ბოლო ჟამის ქრონიკები

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებათა ე.წ. წინმსწრები პროცესების ზოგადი მონაცემები ასეთია:

2018 წ. მიღებული საკონსტიტუციო ცვლელებები, ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების დღეს, კერძოდ - 2918 წ. 16 დეკემბერს შევიდა ძალაში;

2019 წ. 20-21 ივნისს, პ/გნ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი გავლენის ქვეშ მყოფი პარტიების პარლამენტში შეჭრის მცდელობის გზით სავარაუდო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისა, და ამ ფონზე ქვეყანაში მოსალოდნელი არეულობის აღკვეთის მიზნით, მმართველმა პარტიამ - 2020 წ. საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების გადაწყვეტილება გაახმოვანა.

საკონსტიტუციო ცვლილების - ინიცირების, ერთ თვიანი განხილვისა და პარლამენტის სხდომაზე საკითხის გასატანად საჭირო პროცედურების გავლის შემდგომად - 2019 წ. 14 ნოემბერს, საკონსტიტუციო ცვლილებამ ხმების საჭირო ოდენობა ვერ მოიპოვა;

გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს შორის დაწყებულ მოლაპარაკების პროცესში საერთაშორისო წარმომადგენლობათა შუამდგომლობის შედეგად - 2020 8 მარტს საკონსტიტუციო ცვლილებათა ძირითადი მონახაზის გამოკვეთის შემდგომად 2020 წ. 11 მარტის 17:00 სთ-ზე ჩატარებულ ბიუროს სხდომაზე - საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის ინიცირება მოხდა.

ჩვენს მიერ, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი კი, პარლამენტში 2020 წ. 11 მარტის 12:12 სთ-ზე იქნა გადაგზავნილი.

პროცესების შემდგომი განვითარების თაობაზეი, თუ ღმერთი ინებებს, სხვა დროს მოგახსენებთ, მანამდე კი წარმოგიდგეთ აღნიშნულ პროექტს.                                                                  

 

საქართველოს პარლამენტი უმრავლესობას!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ არჩილ თალაკვაძეს!

საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა

[ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]“

სახელით

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

2020 წ. ოქტომბერში საქართველოს პარლამენტში

მაჟორიტარული წესით 30 დეპუტატის არჩევის საკითხისათვის

იხ. დანართი - 9 გვერდი

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

თბილისი, 2020 წლის 11 მარტი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. "> This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

წერილის რეგისტრაციის ნომერია N1-4590/20

დანართი

 

ბატონო არჩილ!

გაცნობებთ, რომ 2020 წ. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს თავმჯდომარის მიერ 2020 წ. 14 თებერვალს მიღებული შესაბამისი განკარგულებით [N02/2020 – 14. 02. 2020], ჩვენი პარტია „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, დღეისათვის არის საარჩევნო რეგისტრაციის მქონე ერთადერთი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც, თუ ღმერთი ინებებს, უახლოეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ სახელდებით: „ზვიადის გზა [ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]“.

 

გვინდა რა ჩვენი წვლილი შევიტანოთ, საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის გარდამავალი დებულების დახვეწაში, რომლის ძალითაც იგეგმება, რომ 2020 წ. - საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან, წარმოგიდგენთ ჩვენს წინადადებას - მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი 30 სადეპუტატო მანდატის განაწილეასთან დაკავშირებით.

 

ჩვენი წინადადების ძირითადი არსი

საკონსტიტუციო ცვლილების თაობაზე საუბრის დაწყებამდე, მოდით გავიხსენოთ განსახილველ საკითხთან დაკავშირებული და დღეს მოქმედი ზოგიერთი სამართლებრივი დოკუმენტი. კერძოდ:

როგორც მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიული მოწყობა - ასიმეტრიულ პრინციპზეა აგებული. ის მოიცავს: 2 ავტონომიურ რესპუბ-ლიკას, 9 მხარეს და საქართველოს დედაქალაქს, თბილისს [ცალკე სამართლებრივი აქტებით არის დაფიქსირებული ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“].

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორი ძირძველი რეგიონის აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის გამო საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციაში დარჩენილია: თბილისი, აჭარის ავტონომია და 9 მხარე, ანუ სულ 11 რეგიონალური ერთეული.

მიზეზთა გამო, საკონსტიტუციო ცვლილებათა თაობაზე სახელისუფლო გუნდი მოლაპარაკებას აწარმოებდა [აწარმოებს] მხოლოდ 2004-2012 წ.წ. მოქმედი დანაშულებრივი რეჟიმის შემქმნელებსა და მათ ირგვლივ, სხვადასხა მიზნით თავმოყრილ, რამოდენიმე ათეულ პოლიტიკურ ძალასთან. [ძირითადად, სხვადასხვა მაქინაციების გზთ კვალიფიციური სტატუსის, ანუ სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების მქონე პარტი ებია].

როგორც გასულ წლებში ჩატარებული არჩევნების შედეგებმა აჩვენა, საქართველოს ამომრჩეველთა მხრიდან გამოვლენილი ამ პარტიების ჯამურ მხარდამჭერთა ოდენობა ერთ ათეულ პროცენტს არ აღემატება.

 

ამ პროცესიდან მთლიანად გამოთიშულია პოლიტიკური პარტიების არა მარტო დანარჩენი საკმაოდ დიდი ჯგუფი, არამედ - საქართველოში არსებული ძირითადი რელიგიური მიმდინარეობები.

ამ უკანასკნელთა თაობაზე, სამართლებრივი ბაზისი ასეთია:

საქართველოს კონსტიტუციის მე-8 თავი აწესრიგებს: „სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობას“ რომლის ძალითაც - „... რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში...“.

ამის პარალელურად საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ბიუჯეტიდან დაფინანსება, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა, 3 რელიგიური გაერთიანებას გამოეყო [ე.წ. „ებრაულ თემზე“, მათი მცირერიცხოვნობისა გამო, ამჯერად არ ვსაუბრობთ]. ესენია:

ისლამური თემი,

კათოლიკური ეკლესია და

სომეხთა წმიდა სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის საქართველოს ეპარქია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“ აერთიანებს სუნიტთა და შიიტთა რელიგიურ საბჭოებს. კერძოდ:

„აჭარელი და აფხაზი მუსლიმები, ძირითადად, სუნიტები არიან. აღმოსავლეთ საქართველოში, აზერბაიჯანელთა შორის, შიიზმია გავრცელებული. თბილისის მეჩეთი აღმოსავლეთ საქართველოს მუსლიმთა ცენტრია. იქ საქართველოს ახუნდი (ზედამხედველი) მსახურობს, რომელიც საქართველოში ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმოადგენს (ცენტრი ბაქოშია). თბილისის მეჩეთში შიიტები და სუნიტები ერთად ლოცულობენ“ [იხ. ვიკიპედია]..

ამდენად, სულ გამოყოფილია - 4 რელიგიური მიმდინარეობა.

 

ყოველივე ზემოთმულის გათვალისწინებით, საარჩევნო გაერთიანება: „ზვიადის გზა [ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]“, გთავაზობთ, შეთანხმების თანახმად განსაზღვრული მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი 30 საპარლამენტო მანდატი, სამ სხვადასხვა პრინციპზე დამყარებული წესით შეირჩეს. კერძოდ მასში გაერთიანდება:

ა) დღეის მდგომარეობით დადგენილ, საქართველოს იურისდიქციაში მოქცეული ტერიტორიული მოწყობით გათვალისწინებულ საზღვრებში შექმნილ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული დეპუტაცია. სულ - 11 დეპუტატი;

ბ) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის მიერ სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით განსაზღვულ ტერიტორიაზე მოქმედ ეპარქიებში, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული დეპუტაცია. ასევე - 11 დეპუტატი;

გ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ეკლესიებიდან - 4 ძირითადი რელიგიური მიმდინარეობისათვის გამოყოფილი - 4 სადეპუტატო მანდატი.

ჩვენი შემოთავაზებით, მაჟორიტარული წესით ასარჩევი, დარჩენილი 4 სადეპუტატო მანდატი მთლიანად უნდა დაემატოს ქ. თბილისისათვის გამოყოფილ ქვოტას.

 

დასკვნის მაგიერ

ამდენად, წინამდებარე შემოთავაზების თანახმად, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი 30 საპარლამენტო მანდატი, ასეა გადანაწილებული:

- დღეის მდგომარეობით დადგენილ, საქართველოს ტერიტორიული მოწყობით გათვალისწინებულ საზღვრებში შექმნილ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარუ-ლი სისტემით ასარჩევ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა - 15 დეპუტატი. კერძოდ:

- . თბილისის მოსახლეობაირჩევს პარლამენტის ხუთ წევრს;

- აჭარის ავტონომიისა და საქართველოს მხარეების [გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის] მოსახლეობა აირჩევს- პარლამენტის თითო წევრს.

 

- საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ, ხსენებულ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებიდან აირჩევა - 11 დეპუტატი;

 

- 4 პარლამენტის წევრის არჩევა მოხდება, თავად რელიგიურ მიმდინარეობათა მიერ დადგენილი იმ შიდა განაწესით. რომელსაც, შესაბამისი განკარგულებით წინასწარ დაამტკიცებს ცესკოს თავმჯდომარე. საბოლოოდ:

- ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრა-ციიდან აირჩევა - ერთი დეპუტატი;

- საქართველოს სუნიტთა რელიგიურ საბჭოდან - ერთი დეპუტატი;

- საქართველოს შიიტთა რელიგიურ საბჭოდან - ერთი დეპუტატი;

- სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიიდან -ერთი დეპუტატი;

 

ამდენად, საარჩენო უბნებზე მისული ამომრჩეველი, მიიღებს სამი სახის ბიულეტენს:

1. პროპორციული სისტემით არჩევისათვის შედგენილ ბიულეტენს;

2. სამხარეო დაყოფის პრინციპზე აგებულ ერთმანდატიან ოლქებში ასარჩევი 15 მაჟორიტარული მანდატის მქონე კანდიდატთა სიის მქონე ბიულეტენს;

3. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის მიერ სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით განსაზღვულ ტერიტორიაზე მოქმედ ეპარქიებში, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში, სასულიერო პირთაგან 11 საპარლამენტო პირთა ასარჩევ კანდიდატთა სიას მქონე ბიულეტენს.

 

მინაწერი 1.

2020 წლის 8 მარტს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, და განსაკუთრებით საქართველოში აშშ-ის ელჩის ძალისხმევით ჩაიწერა, რომ:

 

„30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად. ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით საარჩევნო ოლქების გადახრა მათი საერთო საშუალო მაჩვენებლიდან არ უნდა აღემატებოდეს 15%-.

უპირატესობა უნდა მიენიჭოს ოლქების საქართველოს რეგიონების ფარგლებში ფორმირებას, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა. საარჩევნო ოლქების განსაზღვრის ზემოაღნიშნული წესებიდან შეიძლება დაშვებულ იქნეს არაუმეტეს სამი გამონაკლისისა: უმცირესობათა და მაღალმთიანი მოსახლეობის წარმომადგენლობის წასახალისებლად ან უნიკალური გეოგრაფიული საჭიროებების გასათვალისწინებლად...“.

 

მცირე ისტორიული მიმოხილვა

საქართველოს სხვადასხვა სამხარეო ერთეულებში, მთავრობის წარმომადგენლის ე.წ. გუბერნატორის დანიშვნა, და მათი საქმიანობის იურიდიული უფლებამოსილება, მოქმედი კანონმდებლობით სულაც არაა დეამოკიდებული ამ მხარეში მოსახლეობის რაოდენობაზე.

ჩვენის აზრით ასევე უნდა მოხდეს პარლამენტის მაჟორიტარული წესით ასარჩევ დეპუტატთა შემთხვევაშიც, კერძოდ:

სადეპუტატო მანდატი უნდა გაიცეს არსებულ მხარეებში ამომრჩეველთა მიერ გამოხატული ნების მიხედვით, ანუ არ არის საჭირო მათი ოდენობის ხელოვნური გათანაბრება [თუნდაც 15%-იანი ცდომილების გათვალისწინებით].

 

ამ პოზიციის არსში უკეთ გასაგებათ, მოდით თვალი გადავავლოთ, მაჟორიტარულ პრინციპზე აგებული, აშშ-ის კონგრესის ე.წ. ზედა პალატად წოდებული - „სენატის“ არჩევის წესს.

 

„...აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით სენატში თითოეულ შტატს ჰყავს ორი წარმომადგენელი, რომლებიც აირჩევიან ყოველი შტატიდან ექვსი წლის ვადით. ცალკეულ შტატში არჩევნების ჩატარების დრო და წესები განისაზღვრება შტატის კანონმდებელი კრების და აშშ-ის კონგრესის მიერ. შედეგად ყოველ ორ წელწადში არჩევნები ტარდება სენატის ადგილების დაახლოებით ერთი მესამედის დასაკავებლად.

სენატის პრეზიდენტი არის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, თუმცა მას ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ხმების შუაზე გაყოფის შემთხვევაში აქვს. სენატი მიიჩნევა აშშ-ის კონგრესის "ზედა პალატად".

 

როგორც მოგეხსენებათ - „... ამერიკის შეერთებული შტატები ფედერალური რესპუბლიკაა, რომელიც შედგება 50 შტატის, ერთი ფედერალური ოლქისა (ვაშინგტონი) და ერთი ინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორიისგან (პალმირის ატოლი).

ბუნებრივია, რომ თითოეულ შტატში მოსახლეობის სხვადასხვა რაოდენობაა. თუმცა - აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით სენატში თითოეულ შტატს ჰყავს ორი წარმომადგენელი...

გავეცნოთ ზოგიერთ მონაცემს.

კალიფორნიაში მაცხოვრებელთა ოდენობა შეადგენს - 38 მილიონია იგი სენატში ირჩევს 2 სენატორს; ასევე 2 სენატორი აირჩევა ტეხასში, სადაც - 26 მლნ. ცხოვრობს; 20 მილიონიანი მაცხოვრებლის მქონე ნიუ-იორკსა და; ფლორიდაში; და ა.შ.

აღნიშნული შტატების მოსახლეობის მსგავსად სენატში ორ წარმომადგენელს ირჩევენ მაგ. ისეთი შტატებიც, როგორიცაა:

დელავერი - 926 ათასი მაცხოვრებელი; სამხრ. დაკოტა - 845 ათასი; ალასკა - 735 ათასი; ჩრდ. დაკოტა - 723 ათასი; ვერმონტი - 627 ათასი; უაიომინგი - 583 ათასი და ა. შ.

როგორც ვხედავთ, სენატორი, რომელიც ე.წ. მაჟორიტარული სისტემით აირჩევა, შტატში არსებულ ამომრჩეველთ რაოდენობაზე სულაც არაა დამოკიდებული, რამეთუ, როგორც აღინიშნა: „აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით სენატში თითოეულ შტატს ჰყავს ორი წარმომადგენელი...“, ანუ 38 მილიონიან კალიფორნიას, ისევე როგორ 583 ათასიან უაიომინგის შტატს სენატში თანაბარი რაოდენობა სენატორი წარმოადგენს.

 

ჩვენი შემოთავაზების არსი, სწორედ ამდაგვარი გამოცდილების ჩვენს რეალობასთან მორგებაში მდგომარეობს.

 

დასკვნა

უკვე ხსენებულ მოლაპარაკების მონაწილეთა მიერ მიღწეული, ამ ეტაპზე - პირობითი შეთანხმების თანახმად:

„...ამ დოკუმენტის ხელმომწერები თანხმდებიან, რომ მხარს უჭერენ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის დებულებაში ცვლილებას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შემდეგ მოდელს განსაზღვრავს.

საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან...“

 

ჩვენს მიერ შემოთავაზებული მექანიზმის თანახმად, 2020 წლის პარლამენტის ამ სისტემით არჩევის შემთხვევაში, საქართველოს პარლამენში წარმოდგენილი იქნება:

პრტოპორციული პრინციპით არჩეული - 120 დეპუტატი;

დღეს მოქმედი სამხარეო ერთეულებად დაყოფილი - 11 ადმინისტრაციული ერთეულიდან, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებიდან მაჟორიტარული პრინციპით არჩეული - 15 დეპუტატი;

არსებულ სამხარეო ერთეულებში, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ დადგენილი ეპარქიებიდან ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან არჩეული - 11, სასულიერო იერარქიის სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი, დეპუტატი; და

საქართველოში მოქმედი - 3 ძირითადი რელიგიური მიმდინარეობის ეკლესიიდან არჩეული, - 4, სასულიერო იერარქიის სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი, დეპუტატი.

 

 

მინაწერი 2.

მაჟორიტარული წესით დეპუტატთა ასარჩევად საჭირო

ქვოტირების საკითხისათვის

საქართველოში 2018 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით, საქართველოში სულ დაფიქსირებულია - 3 504 082 ამომრჩეველი.

მიღწეული საკონსტიტუციო ცვლილების ფარგლებში იგეგმება, რომ საქართველოს პარლამენტში უნდა აირჩეს 30 მაჟორიტარი დეპუტატი. შესაბამისად, თითო მაჟორიტარ დეპუტატზე, საშუალოდ: 3 504 082 : 30 = 116 803 ამომრჩეველი მოდის.

აღნიშნულ მაჩვენებლის სიდიდეს, საქართველოს მასშტაბით მხოლოდ შვიდიოდე საარჩევნო ოლქი აკმაყოფილებს. 2018 წ. ამომრჩეველთა მაჩვენებლის მიხედვით ესენია:

1. საბურთალო, სადაც 129 757 ამომრჩეველია აღრიცხული; 2. სამგორი - 145 021; 3. ნაძალადევი - 135 214; 4. გლდანი - 144 644; 5. ქუთაისი - 156 051; 6. ზუგდიდი - 120 616; 7. ბათუმი - 143 372;

ზოგიერთ საარჩევნო ოლქში გამოთვლილ მაჩვენებელთნ მეტ-ნაკლებად მიახლოებული ამომრჩეველია დაფიქსირებული. ესენია:

1. ვაკე - 101 571; 2. ისანი - 111 680; 3. რუსთავი - 107 724; 4. გორი - 111 623.

 

დასასრულს დავსძენთ, რომ აღნიშნული მაჩვენებლებისა და 2018 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა ოდენობის - ერთის მხრივ; და - მეორეს მხრივ: დღეისათვის დაზუსტებული საარჩევნო სიის მონაცემების შეჯერება, მხოლოდ არითმეტიკულ გაანგარიშებას საჭიროებს, რასაც პარლამენტის შესაბამისი სასახური, ყოველგვარი დახმარების გარეშე გაართმევს თავს. ჩვენც ამით შემოვიფარგლებით. ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთებას უნარი.

 

მინაწერი 3.

ვიზიარებთ რა, საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარებისა და ამ საქმეში - ხელისუფლების, პარტიების, არასამთავრობო და საექსპერტო წრეების ფართო სპექტრის ჩართვის აუცილებლობას - გამოვთქვამთ მზაობას მონაწილეობა მოვიღოთ საკონსტიტუციო რეფორმის მიზნით შესაქმნელი კომისიის მუშაობაში.

შესაბამისად, გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი წინადადება - საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე კომისიის შემადგენლობაში: ჩემი, როგორც საარჩევნო გაერთიანება: „ზვიადის გზის [ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის] სპიკერის/თავმჯდომარის ჩართვის თაობაზე.

 

პატივისცემით

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

თბილისი, 2020 წლის 11 მარტი

 

 

ინფორმაცია განსჯისათვის

2020 წ. 11 მარტს საქა-რთველოს პარლამენტის ბიუროზე დაარეგისტრირეს, 2020 წ. 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ბაზაზე შემუშავებული - საქართველოს კონ-სტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“.

კერძოდ, მასში ასახულია, რომ 2020 წლის ოქტომბერში ასარჩევი პარლამენტის 150 მანდატიდან - 120 აირჩევა პროპორციული, ხოლო 30 - მაჟორიტარული წესით;

იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკური პარტია მარტო მონაწილეობს არჩევნებში, მას მანდატების მოსაპოვებლად მოეთხოვება - 1%-იანი ბარიერის გადალახვა; საარჩევნო ბარიერი.

საარჩევნო ბლოკს მოეთხოვება იმდენი პროცენტის გადალახვა რამდენი პარტიაც იქნება ბლოკში გაერთიანებული;

ჩამკეტი მექანიზმი გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ პროპორციულ არჩევნებში ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღოს მთლიანი საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა.

 

 

 

შესავედრებელო ჩემო!

ღმერთს შევავედრებ მე ჩემს მამულეთს -

მრავალენოვანს, მრავალფეროვანს...

სხვაგან ვერ ნახავთ ასეთ გულ-ღიას,

სტუმართმოყვარეს, მრავალეროვანს!

ნახავთ კი სხვაგან ასეთ თვალწარმტაც

და სამწუხაროდ - მრავალმტეროვანს...

ერთდაიმავე დროს ყვავილოვანს

და იქვე ახლოს - მთას ფანტელოვანს?!

იქნებ მანახოთ სხვა საქართველო,

სადაც მსგავსს ისმენთ სიტყვას - ხატოვანს,

ვინაც თაყვანს სცემს ჯვარსა და სანთელს

და შეუვრდება ღმერთს სამგვამოვანს?!!

წინაპართ მსგავსად გულით ვატარებთ

მამულს, ენას და რწმენას ცეცხლოვანს!

ჩვენი მისიაც აღსრულდება და

მით გავახარებთ მხსნელს სამსახოვანს!

 

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]

 

 

მითი თუ რეალობა

გადაძახილი - არა მარტო პროკურატურას!

უძველეს დროში ერთ ქვეყანაში არეულობა და შფოთი ატყდა. მეფე და მისი გარემოცვა დაბნეულობაში აღმოჩნდა, ქვეყანა კვლავ რეამინაციულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მეფემ მოითხოვა ყველა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისგან ანგარიში, რათა შეემუშავებინა განახლებული გეგმა ქვეყნის სტაბილურობის, წყობილების სისტემური დახვეწისთვის, სისტემის გაჯანსაღებისთვის.

ყველაზე აღმაშფოთებელი ის გახლდათ, რომ ქვეყანაში იმატა მოზარდთა თვითმკვლელობის ფაქტებმა, იმატა ხალხში აგრესიამ.

მეცნიერებმა დაიწყეს კვლევები გამომწვევ მიზეზებზე.

მეცნიერების კვლევა ცივილიზაციის დადებით და უარყოფით როლზე დღემდე გრძელდება, თუმცა ბოლომდე გაუმჟღავნებელი რჩება.

ერთ-ერთმა პროფესორმა გამოაქვეყნა ნაშრომი: „თანამედროვე ტექნიკის მოხმარების სპეციალიზაცია“, რომელიც ასკვნის, რომ ტექნიკა ამგვარად უნდა იქნას მოხმარებული: „დოზირებული შხამი - წამალი“.

ძველად, თურმე შესწავლილი იყო ადამიანისთვის თუ რამდენი რეტგენის სხივის მიღება იყო შესაძლებელი, ანუ რეტგენის გაშუქებაზე ზღვარი იყო დადგენილი.

დღეს ცივილიზაცია უსაზღვროდ ვითარდება ჩვენ კი ვართ უსაზღვროდ მომხმარებლები და ნაკლებად ვფიქრობთ მის უარყოფით გავლენებზე.

ყველა ნაბიჯზე სათვალთვალო კამერები; ბანკი, მაღაზიები, ქუჩა, ამდენი ტელეფონები, ხომ არ ვიფიქროთ, რომ გადაიტვირთა ადამიანური შესაძლებლობები და ყველაზე მნიშვნელოვანი - ტელეფონების მუდმივი და გასართობად მოხმარება, ადამიანს ღმერთთან განაშორებს.

სპეციალისტემა იმსჯელეს თანამედროვე ტექნიკის, ტელეფონების მოხმარების დადებით და უარყოფით როლზე, მათი აზრით დიდი სიხშირეების მიღება იწვევს სტრესულ მდგომარეობას, რაც შეიძლება მომრავლებული თვითმკვლელობების მიზეზად დასახელდეს.სპეციალისტების აზრით, თურმე ტელეფონებიდან შესაძლებელია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, რაც არა კონტროლირებადია და დამცავი მექანიზმი არ გააჩნია.

მეფემ განსაკუთრებული ყურადღება პროკურატურის საქმეებზე გაამახვილა და მოისმინა გენერალური პროკურორის საანგარიშო მოხსენება.

მეფემ გენერალური პროკურორის მუშაობა უარყოფითად შეაფასა.

საანგარიშო მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ: ყოველი 100 საქმიდან 60 გაუხსნელი რჩებოდა.

მეფემ პროკურორის სხვა ტაბუდადებული თემების გარჩევა სხვა დროისთვის შემოინახა და ძალიან დიდმნიშვნელოვან თემას მიადგა.

მეფემ მოითხოვა ქვეყანაში ზნეობრივი საკითხების წინ წამოწევა, შესაბამის ორგანოებს დააკისრა მოესპოთ სატელეფონო ბორდელიზაცია, რასაც ქვეცნობიერად იღებს ადამიანი სატელეფონო ქსელში ჩართვისას.

განრისხებული მეფე აღზევებულა და ბოროტების აღსაკვეთად ხმალი აღუმართავს, ხმაამაღლებული, ზეციდან განდიდებული მეფე მობრუნებულა. ამ მეფეს სახელად თურმე „ოჰ“ რქმევია.

 

ავტორის მინაწერი:

იგავურად რომ განვმარტოთ „ოჰ“ - ქართული სიტყვაა და შესაძლოა „ოჰ“ მეფე იყო ქართველი. თუკი სიტყვის მნიშვნელობას გავითავისებთ „ოჰ“ - ამოსუნთქვას ნიშნავს, „ოჰ“ სიტყვას ხშირად ადამიანი მძიმე ტყვირთის მოხსნის დროს ამბობს; და ველოდებით ჩვენც საქართველოში „ოჰ“ მეფის გამოჩენას.

დინა ჯიქია