ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკები
განვაგრძობთ თხრობას ჩვენს თვალწინ მიმდინარე ბოლო ჟამად სახელდებულ დროში მომხდარი მოვლენების თაობაზე.
№28 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ წარდგენილი პარტიული საარჩევნო სიაში მყოფთა მიერ, კანონის მოთხოვნის შესაბამისად შევსებული ქონებრივი დეკლარაციები, 19 სექტემბერს წარვადგინეთ. შესაბამის განცხადებაში კერძოდ ვკითხულობთ:
დეკლარაციების დეპარტამენტის უფროსს
ბატონ დემნა ლობჟანიძეს
№28-ე საარჩევნო გაერთიანების
„ზვიადის გზა - უფლის სახელით“
თავმჯდომარის
მიხეილ [გელა] სალუაშვილის
განცხადება
ბატონო დემნა!
ა. წ. 16 სექტემბერს უკვე წარმოგიდგინეთ №28 ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ დასახელებული 15 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის „ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია“
საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ამჟამად წარმოგიდგენთ №28 საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ ცესკოში წარდგენილ პარტიულ საარჩევნო სიაში მყოფ საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის 120 [ასოცი] კანდიდატის „ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას“ [იხ. დანართი].
პატივისცემით
№28-ე საარჩევნო გაერთიანების
„ზვიადის გზა - უფლის სახელით“
თავმჯდომარე
მიხეილ [გელა] სალუაშვილი
19 სექტემბერი, 2016 წ.
22 სექტემბერს ცესკოდან გვაცნობეს, რომ ჩვენს საარჩევნო პარტიულ სიაში მყოფი ოთხი პირი, „რესპუბლიკური პარტიისა“ და „ქართული ოცნების“ მიერ, სხვადასხვა საარჩევნო უბნებში კომისიის წევრებად ყოფილან დანიშნულნი [მიზეზი ძნელი ამოსაცნობი არაა - ე.წ. კვალიფიციური სუბიექტების მიერ წარდგენილი კომისიის წევრებისათვის კანონი გარკვეულ ანაზღაურებას ითვალისწინებს].
კანონის თანახმად, ან ჩვენი სიიდან უნდა ამოგვეღო ისინი, ანდა დაკარგავდნენ ანაზღაურებად „თანამდებობაზე“ ყოფნის 1 თვის ანაზღაურებას.
ჩვენს მიერ ცესკოსადმი გაიგზავნა შემდეგი განცხადება:
საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარეს
ქალბატონ თამარ ჟვანიას!
№28-ე საარჩევნო გაერთიანების
„ზვიადის გზა - უფლის სახელით“
თავმჯდომარის
მიხეილ (გელა) სალუაშვილის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ქალბატონო თამარ!
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 120-ე მუხლის შესაბამისად, გთხოვთ №28-ე საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ წარმოდგენილი საარჩევნო პარტიული სიიდან ამოიღოთ, და შესაბამისად რეგისტრაცია გაუუქმოთ შემდეგ 4 პირს:
1. რიგითი №31. ქიმაძე ელიზა, 17. 08. 1960
რუსთავი გ.სააკაძის ქ. კორ. 6 ბ. 8
პირ. №35001074391;
2. რიგითი №43. ხუციშვილი დალი, 20. 05. 1964
ქ. რუსთავი დონეც.მეტალურგთა ქ. კორ. 12 ბ. 2
პირ. №35001026063
3. რიგითი №46. ფერაძე მანანა, 17. 08. 1961
თბილისი კ.ილურიძის II შეს. N 17
პირ. №01019007521
4. რიგითი №70. პოსოშვილი მაყვალა, 14. 08. 1939
ქ. რუსთავი, მ.ბალანჩივაძის გას. კორ. 4 ბ. 20
პირ. № 35001005904
პატივისცემით:
№28-ე საარჩევნო გაერთიანების
„ზვიადის გზა - უფლის სახელით“
თავმჯდომარე
მიხეილ (გელა)
სალუაშვილი
არა ძალადობას
ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ბიბლიაში, ბოლო ჟამის დამამთავრებელი ეტაპის ერთ-ერთ ნიშანსვეტად მინიშნებული - „ორი ნაკრტენი რომ იხილე არწივის მარჯვენა თავზე გადამავალი, ეს არის ამის განმარტება: ესენი არიან, რომლებიც შემოინახა უზენაესმა მისი დასასრულისთვის; ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო“ [3 ეზრა13,29-30], - გამოკვეთავს, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ სპექტრში: ერთის მხრივ - ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“; და მეორეს მხრივ - მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გუნდებს შორის არსებულ ურთიერთდაპირისპირებას.
წინასაარჩევნო პერიოდისათვის დამახასიათებელი დაპირისპირების გარკვეულ ჩაჩოებში მოქცევის ერთ-ერთი მცდელობის გამოვლენის მაგალითია პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოჩენილი ინიციატივა, რომლის თაობაზეც, 22 სექტემბერს ჩვენთვის გამოგზავნილ ტექსტში ვკითხულობთ:
„გიგზავნით კონტრაქციების თაობაზე მემორანდუმის ტექსტს. მემორანდუმის მიზანია საარჩევნო პროცესში კონტრაქციებზე უარის თქმის შესახებ ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის საერთო შეთანხმების მიღწევა, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ძალადობის პროვოცირების რისკს.
გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები და დაგვიდასტუროთ მემორანდუმის ხელმოწერის მზადყოფნა.
წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისა და თანამშრომლობისათვის.
„ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“
აღმასრულებელი მდივანი
მემორანდუმი
2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში
საარჩევნო აგიტაციისას კონტრაქციების თაობაზე
ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონაწილე საარჩევნო სუბიექტები:
ვაცნობიერებთ რა, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება არის საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის აუცილებელი პირობა,
ვაცნობიერებთ რა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ კონტრაქციის მოწყობა ქმნის ძალადობის პროვოცირების განსაკუთრებულ საფრთხეს,
ვთანხმდებით, რომ უზრუნველვყოფთ ჩვენი აქტივისტების დისტანცირებას სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მივიღებთ ყველა ზომას, რათა არ დავუშვათ ჩვენი აქტივისტების მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა.
წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება მთელ საარჩევნო პერიოდზე, არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე“.
ზემოთქმულის პასუხად, იმავე დღესვე, ელ. ფოსტით გადავუგზავნეთ მოკლე შეტყობინება:
„გმადლობთ ინფორმაციისათვის!
ჩვენი საარჩევნო გაერთიანება ადასტურებს თავის მზაობას ხელი შეუწყოს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას, და, შესაბამისად უერთდება თქვენს მიერ გამოგზავნილ დეკლარაციის მოთხოვნას
პატივისცემით
№28 ს/გ "ზვიადის გზა -უფლის სახელით"
თავმჯდომარე
მიხეილ [გელა] სალუაშვილი
22 სექტემბერი, 2016 წ.
საპასუხო მოკლე გზავნილში გვაცნობეს - „დიდ მადლობას გიხდით, რომ დაგვიდასტურეთ მემორანდუმის ხელმოწერის მზადყოფნა. ყველა საარჩევნო სუბიექტებისგან პასუხის მიღებისთანავე, შეგითანხმებთ მემორანდუმის ხელმოწერის დროსა და ადგილს.
პატივისცემით,
ირაკლი კობახიძე“
ვნახოთ როგორ გაგრძელებას ჰპოვებს, ბიბლიაში მინიშნებული - „...ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო“.
მიხეილ [გელა] სალუაშვილი
ქართველი ერის ნება უნდა ასრულდეს
ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, მხარს ვუჭერთ №28 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდის მიერ მომზადებულ წინადადებას, რათა 2016 წ. 8 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტმა მიიღოს შემდეგი ორი დადგენილება:
საქართველოს პარლამენტის
№1 დადგენილება
მუხლი 1. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მომხდარი მოვლენები;
ა) კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება; და
ბ) შეფასდეს, როგორც - საქართველოს სუვერენული სახელმწიფოსა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად;
მუხლი 2. დაევალოს საქართველოს პროკურატურას - აღძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირისა თუ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ, ვინც ორგანიზება გაუწია ან იარაღით ხელში უშუალოდ მონაწილეობდა ჩვენს ქვეყანაში 1991-1992 წლების გასაყარზე განვითარებულ დანაშაულებრივ ქმედებებს.
მუხლი 3. საქართველოში 1991-1992 წ.წ. დეკემბერ-იანვარში განვითარებული მოვლენების ყველა ის მონაწილე, რომელიც იარაღის ძალით არ იბრძოდა და არ არის გარეული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულში, განთავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.
საქართველოს პარლამენტის
№2 დადგენილება
მუხლი 1. საქართველოში 1991 – 1992 წლებში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდგომად დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის ფუძემდებლების:
ერთის მხრივ - ედუარდ შევარდნაძისა და მის მიერ დაარსებული პოლიტიკური გაერთიანების „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“; და
მეორეს მხრივ - მიხეილ სააკაშვილისა და მის მიერ დაარსებული პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ - ადამიანის უფლებათა და მორალურ ფასეულობათა მასიური ხელყოფისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევის პროცესში შეტანილი უმძიმესი წვლილისა გამო:
1992 - 2012 წლებში საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ძალის მიერ დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობას მიეცეს - „სისტემური დანაშაულებრივი რეჟიმის“ კვალიფიკაცია.
მუხლი 2. 1992 – 2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანებების: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ყველა ის პირი, რომელიც, დაარსებიდან მოყოლებული, ვიდრე - 2012 წლის 1/25 ოქტომრამდე, ამ პარტიათა წევრის სტატუსით გახლდათ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი, კერძოდ:
- საქართველოს პარლამენტის დეპუტატი;
- საქართველოს სახელმწიფო მინისტრი [პრემიერ-მინისტრი];
- მინისტრი;
- მინისტრის მოადგილე;
- მთავრობის წევრი;
- მხარის რწმუნებული [გუბერნატორი]; მისი მოადგილე;
- ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის: მერი, მერის მოადგილე, გამგებელი, გამგებლის მოადგილე, საკრებულოებში ანაზღაურებად თანამდებობაზე მომუშავე დეპუტატი,
ამ კანონის ძალაში შესვლიდან ყველა სახის არჩევნების ორი ციკლის განმავლობაში ჩამოერთვას - არჩევით და დანიშვნად სახელმწიფო [საჯარო] თანამდებობაზე საქმიანობისა და საქართველოში მომქმედ პოლიტიკურ გაერთიანებებში ყოფნის უფლება.
2016 წ. 8 ოქტომბრის მორიგ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე
საარჩევნო სუბიექტები და
მათი საარჩევნო პარტიული სიის პირველი ათეული
ცესკოს მიერ არჩევნებში მონაწილე სუბიექტების პარტიული საარჩევნო სიის რეგისტრაციაში გატარების პროცესის დასრულების შემდეგ, მოდით თვალი გადავავლოთ, პოლიტიკური სპექტრის მიერ შემოთავაზებულ ზოგად სურათს.
საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული რიგითობის მიხედვით, სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების მიერ გამოკვეთილ სიაში მყოფ კანდიდატთა - მთლიანი ოდენობა, მისი პირველი ათეული და ე.წ. გენდერული თანაფარდობა ასეთია:
№1. საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” – 195 კანდიდატი.
1. პაატა ბურჭულაძე; 2. გიორგი ვაშაძე; 3. დავით ჯანდიერი; 4. ვახტანგი მეგრელიშვილი; 5. ირაკლი ყიფიანი; 6. იაგო ხვიჩია; 7. დავით კიზირია; 8. გიორგი მელაძე; 9. მელორ ტყეშელაშვილი; 10. მამუკა კაციტაძე. [10 - კაცი; 0 - ქალი];
№2. პროგრესულ -დემოკრატიული მოძრაობა ("თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად!") - 101 კანდიდატი.
1. ლაშა აბესაძე; 2. მარინე ჩაჩუა; 3. ნანა ხომასურიძე; 4. ნაირა იაშაღაშვილი; 5. ლაშა სტურუა; 6. ნესტან გუგუშვილი; 7. იოსებ ბაძაღუა; 8. გიორგი ხაჩიძე; 9. ლევან პაპაშვილი; 10. მერი ჩხენკელი. [5 - კაცი; 5 - ქალი].
№3. საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა” - 165 დეპუტატი
1. ნინო ბურჯანაძე; 2. დიმიტრი ლორთქიფანიძე; 3. გრიგოლ ბარამიძე; 4. ანზორ ბიწაძე; 5. გიორგი ახვლედიანი; 6. ნანა დევდარიანი; 7. ოთარ თავართქილაძე; 8. ბესიკი დანელია; 9. მანანა სალუქვაძე; 10. ისაკო ცქიფურიშვილი. [6 - კაცი; 4 - ქალი].
№4. „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი” - 133 დეპუტატი
1. ჯონდო ბაღათურია; 2 ავთანდილ საყვარელიძე; 3. მიხეილ აბრამიშვილი; 4. თენგიზი გენებაშვილი; 5. კახაბერ მაისურაძე; 6. მაია სირაძე; 7. თამარ კვაჭანტირაძე; 8. ნათია პატურაშვილი; 9. ნინო ქუსიკაშვილი; 10. ნათია ფოფხაძე. [5 - კაცი; 5 - ქალი].
№5. საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 200 დეპუტატი
1. დავით ბაქრაძე; 2. სანდრა ელისაბედ რულოვს; 3. ელენე ხოშტარია; 4. რომან გოცირიძე; 5. ნიკანორი მელია; 6. გიორგი ტუღუში; .7 ოთარი კახიძე; 8. სალომე სამადაშვილი; 9. ირაკლი აბესაძე; 10. სერგი კაპანაძე. [7 - კაცი; 3 - ქალი].
№6 „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები” - 137 დეპუტატი
1. დავით უსუფაშვილი; 2. ხათუნა სამნიძე; 3. ლევან ბერძენიშვილი; 4. თინათინ ხიდაშელი. 5. ვახტანგ ხმალაძე; 6. თამარ კორძაია; 7. დავით ზურაბიშვილი; 8. თამარ ხიდაშელი; 9. ნოდარ ებანოიძე; 10. ფრიდონ საყვარელიძე. [6 - კაცი; 4 - ქალი].
№7. „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის” - 169 კანდიდატი
1. თამაზ მეჭიაური; 2. ია მეტრეველი; 3. დავით ფაცაცია; 4. ზურაბი კობიაშვილი; 5 ზაურ ხაჩიძე; 6. მიხეილი ნემსიწვერიძე; 7. დავით მუჭაური; 8. თამარ კიკნაძე; 9. ფარმან ჯეირანლი; 10. ხათუნა მაჭავარიანი. [7 - კაცი; 3 - ქალი].
№8. ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” – 195 კანდიდატი
1. ირმა ინაშვილი; 2. ადა მარშანია; 3. ნატო ჩხეიძე; 4. გიორგი ლომია; 5. გელა მიქაძე; 6. ემზარ კვიციანი; 7. გოჩა თევდორაძე; 8. ვაჟა ოთარაშვილი; 9. ფრიდონ ინჯია; 10. კახა კუკავა. [7 - კაცი; 3 - ქალი].
№10. „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – 167 კანდიდატი.
1. შალვა ნათელაშვილი; 2. გიორგი გუგავა; 3. პაატა ჩოხელი; 4. ლეილა გაფრინდაშვილი; 5. ზურაბ ლომია; 6. თემურ წიკლაური; 7. მიხეილ ქუმსიშვილი; 8. ტარიელ კალანდარიშვილი; 9. ასმათ ტყაბლაძე; 10. ნათია შარაშანიძე. [7 - კაცი; 3 - ქალი].
№12. „საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები” (ივანე წიკლაური) - 132 კანდიდატი
1. ვლადიმერ ბედუკაძე; 2. თეიმურაზ ხაჩიშვილი; 3. ივანე წიკლაური; 4. ვილჰემ მახარაძე; 5. ზურაბ ჭუმბურიძე; 6. ამირან ლუაშვილი; 7. მამუკა ბაინდურაშვილი; 8. მანანა ხეჩიკაშვილი; 9. ნიკოლოზ გოგუაძე; 10. დავითი სამუნაშვილი. [9 - კაცი; 1 - ქალი].
№14. „დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის” - 106 კანდიდატი
1. დავით თევზაძე; 2. მირონ ჩიგოგიძე; 3. თამარ ინასარიძე; 4. თენგიზ შუბლაძე; 5. ლაშა ჯანდიერი; 6. დავით მეზვრიშვილი; 7. ვლადიმერ იმნაძე; 8. თამარ ბაწაშვილი; 9. იზოლდა მელიქიშვილი; 10. გიორგი ღლონტი. [7 - კაცი; 3 - ქალი].
№15. „მშრომელთა სოციალისტური პარტია” - 111 კანდიდატი
1. თამაზ ჯაფოშვილი; 2. ირინე რუხაძე; 3. ნოდარ ფილიევი; 4. ნინო ჯაფოშვილი; 5. ვაჟა ბურდული; 6. იოსებ ლებანიძე; 7. ვიქტორია ხუბულოვი; 8. ნოდარ ებანოიძე; 9. ვილერ წოწორია; 10. მირიან მიქაბერიძე. [7 - კაცი; 3 - ქალი].
№16. „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია” - 118 კანდიდატი
1. ვალერი კვარაცხელია; 2. თეიმურაზ სამნიძე; 3. თემურ ფიფია; 4. ალიკო ლურსმანაშვილი; 5. ჟიული სიყმაშვილი; 6. ზაური კაჭკაჭიშვილი; 7. გურამ კაპანაძე; 8. მევლუდი ღამბაშიძე; 9. ელდარ კაპანაძე; 10. ამირან ანანიძე. [10 -კაცი; 0 - ქალი].
№17. „საქართველო” - 116 კანდიდატი
1. გიორგი ლილუაშვილი; 2. მედეა მახარაშვილი; 3. გოჩა ქოჩიაშვილი; 4. გიორგი გვიმრაძე; 5. ვარლამ ავალიშვილი; 6. დენიზა სუმბაძე; 7. ომარ წამალაიძე; 8. ედუარდ ფეიქრიშვილი; 9. თინათინ ფალავანდიშვილი; 10. მამუკა მელიქიშვილი. [7 - კაცი; 3 - ქალი].
№18. „ქართული იდეა” - 126 კანდიდატი
1. ლევან ჩაჩუა; 2. ალექსანდრე ბრეგაძე; 3. ეკა სირაძე; 4. ანზორ საკანდელიძე; 5. თორნიკე კივილაძე; 6. თეო პაიჭაძე; 7. თამაზ ვაშაკიძე; 8. გეგა ხვედელიძე; 9. ზაზა ჩაჩუა; 10. მერაბ შათირიშვილი. [8 - კაცი; 2 - ქალი].
№19. საარჩევნო ბლოკი „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო” - 112 კანდიდატი
1. გიორგი თოფაძე; 2. ზვიად ჩიტიშვილი; 3. ზურაბ ტყემალაძე; 4. გიორგი კორკოტაშვილი; 5. თამილა შაბაშვილი; 6. ავთანდილ ჩიტიშვილი; 7. ჯემალ გახოკიძე; 8. ზაზა აგლაძე; 9. ირინე ჩხენკელი; 10. ტრისტან წითელაშვილი. [8 - კაცი; 2 - ქალი].
№22. მერაბ კოსტავას საზოგადოება - 123 კანდიდატი
1. ვაჟა ადამია; 2. როინ დიასამიძე; 3. თამაზ ლაშქარაშვილი; 4. გია კუტუბიძე; 5. პაატა საყვარელიძე; 6. პარმენ ენდელაძე; 7. მერაბ თოდუა; 8. მაკა გოგოხია; 9. იმედი რობაქიძე; 10. გოჩა ჩიხლაძე. [9 - კაცი; 1 - ქალი].
№23. საარჩევნო ბლოკი „ჩვენები - სახალხო პარტია” - 200 კანდიდატი
1. ნანა ყეინიშვილი; 2. ივანე გიორგაძე; 3. ალექსანდრე ვანიძე; 4. შალვა გოგიტიძე; 5. ნინო სამადალაშვილი; 6. ურუზმაგ ქარქუსოვი; 7. გიორგი ლორთქიფანიძე; 8. ზურაბ შარია; 9. ზურაბ ჩელებაძე; 10. ნანა თხელიძე. [7 - კაცი; 3 - ქალი].
№25. „კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე - მემარცხენე ალიანსი” - 133 კანდიდატი
1. კახაბერ ძაგანია; 2. იოსებ შატბერაშვილი; 3. პაატა ჯიბლაძე; 4. არჩილ ბენიძე; 5. ელზა ჯმუხაძე; 6. კონსტანტინე გუგუშვილი; 7. დავით ვერძეული; 8. ნინო ქეშელაშვილი; 9. ლევან აბრამიშვილი; 10. სოფიკო კარტოზია. [7 - კაცი; 3 - ქალი].
№26. „ეროვნული ფორუმი" - 131 კანდიდატი
1. კახაბერ შარტავა; 2. გუბაზ სანიკიძე; 3. რევაზ შავიშვილი; 4. ანი მიროტაძე; 5. მალხაზ ვახტანგაშვილი; 6. კახა ჩაკვეტაძე; 7. გიორგი ხეჩინაშვილი; 8. ავთანდილ დავითაძე; 9. თემურ მაისურაძე; 10. ზურაბ ჩიკვაიძე. [9 - კაცი; 1 - ქალი].
№27. „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები” - 200 კანდიდატი
1. ირაკლი ალასანია; 2. ვიქტორ დოლიძე; 3. ნინო გოგუაძე; 4. ზურაბ აბაშიძე; 5. ირაკლი ჩიქოვანი; 6. შალვა შავგულიძე; ; 7. თამარ კეკენაძე; 8.ალექსი პეტრიაშვილი; 9. მაია ფანჯიკიძე; 10. გიორგი ცაგარეიშვილი. [7 - კაცი; 3 - ქალი].
...
№30. „ჩვენი საქართველო”(ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი) - 119 კანდიდატი
1. დავით შუკაკიძე; 2. მარეხი ლობჟანიძე; 3. ნადია შეველიოვა; 4. რევაზ გუჯეჯიანი; 5. თამილა გოგატიშვილი; 6. ირმა ხმიადაშვილი; 7. ხათუნა ჩომახიძე; 8. მარინა დევდარიანი; 9. გიორგი ნიბლაძე; 10. მერი კაიკაციშვილი. [3 - კაცი; 7 - ქალი].
№41. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - 155 კანდიდატი
1. გიორგი კვირიკაშვილი; 2. კახა კალაძე; 3. ირაკლი კობახიძე; 4. თამარი ჩუგოშვილი; 5. გიორგი გახარია; 6. აკაკი ზოიძე; 7. თამარ ხულორდავა; 8. რომან კაკულია; 9. სოფიო ქაცარავა; 10. ირინე ფრუიძე. [6 - კაცი; 4 - ქალი]
№28. „ზვიადის გზა - უფლის სახელით”
საბოლოო პარტიული სია
ჩვენს მიერ, ცესკოში თავდაპირველად წარდგენილ პარტიულ საარჩევნო სიაში - 139 დეპუტატობის კანდიდატი, მათ შორის - 16 მაჟორიტარი კანდიდატი გახლდათ დაფიქსირებული.
მიზეზთა გამო - 8 დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმებულ იქნა. შესაბამისად, №28. „ზვიადის გზა - უფლის სახელით” წარდგენილ პარტიულ საარჩევნო სიაში, დღეისათვის - 131 კანდიდატია დაფიქსირებული. ესენი გახლავან:
1. მიხეილ სალუაშვილი; 2. მზია ნარიმანიძე; 3. როინ ლიპარტელიანი; 4. ბეჟანი შერგელაშვილი; 5. კობა ჯულაყიძე; 6. რომული ჯაფარიძე; 7. ვლადიმერ კობახიძე; 8. ლიანა ზაქარეიშვილი; 9. ნატო ფავლენიშვილი; 10. იზოლდა გრიგოლია.
11. სოლომონ ბაიაშვილი; 12. სერგი საჯაია; 13. რამაზ ჩაჩიბაია; 14. ეთერი ჩხეტია; 15. ზურაბ ქობალია; 16. ლევანი ჩოხელი; 17. რომან კობახიძე; 18. დინა ჯიქია; 19. ევგენი ღვინიაშვილი; 20. დავით ლურსმანაშვილი;
21. ბეჟან ნათელაძე; 22. ნათელა გოხელაშვილი; 23. ჟუჟუნა დვალი; 24. თინათინ ბაიაშვილი; 25. გიორგი მელქაძე; 26. ნანა არუდაშვილი; 27. დავით აბრამაშვილი; 28. მაია ლიპარტელიანი; 29. ალექსანდრე თაქთაქიშვილი; 30. ნადია სოსებაშვილი;
31. ნანა კოდელაშვილი; 32. გობრონი წერეთელი; 33. ელდარი აბრამიშვილი; 34 დავით კუპრაძე; 35. დავით სათირიშვილი; 36. ბაგრატი მეხრიშვილი; 37. გულიკო ფარჯიანი; 38. თამაზ მანაგაძე; 39. ლენა მეფარიძე; 40. ნარგიზა ნებიერიძე;
41.რევაზი ფახურიძე; 42.. გოჩა ბიჭაშვილი; 43. ლეილა კუცია; 44. თემურ ნიკურაძე; 45. რომანოზი ბეჟიტაშვილი; 46. მაკა აბუთიძე; 47. ნათელა მელქაძე; 48. ნელი გამგებელი; 49. რიგოლეტა კვიციანი; 50. ლიზიკო ქერელაშვილი;
51. ხათუნა რუხაია; 52. თინათინ შამუგია; 53.თამილა თაბაგარი; 54. ფიზიურ მამედოვ; 55. ასმათ ბაიაშვილი; 56. პაატა ანთია; 57. სოფიო თანიაშვილი; 58. ელგუჯა ქოჩიაშვილი; 59. ლაშა ჯმუხაძე; 60. მურმან რუხაია;
61. ლუდმილა ვეშაგური; 62. იოსებ ჯარიაშვილი; 63. ნინო აბუაშვილი; 64. ბესარიონ ხუბუა; 65. ელენე მაძღარაშვილი; 66. ნარგიზა ხალვაში; 67. შორენა ნათელაძე; 68. მაია ფოლადაშვილი; 69. მარგალიტა თანიაშვილი; 70. ნატალია ცხოვრებაშვილი;
71. ეთერ ბუიძე; 72. ნინო აქუბარდია; 73. ნათია მეფარიძე; 74. გურამ ცხაკაია; 75. თამარი ლუკავა; 76. ნინო ბუიძე; 77. ლენა სისაური. 78. ნინო ნოზაძე; 79. მაია მახარაშვილი; 80. მანანა ხაჟომია;
81. ზეინაბ მეფარიძე; 82. მაია ბუიძე; 83. ლალი ბეგაშვილი; 84. ჯონი მამფორია; 85. ავთანდილი ხურცილავა; 86. გიორგი ორველაშვილი; 87. ომარი დარსაძე; 88. ანგი გოგლიძე; 89. შაზი რაზმაძე; 90. ეთერი ლურსმანაშვილი;
91. ეთერი თარხნიშვილი; 92. მანანა კანდელაკიშვილი; 93. ნიკოლოზი ვეშაგური
94. ოთარ ჯიქია; 95. ლეილა კობახიძე; 96. ელისო ფიჩხაია; 97. ესმირა ბაირამოვა; 98. თეა კენჭაძე; 99. კატო მერაბაშვილი; 100. მანანა ჭკადუა;
101. ლელა თანდილაშვილი; 102. ემზარ ვეშაგური; 103. ნანული ერქვანიძე; 104. ზაზა ბალხამიშვილი; 105. ზოია გახრამანოვა; 106. ნინო ყველაშვილი; 107. მარეხი ქამხაძე; 108. ზვიად კვირიკაძე; 109. დავითი ორჯონიკიძე; 110. ნელი კიკვიძე; 111. დავით მაისურაძე;
112. ანელა გერგედავა; 113. ცისანა მაღალაშვილი; 114. ელგუჯა შველიძე; 115. მაია აბუაშვილი; 116. ანზორ ბარამია; 117. ქეთევანი ხაზალიშვილი; 118. ილია ლურსმანაშვილი; 119. მზექალა გოლეთიანი; 120. ვახტანგ გერგედავა
121. ქეთევან კანდელაკი; 122. დიანა ქორქია; 123. მზია ბეზუაშვილი; 124. მარინე ნათელაძე; 125. ლარისა ჯიქია; 126. ნინო ჯარიაშვილი; 127. დავითი ქიქავა; 128. ინეზა ჩაჩავა; 129. თორნიკე მურავიოვი; 130. ლალი გვასალია; 131. ნანი ჩაჩავა.
...
აბა, ჩემო კარგო ხალხო,
ღრმა ძილით არ დაიძინოთ,
არჩევნები ახლოვდება,
არავინ არ შეგაცდინოთ!..
არ უღალატოთ სამშობლოს,
არ მოგატყუონ ფულითა,
არჩევანი გააკეთეთ
დადინჯებული გულითა...
გადაისახეთ პირჯვარი,
უფალს მიაგეთ დიდება,
ისეთ ხალხს აგარჩევინებთ
ვონც საქართველოს სჭირდება...
ვინც სამშობლოს არ გაყიდის,
არც თვითონ გაიყიდება!..
ფულით ნაყიდი მთავრობა,
არავის არა სჭირდება!..
მტკიცეთ დადექი - სამშობლოვ,
ნანატრი დღე ახლოვდება,
შენს მიწაზე დააბიჯებს,
ლასკარი რომ ელოდება...
ეკატერინე
ხრიკული