პარტია „ქართული ოცნება -
დემოკრატიული საქართველოსათვის“
თავმჯდომარეს
ბატონ ბიძინა ივანიშვილს!
საქართველოს იუსტიციის მინისტრს
ქალბატონ თეა წულუკიანს
ღია მიმართვა
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის გამო
შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის
სამართლებრივი მექანიზმის თაობაზე
ბატონო ბიძინა!
ქალბატონო თეა!
როგორც მოგეხსენებათ 2018 წ. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში თქვენს მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა - 615 572 ამომრჩეველმა, რაც, ბათილად ცნობილი ბიულეტენების გამოკლებით, შეადგენს არჩევნებში მონაწილე 1 637 956 ამომრჩეველთა - 38.64%-ს, ანუ საქართველოში დარეგისტრირებულ - 3 504 082 ამომრჩეველთა მხოლოდ - 17,57%-ს. [მეორე ადგილზე გასული კანდიდატისთვის ეს მაჩვენებელი - 17,16%-ს შეადგენს].
ვითვალისწინებთ რა 2012 წლის შემდგომად დღემდე შექმნილ რეალობას, დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნებიდან გამომდინარე, ხელისუფლების სათავეში მყოფი პარტიის - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ რეალურ მხარდამჭერთა რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე ხსენებული მაჩვენებელი
ზემოთქმულიდან ნათლად ჩანს, რომ თავად სახელისუფლო პარტიის მხარდამჭერმა საქართველოს ამომრჩეველმა არ გაიზიარა საკუთარი პარტიის ხელმძღვანელი ორგანოს მიერ მიღებული შემოთავაზება, და უარი განაცხადა საქართველოს პრეზიდენტად ქ-ნ სალომე ზურაბიშვილის არჩევაზე.
ბატონო ბიძინა!
ქალბატონო თეა!
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში - ქ-ნ სალომე ზურაბიშვილისა, და 2004 -2012 წ,წ, ქვეყნის სათავეში მყოფი დანაშაულებრივი რეჟიმის დამამკვიდრებელი „ნაც. მოძრაობის“ მიერ დასახელებული კანდიდატის - გრიგოლ ვაშაძის გასვლის გამო, საქართველოში რეგისტრირებული ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი მძიმე არჩევანის წინაშე აღმოჩნდა, ვინაიდან, მათ კარგად იციან, რომ:
ერთის მხრივ აუცილებელია საქართველოს პრეზიდენტის არჩევა; თუმცა
მეორეს მხრივ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, მათთვის, თანაბრად მიუღებელია, როგორც - 17,57%-იანი რეიტინგის მქონე ქ-ნ სალომე ზურაბიშვილის, ასევე - 17,16%-იანი რეიტინგის მქონე - გრიგოლ ვაშაძის არჩევა.
ბატონო ბიძინა!
ქალბატონო თეა!
ვხელმძღვანელობთ რა „საქართველოს კონსტიტუციის“ მოთხოვნით, რომ - „საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში“ [მუხლი 5,1],
და
ვითვალისწინებთ რა დღეს მოქმედი - 1. „საქართველოს კონსტიტუციის“ 70-ე და 71-ე მუხლებითა; და 2. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2, 104-ე, 105-ე და 106-ე მუხლებით გამოკვეთილ სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელთა მიხედვით:
- „ცესკო კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა თავის სხდომაზე აჯამებს არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქების მიხედვით და აფორმებს შემაჯამებელ ოქმს... . არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ“ [2. მუხლი 104,3;6]; ამდენად, მეორე ტურის ჩატარებიდან 22-ე დღეს უკვე ცნობილი იქნება საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ვინაობა;
- საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ საპროგრამო სიტყვისა და ფიცის დადების „...ცერემონიალი იმართება პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს. პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე“ [1, მუხლი 71,1-2]; ამასთანავე
- 2016 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კონსტიტუციის კანონპროექტი ძალაში შედის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე, რომლის შემდეგაც ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის არჩევის განსხვავებული წესი;
ზემოთქმულიდან გამომდინარე
გვინდა შემოგთავაზოთ, დღეისათვის შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით შემუშავებული, რამოდენიმე ეტაპიანი, სამართლებრივი მექანიზმი, რომლის მთავარი არსი მდგომარეობს შემდეგში:
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის გამართვამდე, საჭიროა ქ-მა სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ დადოს პირობა - სახელისუფლო პარტიისა და მისი მხარდამჭერი, საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის წინაშე, რომ:
1. იგი, როგორც საქართველოს მომავალზე მაფიქრალი პოლიტიკოსი, ყველაფერს გააკეთებს, რათა არ დაუშვას 2004 -2012 წ.წ. ქვეყნის სათავეში მყოფი დანაშაულებრივი რეჟიმის დამამკვიდრებელი, და რევანშისტურად განწყობილი „ნაც. მოძრაობის“ მიერ დასახელებული კანდიდატის - გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება; შესაბამისად
2. იგი, ითვალისწინებს რა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში საქართველოს ამომრჩეველთა მიერ გამოხატულ ნებას, მზად არის, საკუთარი პოლიტიკური ამბიციის [დროებით] უკან გაწევის გზით, გადადგას, მსოფლიოსა და ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დღემდე უპრეცენდენტო ნაბიჯი, და საქართველოს ამომრჩეველს მისცეს ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის საჭირო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. კერძოდ:
3. იგი, სახელისუფლო პარტიისა და მისი მხარდამჭერი საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის წინაშე, საჯაროდ დადებს პირობას, რომ მათი მხრიდან ერთობლივად გამოხატული სათანადო მხარდაჭერის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში,
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებიდან, ვიდრე საპრეზიდენტო ფიცის დადებამდე, კონსტიტუციით განსაზღვრული სამი კვირის განმავლობაში [იხ.[1, მუხლი 71,1-2],
გააკეთებს განაცხადს არჩეული პრეზიდენტის პოსტიდან მისი გადადგომის თაობაზე.
ბატონო ბიძინა!
ქალბატონო თეა!
2018 წელს ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების მეორე ტურში არჩეულად გამოცხადებული პირის მიერ, საპრეზიდენტო ფიცის დადებამდე გაკეთებული გადადგომის განაცხადის გამო შეიქმნება რეალობა, როდესაც:
1. გაგრძელდება დღეს მოქმედი „საქართველოს კპნსტიტუციის“ ვადა;
2. რაც გახდება საფუძველი, მოქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ ბაზაზე, საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნების ჩატარებისათვის, რომელიც, - „...მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება“ [2, მუხლი 2-ე].
საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები საშუალებას მისცემს, როგორც სახელისუფლო პარტიას, ასევე არჩევნებში მონაწილეობის სურვილის მქონე ყველა სუბიექტს, საქართველოს ამომრჩეველს შესთავაზოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ახლად დასახელებულ საპრეზიდენტო კანდიდატთა შორის გააკეთოს მისთვის სასურველი არჩევანი.
წარმოდგენილი სამართლებრივი მექანიზმის პრაქტიკული განხორციელება, ერთის მხრივ - სახელისუფლო პარტიას, და მეორეს მხრივ - ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს საშუალებას მისცემს ქვეყნის წინაშე წარსდგნენ, როგორც საქართველოს მოსახლეობის ნების გამათვალისწინებელი, მაღალი სულიერი და ფიზიკური მორალურ-ზნეობრივი კატეგორის მატარებელ ძალად.
დე, ღმერთმა მოქცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი.
ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით
მიხეილ [გელა] სალუაშვილი
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
თბილისი, 2018 წ. 9 ნოემბერი
მიმართვის ჩაბ N1190; 09. 11. 2018 წ,
„ნინოწმინდა“ – „ორი დღე“ – „სომხურითა ენითა“, ანუ
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთი მინიშნების
მისტერიული არსის საკითხისათვის
ა} პოლიტიკური ასპექტი
2018 წ. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ გაირკვა, რომ, საქართველოს ტერიტორიაზე გახსნილ 73 ოლქიდან, ჩემს სასარგებლოდ მიცემული ხმების პროცენტულად ყველაზე უკეთესი მაჩვენებელი N41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა.
კერძოდ, ამ ოლქთან დაკავშირებით ზოგადი სტატისტიკური სურათი ასეთია:
N41 ნინოწმინდის ოლქში არჩევნებზე გამოცხადდა - 9 675 ამომრჩეველი, ანუ - 46,2%. საუკეთესო ხუთეულის შედეგი ასეთია:
1. N48 სალომე ზურაბიშვილი [დამოუკიდებელი] 5 623 (59,16 %);
2. N5 გრიგოლ ვაშაძე [ერთიანი ნაციონალური მოძრაობა] 2 039 (21,45 %);
3. N2 დავით ბაქრაძე [ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის] 1 515 (15,94 %);
4. N28 მიხეილ სალუაშვილი [სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე] 87 [0,92%];
5. N40 ლევანი ჩხეიძე [ახალი ქრისტიან-დემოკრატები] 46 (0.48 %).
აღნიშნულ შედეგს 30 ოქტომბერს გამოეხმაურა ნინოწმინდაში მოქმედი რადიო „ნორი“ [ფმ 100,1], რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა ხმათა ასეთი გადანაწილების სისწორე, და გამოთქვა მოსაზრება, რომ ნინოწმინდის სომხურენოვან ამომრჩევლებს - მიხეილ სალუაშვილი, შესაძლოა - მიხეილ სააკაშვილში აერიათო.
რადიო „ნორი“-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით 31 ოქტომბერს, არაერთმა ინტერნეტ გამოცემამ [მაგ. „მეტრონომი“; „ნეტგაზეტი“; „სამხრეთის კარიბჭე“] გაავრცელა საკითხისადმი ანალოგიური დამოკიდებულება.
31 ოქტომბერსვე ტელეფონით დამიკავშირდა ტვ „რუსთავი - 2“-ის ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი, რომელიც სარედაქციო დავალებით ყოფილა ნინოწმინდაში ჩასული, და მთხოვა მისი თბილისში დაბრუნების შემდეგ ამ საკითხზე კომენტარი გამეკეთებინა.
1 ნოემბერს, 16:00 სთ-ზე, სამების ეკლესიის ეზოში გამართულ შეხვედრაზე, ჯერ კიდევ ნინოწმინდაში მყოფი თამთა დოლენჯაშვილის მაგივრად, ინტერვიუს ასაღებად, მოსული მისი კოლეგა ჟურნალისტი დაინტერესდა - „როგორ მოხდა რომ თქვენ, რომელსაც ნინოწმინდაში საარჩევნო კამპანია არ ჩაგიტარებიათ და არც საარჩევნო პლაკატები არ გაგიკრავთ, ხმების რაოდენობით მე-4 შედეგი აჩვენეთო“.
პასუხად განვუცხადე, რომ - საარჩევნო პროცეში ჩვენო მონაწილეობის მთავარ მიზანს წარმოადგენდა - საქართველოს სულიერი მისიის ასრულების, ანუ მეორედ დიდებით მომავალი უფალი იესუ ქრისტეს საყოველთაო გაცხადებისწინარე დროის - ბოლო ჟამის დადგომის თაობაზე, ბიბლიაში არსებული წინასწარნაუწყები ნიშნების აცხადების დადასტურება, რამეთუ ამ ნიშანთა უმრავლესობა სწორედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი და მოსახდენი მოვლენების იგავური ფორმით გადმომცემია;
და, რომ ამ ნიშნებში იგავურად ასახულია უფლის გაცხადებამდე გასავლელი ეტაპების დადგომის შესაცნობი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, მათ შორის მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგიც.
შესაბამისად, მე, მიხეილ [გელა] სალუაშვილს, 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსით - საქართველოს არც ერთ რეგიონში [მათ შორის - არც ნინოწმინდაში] არ ჩამიტარებია წინასაარჩევნო კამპანია [არ გამიმართავს არც ერთი შეხვედრა]. ამ ორი თვის მანძილზე, საქართველოს ამომრჩეველთან ჩემი ურთიერთობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ სხვადასხვა მედია საშუალებებით [სატელევიზიო და რადიო ეთერის, ბეჭვდითი მედიისა და ინტერნეტის] მეშვეობით მათდამი გაკეთებული განცხადებებით...
და კიდევ: ისევე როგორც - 2013 წელს, ასევე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც, სახელმწიფო აუდიტისათვის წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით - ჩვენი საპრეზიდენტო ფონდიდან [ჩემი საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებიდან - არჩევნების დღის ჩათვლით] - არ დაგვიხარჯავს არც ერთი თეთრი. და საარჩევნო პროცესი - ნულოვანი ხარჯით დავასრულეთ.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მასშტაბით, 25 საპრეზიდენტო კანდიდატს შორის, მე მეთორმეტე შედეგი ვაჩვენე, და ხმების რაოდენობით ვაჯობე, არჩევნებში მონაწილე, სახელმწიფო დაფინანსების მქონე ე.წ. 16 კვალიფიციური კანდიდატიდან - 10 ასეთ კანდიდატს.
აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ - საქართველოს მასშტაბით ჩემს სასარგებლოდ დაფიქსირებული მხარდაჭერა იმ ინფორმირებული ამომრჩევლის მიერაა გამოხატული, ვისაც ჩვენი სათქმელი ან ეხლა მიწვდა, ანდა სხვადასხვა გზით უკვე ინფორმირებული იყო ჩვენი საპროგრამო მასალის შინაარსის თაობაზე.
1 ნოემბერსვე, ტვ რუსთავი - 2“-ის 21:00 სთ-იანი „კურიერის“ ღია ეთერში, გადაიცა სიუჟეტი, რომელშიც, ნინოწმინდაში ჩატარებული ე.წ. ჟურნალისტური გამოძიების ორდღიანი შედეგი იყო ასახული. ჟურნალისტის მთავარი მიზანი იყო გამოერკვია სამცხე ჯავახეთის ამ რეგიონში - ჩემი ცნობადობის საკითხი.
სიუჟეტიდან ჩანდა, რომ ნინოწმინდაში მცხოვრებ სომხური ეროვნების ამომრჩევლებთან ჩატარებულ ორდღიან გასაუბრებას ერთადერთი შედეგი მოჰყვა - მიხეილ სალუაშვილის თაობაზე ამომრჩეველთა კიდევ უფრო მეტმა ნაწილმა მიიღო ინფორმაცია.
5 წთ. და 45 წმ-ის ხანგრძლივობის სიუჟეტის ბოლოს ჩემს მიერ გაკეთებული ვრცელი კომენტარიდან მხოლოდ 35 წმ-იანი ფრაგმენტი იყო წარმოდგენილი.
გადაცემის დასასრულს, სატელეფონო საუბარში ჟურნალისტს გულრწფელი მადლობა გადავუხადე მათ მიერ ნინოწმინდაში ყოფნის ორი დღის მანძილზე, სომხური ეროვნების ამომრჩევლებთან ჩემდა სასარგებლოდ გაწეული საქმიანობისათვის [აგიტაციისათვის].
ბ} პოლიტიკური თემის მისტერიული ასპექტი
2018 წ. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი ჩართვის მთავარი მიზნიდან გამომდინარე, მოდით ვნახოთ საქართველოს სულიერი მისიის თვალსაზრისით, რა მისტერიულ [კოდირებულ] პროცესზე უნდა გვანიშნებდეს, ზემოთ გადმოცემული ინფორმაცია, ანუ - დღეისათვის, ძირითადად სომხურენოვანი ამომრჩევლით დასახლებულ [წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის ადგილას] ნინოწმინდაში ორი დღის მანძილზე მიმდინარე პროცესი.
მე-10 საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის „ქართლის ცხოვრების“ მეორე ნაწილში - „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ [„მოქცევაი მირიან მეფისა და მის თანა ყოვლისა ქართლისა წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩუენისა ნინო მოციქულისა მიერ“], კერძოდ ვკითხულობთ:
„...და წარმოვიდა მუნით წმიდაი ნინო და მოვიდა ორბანთად, საზღვართავე სომხითისათა... და მოიწია მთათა ჯავახეთისათა სადა-იგი მიემთხვა ტბასა დიდსა გარდამომდინარესა, რომელსა ეწოდების ფარავნაი... და დაყო მუნ ორი დღე და ითხოვა საზრდელი მეთევზურთაგან, ტბასა მას შინა მონადირეთაისა და მწყემსნიცა იყვნეს ადგილსა მასვე...
...ამას იტყოდეს იგინი ენითა სომხურითა, რომელი-ესე ესწავლა მცირედ რაიმე ნინოსცა პირველივე ნიაფორისა მისგან. და ჰკითხა ერთსა მწყემსთა მათგანსა და ჰრქუა ენითა სომხურითა...“ [„ქართლის ცხოვრება“ თბ. 2008 წ., გვ. 97-98].
დაინტერესებულ მკითხველს თავად შეუძლია ტექსტის გაგრძელებას გაეცნოს.
ლეონტი მროველისელი ამ ინფორმაციიდან, ამჯერად ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბოლო ჟამში მიმდინარე მოვლენების ჭრილში განსახილველი:
- ქართველთა გამაქრისტიანებელი პირის, ქართლის სამეფოში „სომხეთის საზღვრიდან“ [დღეისათვის ნინოწმინდის რაიონიდან] შემოსვლის,
- საკომუნიკაციო ენად - სომხურის გამოყოფისა, და
- ამ ადგილზე ორი დღის მანძილზე დაყოვნებასთან დაკავშირებული მინიშნებანი..
ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულ მკითხველს ვფიქრობთ არ გაუჭირდება იმაში გარკვევა, თუ:
- რატომ „მოხდა“, რომ საქართველოში გახსნილი 73 საარჩევნო ოლქიდან, ჩვენს მიერ მიღებული ხმების, პროცენტულად ყველაზე უკეთესი შედეგი, ძირითადად სომხურენოვანი ამომრჩევლით დასახლებულ - ნინოწმინდაში დაფიქსირდა;
- რატომ გახდა ეს ფაქტი სხვადასხვა მედია საშუალებების დაინტერესების ობიექტი;
- რატომ დასჭირდა ტვ „რუსთავი - 2“ -ის საინფორმაციო რედაქციის მხრიდან ამ საკითხზე სიუჟეტის მომზადებას - ნინოწმინდაში ჩასვლა, და იქ - ორი დღის მანძილზე იმის გარკვევას - რამდენად იცნობს იქაური სომხურენოვანი ამომრჩეველი პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სალუაშვილსა და მის საარჩევნო პროგრამაში შემავალ საქართველოს სულიერი მისიის თემატიკას.
ამ რიტორიკულ კითხვებზე პასუხი მკითხველისათვის მიგვინდია.
ჩვენი მხრივ კი დავძენთ, რომ ბოლო ჟამის მდინარება თავისი ნორმით სრულდება.
ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!
ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!
მისეილ [გელა]
სალუაშვილი
ბოლო ჟამის მორიგი ეტაპი, სახელდებით
„ისინი შეერთდებიან“
მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტე შეწევნა, რათა სათქმელის თავმოყრას შევეცადოთ.
ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ბიბლიური მინიშნებაში:
„ვიხილე სიზმარი: აჰა, ამოდის ზღვიდან არწივი, თორმეტფრთიანი, სამთავიანი...
ვიხილე: აჰა, აღიმართა არწივი თავის კლანჭებზე და დასძახა თავის ფრთებს, უთხრა: ნუ იფხიზლებთ ყველანი ერთად, თითოეულს თავთავის ადგილზე გეძინოთ და დროგამოშვებით იფხიზლეთ. ხოლო თავები უკანასკნელი ჟამისთვის იყოს შემონახული“ [3 ეზრა 11,1; 7-9].
კოდირებული „თორმეტფრთიანი“ გვითითებს რუსეთის იმპერიის ორი სახელმწიფოებრივი გაერთიანების - საბჭოთა კავშირისა და ე.წ. „დსთ“-ს თორმეტ ფაქტობრივ მმართველზე [ვლ. ლენინიდან - ვლ. პუტინის ჩათვლით]; ხოლო
კოდი „სამთავიანი“ გამოყოფს, საქართველოში მომხდარი ე.წ. ვარდების რევოლუციის სამ ლიდერს: მ.სააკაშვილს, ზ. ჟვანიასა და ნ. ბურჯანაძეს.
იქვე, ამ სამეულის თაობაზე ვკითხულობთ - „ვიხილე ამის შემდეგ და, აჰა, შუა თავი [აქ - ზ. ჟვანია], ფრთების მსგავსად, უეცრად გაუჩინარდა [აქ - 2005 წ. 3 თებერვალი].
დარჩა ორი თავი [აქ - მ. სააკაშვილი და ნ. ბურჯანაძე], რომლებიც ასევე მეფობდნენ დედამიწაზე [აქ - საქართველოში] და მის მკვიდრებზე. ვიხილე [აქ - 2008 წ. მაის - ივნისი]: აჰა, შთანთქა მარჯვენა თავმა [აქ - მ. სააკაშვილმა] მარცხენა თავი [აქ - ნ. ბურჯანაძე]“ [3 ეზრა 11,33-35].
ბიბლიის კოდირებულ თხრობაში, მარტოდ დარჩენილი „თავის“, ანუ - მ. სააკაშვილის „ბედი“ ასეა ასახული - „უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმინდანებს შეავიწროებს. განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას [აქ - მ. სააკაშვილს] ვიდრე არ გავა დრო [აქ - ერთი წელი] - ორი დრო [აქ - 2 წელი] და ნახევარი დრო [აქ - ნახევარი წელი, ანუ ჯამში 3,5 წელი“ 2008 წ-დან 2011 წ-მდე].
შემდეგ დაჯდება სამსჯავრო [აქ - პოლიტიკურ სცენაზე ბ. ივანიშვილის გამოჩენით დაწყებულ პროცესებზეა მინიშნება] და წაართმევს მას [აქ - მ. სააკაშვილს] ხელმწიფებას, რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს“-ო [დან. 7,26-26].
2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მართვის სადავეებს ჩამოცილებული მ. სააკაშვილისა და მისი პარტიის „ნაცმოძრაობის“ ბედი ასე წარიმართა:
მ. სააკაშვილი 2013 წლის მიწურულს საქართველოდან გაიქცა, და უკრაინაში პოლიტიკური საქმიანობის წამოწყებისა და იქიდანაც გაძევების შემდეგ, 2018 წლიდან საბოლოო პოლიტიკური თავშესაფარი ნიდერლანდების სამეფოში ჰპოვა.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადასვლიდან მცირე დროის შემდეგ დაიშალა, და მის ბაზაზე 4 პოლიტიკური გაერთიანება ჩამოყალიბდა:
1. ახალი პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ [2015 წ.];
2. სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“ [2016 წ.];
„3. ევროპული საქართველო“ [2017 წ.] და
4. თავად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
პოლიტიკურ ასპარეზზე მათი აქტივობის თაობაზე ბიბლია ასე მიგვანიშნებს:
„აჰა, თავი [მ. სააკაშვილი] რომელიც დარჩენილიყო, გაუჩინარდა [ჯერ -საქართველოს, ხოლო შემდეგ - უკრაინის პოლიტიკური სცენიდან]; ის ოთხი ფრთა კი [აქ - 4 ნაწილად დაშლილი „ნაცმოძრაობა“], რომლებიც მასთან [აქ - მ. სააკაშვილთან] იყვნენ, აღიმართნენ გასამეფებლად [პოლიტიკურ არენაზე საქმიანობა[; მაგრამ ხანმოკლე და შფოთით სავსე იყო მათი მეფობა“ [3 ეზრა 12,2]..
2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ამ 4 პარტიას თავ-თავისი კანდიდატი ყავდათ დასახელებული. კერძოდ:
ზურაბ ჯაფარიძე [პ/გ „გირჩი“]; ზვიად ბაღდავაძე [პ/გ „ახალი საქართველო“]; დავით ბაქრაძე [პ/გ . ევროპული საქართველო“] და გრიგოლ ვაშაძე [ [პ/გ „ნაცმოძრაობა].
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოკვეთი შემდეგ, ოთხივე ეს პოლიტიკური გაერთიანება, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასული „ნაცმოძრაობის“ მიერ დასახელებული კანდიდატის ირგვლივ გაერთიანდა, და ასე ერთობლივი ძალებით გადაწყვიტეს ბ. ივანიშვილისა და მისი პ/გ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლა. ამ ერთობის თაობაზე, საბოლოო განაცხადი 2018 წ. 8 ნოემბერს, ჰელსინკში გამართულ მ. სააკაშვილსა და გ. უგულავას შეხვედრაზე გაკეთდა
ბიბლიის კოდირებული ტექსტი, ბოლო ჟამის ამ ეტაპის თაობაზე ასე მიგვანიშნებს - „წლების [აქ - 2015 წლიდან ათვლით] შემდეგ [აქ - 2018 წელს] ისინი [აქ - „ნაცმოძრაობის“ 4 ნაწილად დაყოფილი პარტიები] შეერთდებიან...“-ო [დან.11,6].
ამდენად, მათთვის ვისაც ყური სასმენლად აქვს, გვინდა განვაცხადოთ, რომ - 2018 წლის 8 ნოემბრიდან ათვლა დაიწყო ბოლო ჟამის მორიგმა ეტაპმა, სახელდებით - „ისინი შეერთდებიან“.
ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!
მისეილ [გელა]
სალუაშვილი
დადებითი და უარყოფითი პოლუსები
ბუნებაში არსებობს დადებითი და უარყოფითი პოლუსები, შესაბამისად - დადებითი და უარყოფითი სხივი აღწევს ჩვენამდე.
ადამიანი, სანამ ღვთისთვის სათნო ცხოვრებას იწყებს, იმყოფება დადებით პოლუსზე... როდესაც ასცდება საღვთო გზას და ზღვარგადასულ ბოროტებას ჩადის, გადაინაცვლებს უარყოფით პოლუსზე.
უარყოფით პოლუსზე იმყოფებიან - ზეციდან შერისხული ადამიანები.
ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა უარყოფითი პოლუსიდან გადაინაცვლოს დადებით პოლუსზე. თუკი უარყოფით პოლუსზე მყოფი ადამიანი განიწმინდება და დათრგუნავს სატანურ ძალებს, დაგმობს ბოროტების გზას, ის კვლავ გადაინაცვლებს დადებით პოლუსზე.
თითქოს ყველაფერი ძალიან მარტივია, მაგრამ - ჩაუღრმავდე საკუთარ ცხოვრებაში ფიზიკურა თუ სულიერს და შენში მყოფი ყოველი ცოდვა აღკვეთო, არც ისე ადვილია, თუმცა შეუძლებელიც არ არის.
ვინც იბრძვის ის იმარჯვებს ამ გზაზე... თუმცა, ამ შემთხვევაში, მხოლოდ გამარჯვება როდია მთავარი, მონაპოვრის დაცვა და შენარჩუნება უმთავრესია.
დინა [დიანა] ჯიქია
უცნობი ქალის გზავნილი მთავრობას
უკვე დამღალეს ფიქრებმა,
მერე უფრორე „ოცნებამ“,
ხელში მიჭირავს ბიბლია,
და - ვფიქრობ:
ოცნება მაინც ხიბლია...
უფლის ისრები ზეციდან
ოდეს ჩამოვა კონებად,
და საპასუხოს გეტყვიან
ჩვენ რომ გაგვხადეთ მონებად!..
დინა [დიანა] ჯიქია
...
ზოგს ჰგონია ზღაპარი:
„იქ, ცხოვრება არ არსი...“
თქვენი რწმენა რად არი
უფლის გზისგან ამცდარი?
ბოროტება - ჩამდგარი,
რწმენა კი, სულ გამქრალი...,
ამიტომაც ფიქრობენ:
„იქ ცხოვრება არ არი...“
ასე ფიქრობს მრავალი,
სულში რწმენა გამქრალი...
მაშ, რისი გწამთ, ან ვისი?
არც - მისი, და არც - სხვისი?..
გელა გვილავა
...
ჩემი მამულის დიდება ძველი
ადრე არასდროს არ გაყიდულა
ყველა გმირს ვეტრფი ვინც კი ოდესმე
შენს მიწა-წყალზე დაბადებულა!...
გულს ვერ გაიტეხს ქართველი,
ვერ დაიჩლუნგებს ძველ ხმალსა,
და ვერ დაჰკარგავს გულგრილად
ჩვენს წინაპრების გზა-კვალსა...
მათ იცოდნენ, საქართველოს
დედა ღვთისა არ სწირავდა,
და ტანჯვაში გამოვლილსა
მომავლისთვის იფარავდა...
დღეს კი, ჩემო ქართველებო,
გთხოვთ გადადოთ შური გვერდზე,
იქნებ მალე მოვიშოროთ
ეშმაკი რომ გვიზის მხრებზე.
მინაწერი
ნოემბერმა თქვა - მოვდივარ,
ურწმუნოების მტერი ვარ,
მე დიდკაცობა არ მინდა,
რადგან ნოე და ბერი ვარ!.
ეკატერინე
ხრიკული