რა „კავშირია - იუდა ისკატიოტელის არსის გახსნასა და „რუსთავი - 2“ის საქმეს შორის, ანუ: 2019 წ. 19 ივლისი - „დაცულობის ზედა ზღვარი“
ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი - იუდა ისკარიოტელის არსის მატარებელი კონკრეტული პირის გამოკვევას უკავშირდება. გაზეთის წინა ნომერშიც აღვნიშნეთ, რომ - „ბოლო ჟამში იუდა ისკარიოტელის არსის გამოკვეთა მაცხოვრის ჯვარცმის ეტაპის მისტერიულად ასრულების ფონზე ხდება, რაც, თავის მხრივ, წინ უსწრებს იმას, რასაც აღდგომისეული [გაცხადებისეული] მოვლენა ჰქვია.“
აღნიშნულ საკითხთან მიმართებით დროით მინიშნებებთან დაკავშირებით, ჩვენ ვწერდით:
„მაცხოვრის მიერ გადმოცემულ იგავში ვკითხულობთ:
„და უთხრა მათ ეს იგავი: ერთ კაცს ლეღვის ხე ედგა თავის ვენახში: მივიდა ნაყოფის საძებნად, მაგრამ ვერაფერი იპოვა. და უთხრა მევენახეს: აგერ უკვე სამი წელია [კოდია] მოვდივარ და ნაყოფს ვეძებ ამ ლეღვის ხეზე, მაგრამ ვერ ვპოულობ [კოდია]. მაშ, მოჭერი: სულ ტყუილად იკავებს ადგილს. ხოლო მან მიუგო და უთხრა: ბატონო, წლეულსაც [კოდია] აცალე, ძირს შემოვუბარავ და ნაკელს დავუყრი; იქნება ივარგოს; თუ არა და, გაისად [კოდია] მოჭერი“-ო [ლუკა 13,4-9]...
... მითითებული - „სამი წელი“, ბოლო ჟამში ბ-ნ ავთო იოსელიანთან დაკავშირებით განვითარებული „სიცრუის ისტორიის“ პირველ სამ წელს, ანუ: 2015 – 2018 წ.წ., კონკრეტუ;ად კი - 2018 წ. 19 იანვრამდე დროში მოსახდენზე მიგვანიშნებს;
კოდირებული - „ნაყოფს ვეძებ ამ ლეღვის ხეზე, მაგრამ ვერ ვპოულობ“, ხაზს უსვამს ხსენებული სამი წლის მანძილზე სიცრუეზე აგეებული საქმის - უშედეგოდ დამთავრებაზე;
კოდით- „წლეულსაც აცალე“, მიგვეთითება: „სამი წლის“, ანუ 2018 წ. 19 იანვრის შემდგომად ათვლილი მე-4, ანუ 2019 წ. 19 იანვრამდე ათვლილი დრო;
და ბოლოს, კოდი - „გაისად მოჭერი“ გამოყოფს, ხსენებული პროცესის დაწყებიდან ათვლილ მე-5, ანუ - 2019 წელს, როგორც, ბოლო ჟამის ამ კონკრეტულ დროის მონაკვეთში განვითარებული საქმიანობის საბოლოოდ დამთავრების წელს.
... საძიებელი კვანძის გახსნაზე ორიენტირებული მინიშნება ძველი აღთქმის ბოლო წერილში დაფიქსირებულ ტექსტშია მოცემული, სადაც ვკითხულობთ:
„... იმ ქვეყანამდე დიდი გზა იყო გასავლელი - ერთი წელი და ნახევარი. ქვეყანას ეწოდება არცარეთი“ [3 ეზრა 13,45]
ლასკარისეულ ცნობიერებას ზიარებულ მკითხველს ვგონებთ არ გაუჭირდება აქ დაფიქსირებულ კოდურ მინიშნებათა: 1. „ერთი წელი და ნახევარი.“-სა და 2. „არცარეთი“-ს არსში გარკვევა.
აქ მითითებული - „არცარეთი“, ბიბლიაში მხოლოდ ამ ერთადერთ ადგილასაა მოხსენიებული, და განსახილველი კუთხით, რაღაც გაურკვეველ ორიენტირზე უნდა გვანიშნებდეს. ბოლო ჟამის თვალთახედვით მას - „სიცრუისეული გზა“ შეიძლება ვუწოდოთ.
ბიბლიისეული მინიშნებით, ეს გზასავალი - „ერთი წელი და ნახევარი“-თ გამოკვეთილი დროითი მიჯნითა შემოსაზღვრული.
ამდენად, ზემოთქმულზე დაყრდნობით უნდა გვეუწყებოდეს, რომ მოცემული - „სიცრუის გზა“ [„არცარეთი“], თურმე წე;იწადნახევარი გრძელდება, რაც, ბოლო ჟამისმიერი გადმოსახედიდან 2018 წ. 19 იანვრიდან ათვლილ წელიწადნახევარს, ანუ არა უმეტეს - 2019 წ. 19 ივლისამდე აღებულ დროს მოიცავს...“ [იხ. გაზ. N 10 [1053].
აღნიშნულის მთლიანობაში გააზრების შემთხვევაში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბიბლიაში, ე.წ. „სიცრუის გზის“ გამოკვეთის, ანუ მისი - მისტერიულად მიმდინარე პროცესის არსის გახსნა 2019 წ. 19 ივლისს არ უნდა გადასცდენოდა.
გაზეთის წინა ნომრებში ჩვენ იმაზეც ვისაუბრეთ, რომ ბოლო ჟამში იუდას არსის მატარებელი, ეშმაკის მიერ ჭკუა არეული, ანუ ნამუსახდილი ბ-ნი ავთო ოსელიანის მიერ, ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების გამხმოვანებელი ლასკარისათვის თავსმოხვეული გულის ამრევი „სიცრუის ისტორია“, ოთნახევარი წელი გრძელდებოდა, და მისი საბოლოო გამოვლენა - 2019 წ. 4-17 ივლისის ფარგლებში, ანუ ბიბლიის მიერ :დადგენილ“ 2019 წ. 19 ივლისამდელ ვადაში მოხდა.
ჩვენი აზრით, 2019 წ. 19 ივლისს ამოიწურა კიდეც ე.წ. „დაცულობის ვადა“, და სწორედ ამის შემდგომად დაიწყო, ზემოთ ხსენებულ სახარებისეულ იგავში მითითებული, „უნაყოფო ლექღვის ხის მოჭრის“ არსის შემცველი მისტერიული პროცესი.
ტ/კ „რუსთავი - 2“-რთან დაკავშირებული საქმის
დროითი პარალელები
ბოლო ჟამში იუდა ისკარიოტელის არსის მატარებელი ავთო იოსელიანის გამოკვეთის შესაცნობი ნიშნების მისტერიულად ასრულების კვალობაზე, ჩვენს ქვეყანაში ე.წ. „სიცრუის გზის“ მიმდინარეობა-დასრულებასთან დაკავშირებული პარალელური პროცესი - ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თემას უკავშირდება.
მივყვეთ თანამიმდევრობით.
2004-2012 წლებში საქართველოში მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერი გუნდის მიერ დამყარებული ე.წ. „დანაშაულებრივი რეჟიმის“ დროს მომხდარი მორიგი უკანონობის გამოსწორების მიზნით:
2015 წ. 4 აგვისტოს, ქიბარ ხალვაშმა და შპს „პანორამამ“ სარჩელი აღძრეს მოპასუხეების: შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ (ყოფილი შპს „საქცემენტი“), შპს „გეო-ტრანსის“, ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“, ნინო ნიჟარაძისა და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ -ის წინააღმდეგ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა საქმე და 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა:
ამის შემდეგ,, კერძოდ 2015 წ. 28 დეკემბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელეებმა, ისე მოპასუხეებმა...
2016 წლის 10 ივნისის განჩინებით, სააპელაციო სასამართლომ, ასევე ზეპირი მოსმენით, განიხილა მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრები და უცვლელად დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება;
2016 წლის 14 ივლისს, მოპასუხეებმა, სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო ინსტანციაში;
2017 წლის 2 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ახალი გადაწყვეტილებით გაუქმდა სააპელაციო პალატის განჩინება და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ,
გაუქმდა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ (ს.კ. 211352016) პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის (პ.ნ. 62001003710) 22%-ის, გიორგი ყარამანაშვილის (პ.ნ. 01025001809) 18%-ის, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ (ს.კ. 206074291) 51%-ის და ნინო ნიჟარაძის (პ.ნ. 01009001438) 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და
შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის (ს.კ.211352016) 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნა ქიბარ ხალვაში (პ.ნ 61002000543) და 40 %-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნა შპს „პანორამა“ (ს.კ 61002000543).
2017 წ. 3 მარტს, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა.
და აი, ამ საქმის ორ წელზე მეტი ხნის შესწავლის შემდეგ - 2019 წ. 18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.
ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თბილისის დროით 12 საათზე გახდა ცნობილი.
კერძოდ, „ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ:
- დაუშვებლად ცნო, როგორც დაუსაბუთებელი, მომჩივნების საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით;
- ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა მომჩივნების სამართლიანი სასამართლოს უფლება საქართველოს სასამართლოს არც ერთ ინსტანციაში;
- 6 ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა მომჩივნების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლეებთან თ. ურთმელიძესა და მ. თოდუასთან დაკავშირებით;
- ერთხმად დაუშვებლად ცნო სამართლიანი სასამართლოს ნაწილში დანარჩენი პრეტენზიები.
- აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი“;.
და აი, თითქოს იცოდნენ, - „სიცრუის გზის“ დასრულება 2019 წ. 19 ივლისით შემოფარგლულ დროში რომ უნდა მომხდარიყო, მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი ასრულება იმავე 2019 წ. 18 ივლისის დღეს განხორციელდა კერძოდ:
13:56 სთ-ზე - ადვოკატმა პაატა სალიამ საჯარო რეესტრს ოფიციალური განცხადებით მიმართა და შპს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის პარტნიორისა და წილის ცვლილება მოითხოვა;
15:17 სთ-ზე - ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2" ოფიციალურად გადაიფორმა. ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში აისახა;
რეესტრში მითითებულია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის 60%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40% შპს „პანორამაზეა" გაფორმებული, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე ხალვაში ფლობს.
15:55 სთ-ზე - ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრში წარადგინა განცხადება ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილების შესახებ. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავდა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან ნიკა გვარამიას გადაყენებასა და მის ნაცვლად პაატა სალიას დანიშვნას.
მანამდე შედგა „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრების ოქმი, რომელშიც პრაქტიკულად მხოლოდ ქიბარ ხალვაში მონაწილეობდა, როგორც ერთობლივად კომპანიის 100%-ის მფლობელი.
პარტნიორთა კრების დღის წესრიგის თანახმად, გადაწყდა, რომ:
- შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა ნიკა გვარამია;
- შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორად დაინიშნა პაატა სალია.
17:20 სთ-ზე - ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ცვლილება საჯარო რეესტრში აისახა. ამავე დოკუმენტით, ქიბარ ხალვაშმა ნიკა გვარამია ადვოკატ პაატა სალიათი ჩაანაცვლა.
20:00 სთ-ზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პოსტის გადასაბარებლად ტელევიზიაში მივიდა.
ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ, ამ კუთხით, უკვე ხსენებული ე.წ. „სიცრუის გზასთან“ დაკავშირებული საკითხი ზუსტად ბიბლიაში კოდირებულად გამოკვეთილ ვადაში „დასრულდა,
ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულ მკითხველს, ვფიქრობთ არ გაუჭირდება გაერკვეს, თუ რაზე გვანიშნებს ზემოთ აღწერილი პროცესის, იუდა ისკარიოტელის სახის გამოკვეთის დროით მიჯნასთან ამგვარი თანხვედრა.
ბოლო ჟამში მოსახდენი - იუდა ისკარიოტელის არსის გამოკვეთის თემატიკა, ჩვენს ხელთ არსებული მწირი საინფორმაციო უზრუნველყოფის პირობებში, ბუნებრივია მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილისათვის შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი.
ამის საპირისპიროდ - ტ/კ „რუსთავი - 2“-თან დაკავშირებული საკითხი, ბოლო ჟამში მცხოვრები მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირების ფონზე მიმდინარეობს.
შესაბამისად, მათთვის, ვისაც ყური სასმენლად აქვს გვინდა განვაცხადოთ, რომ - ტ/კ „რუსთავი-2“-რთან დაკავშირებული თემის ასე ფართოდ გაშუქება, დაფარულში, მისტერიული მიმდინარე ბოლო ჟამის იუდა ისკარიოტელის საკითხის გახსნას „უკავშირდება“,
ე.წ. „სარედაქციო პოლიტიკის“ საკითხისათვის
წლების მანძილზე ტ/კ „რუსთავი-2“, როგორც მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ 2004-2012 წ.წ. დამყარებული „დანაშაულებრივი რეჟიმის“ დროს; ასევე მათ მიერ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, პარტია „ნაც. მოძრაობის“ საეთერო რუპორად იყო ქცეული.
აღნიშნულ პოზიციას, ბუნებრივია, „ნაც. მოძრაობის“ მიერ დამკვიდრებული სტანდარტებისადმი თანხვედრილი, ამ ტელეკომპანიის მფლობელებისა და აქ მომუშავე ჟურნალისტთა შინაგანი მსოფლმხედველობითი პოზიცია განაპირობებდა.
„ნაც. მოძრაობა“, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში დამარცხების დღიდან მოყოლებული დღემდე, ჯიუტად ცდილობს ქვეყანას მათთვის მისაღები გზით სიარულისაკენ მოუწოდოს.
ამ პარტიის ტელევიზიად ქცეული „რუსთავი-2{-ის ე.წ. „სარედაქციო პოლიტიკა“ სწორედ ამაში მდგომარეობდა - ყველა დასაშვები თუ დაუშვებელი ხერხებით მიეღწია ამ დანაშაულებრივი რევანშისტული ძალის კვლავ ქვეყნის მმართვის სადავეში მოყვანა.
და აი, 2019 წ. 18 ივლისიდან მოყოლებული, როდესაც ტ/კ „რუსთავი-2“-ის მფლობელი გახდა „ნაც. მოძრაობის“ რევანშისტული იდეოლოგიის უარმყოფელი ფინანსური ჯგუფი, „ნაც. მოძრაობის“ დანაშაულებრივი იდეოლოგიის გამტარებელი ამ ტელევიზიის ელიტური ჟურნალისტური ჯგუფი, საქვეყნოდ აყენებს პირობას და ითხოვს, საშუალება მიეცეთ მათ კვლავ ძველი ე.წ. „სარედაქციო პო;იტიკის“ სულისკვეთებით წარმართონ საქმიანობა.
ეხლა ვნახოთ რა ხდება, ბოლო ჟამის იუდა ისკარიოტელის არსის მატარებელ ავთო იოსელიანთან ასოცირებულ ე.წ. „სიცრუის გზასთან“ მიმართებაში.
როგორც ვიცით, ჯერ - 2019 წ. 4 ივლისს, ხოლო მოგვიანებით 11 ივლისს, ლასკარში შემდგარ შეხვედრაზე ბ-ნი ავთო იოსელიანი დიდსულოვნად გამოტყდა, რომ მთელი ამ დროის მანძილზე მის მიერ ჩვენს წინაშე გადმოცემული, საქმის წარმატებით დამთავრებაზე ორიენტირებული ისტორია - თავიდან ბოლომდე სიცრუეზე იყო აგებული.
მოგვიანებით ნათელი გახდა, რომ ჩვენს მოლოდინს, რომ ამის შემდგომად ბ-ნი ავთო იოსელიანი უარს იტყოდა „სიცრუის გზით“ სიარულზე, 11 ივლისის შეხვედრაზევე, ქ-ნი დინა ჯიქიას ნათესავებისათვის გაცემული ცრუ დაპირებიდან გამომდინარე - ასრულება არ ეწერა.
ამის დადასტურება 17 ივლისს მათ შორის შემდგარი სატელეფონო საუბრისას მოხდა, როდესაც გაირკვა რომ - ბ-ნი ავთო იოსელიანი კვლავ დროის გაჭიანურების პოლიტიკას აგრძელებდა.
2019 წ. 19 ივლისს, ლასკარში გამართულ შეხვედრაზე, ბ-ნ ავთო იოსელიანს კიდევ ერთხელ განვუმარტე ამ დღის თაობაზე ბიბლიაში დაცული მინიშნებანი.
ბ-ნ ავთოს ავუხსენი, რომ წინა შეხვედრაზე ჩემი და ბ-ნი მევლუდ მამადაშვილის მიერ გამოთქმული პოზიცია, რომ ჩვენ მზად ვიყავით მიგვეტევებინა მისთვის, ამ წლების მანძილზე მოყენებული უდიდესი მორალურაი შეურაცყოფა და აქედან მომდინარე სულიერი და ჯანმრთელობრივი პრობლემები, სულაც არ ათავისუფლებდა მას - არსებული ფინანსური ვალდებულების გასტუმრებისაგან. .
ბ-მა ავთო, მისთვის ჩვეულ სტილში შეეცადა ჩემთვის დაეხატა მის ირგვლივ შექმნილი მძიმე რეალობა.
მისი თქმით, ჩვენი სიტუაციის პარალელურად, მის გარშემო 10 – 12 წლის წინანდელი საქმიანობიდან მომდინარე, იგი ლამის სასიკვდილო დაპირისპირების ზღვარზე იმყოფებოდა. ამას თუ დავუმატებდით ქ-ნ დინა ჯიქიას სანათესაოს მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიას, მაშინ, მისი თქმით - ამ მდგომარეობის განმუხტვას იგი მხოლოდ მის სიკვდილში ხედავდა.
მე ვუთხარი - „ბ-ნო ავთო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით ეს ინფორმაცია ჩემში ნდობას არ იწვევს, მაინც გირჩევთ, რომ თავი დაანებეთ - „მაოხარი გზირის“ როლში ყოფნას, და ნურავის უბიძგებთ თქვენთან სხვადასხვაგვარი დაპირისპირების გამო, ანუ ტყუილებით გაჯერებული საქმიანობით გამოწვეულ პრობლემებს, მათი ციხეში ყოფნა დაამატოთ-მეთქი“.
აქვე მოვახსენე, თუ როგორ მესახებოდა არსებული პრობლემის მოგვარება. კერძოდ:
- ოთხნახევარწლიანი უშედეგო დაპირების ფონზე, ერთხელ მაინც აეღო თავისი წილი პასუხისმგებლობა, და ჯერ ქ-ნი დინა ჯიქიასგან აღებული ვალის დაფარვა მოეხდინა;
- იმ შემთხვევაში თუკი, მიზეზთა გამო, მას არ შეეძლო ვალის დაბრუნება, მაშინ დროზე ეთქვა უარი ე.წ. „მაოხარი გზირის“ როლზე, და:
ან ეკლესიაში წასულიყო, და ბერად აღკვეცილს ეზრუნა საკუთარი დამძიმებული სულის გადარჩენაზე;
ანდა, თუნდაც ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ, მისი სიცრუესა და თაღლითობაზე დამყარებული საქმიანობის ამსახველ დოკუმენტებზე დაყრდნობით, თავად მისულიყო პოლიციაში და მისი პასუხისმგებლობის შესაბამისი ვადით ჩამჯდარიყო ციხეში.
არჩევანი მას თავად უნდა გაეკეთებინა, და თანაც რაც შეიძლება უმოკლეს დროში.
ბოლოს, ზემოთქმულს დავამატე - „ბ-ნო ავთო, სამწუხაროდ არსებობს მეოთხე გზაც - თუკი თქვენ კვლავ გაგრძელებთ სიცრუის გზით სიარულს, მაშინ ალბათ უნდა ველოდოთ, თქვენს მიერ წლების მანძილზე გამოცდილ - ან ტელეფონის გათიშვას; ან სატელეფონო ზარებზე პასუხის არ გაცემას...
ასეთ შემთხვევაში წინასწარვე მინდა დაგისვათ კითხვა - ამ გზის არჩევის შემთხვევაში, როგორ აპირებთ ასეთი ცოდვიანი სულით ამქვეყანაზე სიარულს-მეთქი“.
აქვე, კიდევ ერთხელ შევახსენე ზვიად გამსახურდიას მიერ 1992 წ. დაწერილ საშობაო ლექსში, იუდას თაობაზე გაჟღერებული:
„ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ჩემი სული ცას უხმობს, ჭეშმარიტად! - კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს [კოდია]; თუმცა შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავაკრა, ჯვარს ვერ ვკადრებ, ქრისტეს შემდეგ ზედ იუდა გავაკრა.
შერცხვენილი, წარწყმედილი, ეგდოს ქვეყნად, ეთრიოს [კოდია], ხოლო შენზე მრავალ მლოცველს კვლავაც ღამე ეთიოს“.
ბ-ნმა ავთო იოსელიანმა „აღმითქვა“, რომ იგი, შეეცდებოდა უახლოეს მომავალში მიეღო ყველაზე სასურველი გადაწყვეტილება.
ამ დღიდან მოყოლებული ვიდრე 25 ივლისამდე ბ-მა ავთო იოსელიანმა შეწყვიტა ჩემს სატელეფონო ზარებზე რეაგირება, ზოგჯერ ტელეფონს თიშავდა.
25 ივლისს, ბ-ნი ავთო იოსელიანის მიერ ჩვენს მიმართ გამოხატული ე.წ. „სიცრუისეული ისტორიის ქრონიკების“ გაცნობის მიზნით ჩვენს საერთო ნაცნობს ბ-ნ მიხეილ ანდღულაძეს ვესტუმრე. საუბარი თითქმის სამი საათი გრძელდებოდა.
ბ-ნი მიხეილ ანდღულაძის ოფისის დატოვებიდან ნახევარი საათის შემდეგ ბ-მა ავთო იოსელიანმა თავად გადმომირეკა, და მაუწყა მასსა და ბ-ნ მისეილს შორის გამართული საუბრის ფაქტის შესახებ.
ბ-მა ავთომ განმიცხადა, რომ ჩემს მხრიდან მისთვის გაკეთებული შეთავაზების თაობაზე, იგი, ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული.
მე ვუთხარი - „ბ-ნო ავთო!.. ხომ იცი. რომ ამ კვირის ბოლოს ქ-ნ დინა ჯიქიასა და მისი ნათესავებისადმი კონკრეტული პასუხის გაცემის ვალდებულება გაქვს აღებული. ამიტომ, თავად გადაწყვიტე რა გზას ირჩევ, მაგრამ რის გაკეთებასაც აპირებ დროზე განახორციელე-მეთქი“.
როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მისი პასუხი სტანდარტული იყო - „გარწმუნებთ ბ-ნო გელა უმოკლეს ვადაში მივიღებ გადაწყვეტილებასო“.
ჩვენი საუბარიც ამით დასრულდა.
მინაწერი:
მკითხველო, ჩვენ, თქვენთან ერთად ისღა დაგვრჩენია თვალი მივადევნოთ, როგორ განვითარდება, თითქმის პარალელურ რეჟიმში მიმდინარე:
ერთის მხრივ ტ/კ „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტების მიერ აქამდე არსებული ე.წ. „სარედაქციო პოლიტიკის“ შენარჩუნებისა; და
მეორეს მხრივ ბოლო ჟამის იუდა ისკარიოტელის არსის მატარებელი ავთო იოსელიანის მიერ „სიცრუის გზაზე“ სიარულისა თუ მისგან თავისდაღწევის მცდელობის ამსახველი პროცესები.
ღმერთმა ყველას მისცეს მართებული არჩევანის გაკეთების უნარი.
ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს.
მიხეილ [გელა]
სალუაშვილი
ფაქტები და რეალობა
„ნაცნოძრაობის“ ირგვლივ თავმოყრილმა 20-მა ე.წ. კვალიფიცირებულმა პარტიამ, დაანონსებული 1 000 000 ხელმოწერის ნაცვლად, კანონით განსაზღვრულ დროში, წარადგინა მხოლოდ - 228 559 მოქალაქის ხელმოწერა, ანუ თითოეულ ე.წ. კვალიფიციურ პარტიას, საშუალოდ - 11 428 ხელმოწერის შეგროვება მოუხერხებია.
და ეს მაშინ, როდესაც კანონით, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, - ე.წ. არაკვალიფიციურ პარტიას, საარჩევნო რეგისტრაციისათვის, მინიმუმ 25 000 ხელმოწერის ვალდებულება აქვს.
დასკვნის გაკეთება თქვენთვის მოგვინდია...
მინაწერი:
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ - 26 386 ხელმოწერა გაბათილდა, ხელმოწერ პირთა მონაცემებში აღმოჩენილი ხარვეზებისა და უზუსტობების გამო... კომიტეტმა ნამდვილად 202 173 მოქალაქის ხელმოწერა მიიჩნია. შესაბამისად, ოპოზიციურ პარტიათა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში სწორედ ამ რაოდენობის ხელმოწერებით იქნება ინიცირებული.
...
ამბობენ - დღეს აქ წყდება, საქართველოში,
მისიონერთა ბედი.
მთავარია, მოედნები უკვე მწყობრშია,
მოდიდან გავიდა, არავინ კითხულობა - ვის შია?
მოდაში შემოდის რთული კითხვები“
ძალა ღვთისა, თუ - „ვისშია?“
ტელე-გადაცემებს გარს შემოერტყა
ირგვლივ არშია,
მართალია რომ ტელევიზიებს მართლაც არ შიათ.
მაგრამ მაინც აწუხებთ, რაღაც
სულში ის მიღმიერი.
ყურს უგდებს ტელევიზია
საღვთო მისიაზე რას ამბობს ერი.
ყველა იმას კითხულობს:
ვინ არისო - :გერი“?
ის ვინც „მთავარია“, მართლაც ზღაპარია,
თამაშის წესები მან უკვე არია,
თუ ვინ- ვინ არის, ვერაფერს გაიგებ.
ვეღარ გაიგო ხალხმა
ეს კითხვა იყო თუ იგავი,
და გაასარჟა ის მრავლისმთქმელად...
დინა [დიანა] ჯიქია
„სორციელ და სულიერ სენთაგან დაიხსენ ერი!“
ძილშიც ჩურჩულით გევედრები, მაღალო ღმერთო,
რომ საქართველო მიერთიან-გადამირჩინო,
რომ ერმა ჩემმა სამოძღვრო მრწამსით და ათი მცნებით,
გამოაჩინოს ქრისტეს სული - სული საჩინო!
შთააგონე ერს სიდიადე - ცხრა ნეტარების,
შენ მიეც ჩემს ერს - ცხრა ნაყოფი სულიწმიდისა!
დაიცვას - შვიდი საიდუმლო ახალი აღთქმის,
და - შვიდი საქმე ხორციელი მოწყალებისა!
ერს შეამეცნე - შვიდი ნიჭი სულიწმიდისა,
ადიდოს - საღთისმეტყველო ზე-სათნოება!
რომ - შვიდი საქმით სულიერი მოწყალებისა,
ადიდოს ქრისტეს ჭეშმარიტი სარწმუნოება!
შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას - განერნეს ერი
და მათი წამლით - შვიდ სათნოებით ამარცხოს მტერი...
რომ ეშმაკი და ბოროტება იქნას აღგვილი,
აღგვილი იქნეს - ანგარება, სიძვა და შური,
ამპარტავნება, მრისხანება, ნაყროვანება...
გვედრი, უფალო, ჩემს ვედრებას მოაპყარ ყური:
სასოწარკვეთილება განერნეს ერს - ღვთისმშობლის ხვედრს
და ივერთ სულში დაივანოს ზე-სათნოებამ,
რომ მარხულობით, სიმდაბლით და მოწყალებით
ვპოვოთ - სიმშვიდე, სიყვარული, უმანკოება,
მოგვმადლე სიბრძნე, შიში ხვთისა და სასოება!..
და აღადგინე ერი დაცემული - ყოვლადმწყალობელო!
და შეიწყნარე ერი ცოდვილი - ყოვლადშემწყალებელო!
და გაანათლე ერი დაბნეული - მზეო სიმართლისაო,
და გააბრწყინე ერი ნათლითა შენითა - ყოვლადბრწყინვალეო!
ღამე სიზმარშიც ვლოცულობ და გევედრები:
მასწავლე ლოცვა, რჯულის დაცვა, შენზე გალობა,
შენი ტაძარი გახდეს სული ცოდვილი შვილის,
დე, სიწმინდე და სისპეტაკე მექნეს წყალობად! ამენ!
მხევალი ღვთისა
თინათინ კოლხი
[გაგუა]
...
ვინც საქართველოს თავისუფლებას
კიდევ და კიდევ უმიზნებს ლახვარს,
დე, თუნდაც დღესვე წამერთვას სული,
ოღონდ ქსრთველის ხელით მოკლული
„თავისუფლება“ არ დამანახვა...
მინდა სუყველა ჩაგიკრათ გულში,
ვის როგორც უნდა, ისე გაიგოს,
და სიყვარულით შექმნილი ლექსი,
ყვავილებივით ჩამოვარიგო.
წუთისოფელი თავის გზით მიდის,
მაცხოვრის მოსვლის დრო როცა მოვა,
ჩვენი ლასკარიც „შეიცვლის“ ადგილს,
ზვიადის სული თბილისს დალოცავს!..
დრო აღარ ითმენს, ხომ ხედავთ,
ყველამ თქვენს გვერდში მდგომელს უთხარით,
გააღონ გულის კარები,
კარს გვიკაკუნებს უფალი!..
დაველოდოთ ქრისტეს მოსვლას,
გაიხარებს ჩვენი გული,
იმწუთასვე შვებას იგრძნიბს
ბედისაგან დაჩაგრული!
ეკატერინე
ხრიკული