჩევითი რგოლების შეუფერხებელ ფორმირებასა და მუშაობას.