„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლი9 ივნისის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 9 ივნისის  სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, რევაზ კობიაშვილი,  ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია და ნათელა მელქაძე.

სხდომაზე მოისმინეს:

- ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს მთავარი პროკურორისადმი გაგზავნილი  მიმართვა-ღია წერილის  თაობაზე;

- ლასკარის წევრთა მიერ  .. წინასწარი გამოკითხვის მიმდინარეობის შესახებ.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

სამართლიანობი საღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2012 წლის 9 ივნისის

გადაწყვეტილება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2012 . 9 ივნისის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს მთავარი პროკურორისადმი გაგზავნილი  მიმართვა-ღია წერილის  თაობაზე;

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად: დამტკიცდეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს მთავარი პროკურორისადმი გაგზავნილი  მიმართვა-ღია წერილი.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

პარტია "განახლებული საქართველოსთვის
მთავარ მრჩეველს 
საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში
ბატონ მინდია გულუას!

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: 
უფალია ჩვენი სიმართლე“-
ლასკარის
ღია წერილი

 

ბატონო მინდია!

ვიზიარებთ თქვენი სიდედრისა და დისშვილის გარდაცვალებით გამოწვეულ უდიდეს ტრაგედიას - ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები.

 გვსურს რა მოვიხადოთ ჩვენი ადამიანური ვალი თქვენს წინაშე, გვინდა განვაცხადოთ, რომ ბიბლიასთან - ზოგადად, და კონკრეტულად - მისგან მომდინარე ღმერთის სიტყვასთან დამოკიდებულება, ჩვენგან უდიდეს სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას მოითხოვს.

გასული წლის დეკემბერში თქვენთან შეხვედრისას ჩვენ, შეძლებისდაგვარად, დეტალურად გაგაცანით - საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური რეალობის ამსახველი, ბიბლიაში დაფიქსირებული, ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნები. კერძოდ:

ზვიად გამსახურდიასა და ედ. შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლა-წასვლის თარიღების პარალელურად, გაუწყეთ - მ. სააკაშვილის მმართველობითი დროის დასასრულის შესაცნობი ნიშნების ნაწილიც...

მოგახსენეთ ისიც, რომ, ჩვენის აზრით, თქვენ - პიროვნულად, და თქვენს მიერ ფუძეჩაყრილი პოლიტიკური ერთეული, უნდა ბრძანდებოდეთ - ის ძალა, რომელთაც, ბიბლიის მიხედვით, განსაკუთრებული მისია გაკისრიათ.

ამასთანავე, იქვე განგიცხადეთ, რომ, - ბიბლიური: „იონა წინასწარმეტყველის“ მსგავსად, - თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენი წილი პასუხისმგებლობის დონიდან გამომდინარე, ამ ინფორმაციასთან დამოკიდებულების შესაბამისად მოგვეკითხებოდა.

ბატონო მინდია!

მიზეზთა გამო, დღემდე ჩვენი განმეორებითი შეხვედრა - ვერ მოხერხდა; არადა ჩვენს წინ, ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება.

ვფიქრობთ, ჯერ კიდევ არ არის გვიან [ანუ - ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო] წარმოგიდგინოთ, ბიბლიაში დაცული - მიმდინარე ეტაპის ამსახველი, სავარაუდო სამოქმედო გეგმის ის დეტალები, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს - მ. სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებაში მთავარი როლის შემსრულებელი ძალა.

ამ ურთულეს გზაზე წარმატების მიღწევა, მხოლოდ ღმერთის მიერ წინასწარ ნაუწყების - თანამიმდევრულად და განუხრელად შესრულების შემთხვევაშია შესაძლებელი. გვახსოვდეს - ჩვენ ყველანი, ჩვენი საქმეებით ვაგებთ პასუხს უზენაესის წინაშე

იმედს ვიტოვებთ რომ, თქვენ - ნამდვილად ბრძანდებით ის პიროვნება, რომელმაც თავისი წვლილი უნდა შეიტანოს, ბიბლიაში წინასწარნაუწყების ასრულების საქმეში.

ამიტომ, ვცდილობთ რა მოვიხადოთ ჩვენი ადამიანური ვალი თქვენს წინაშე, მზად ვართ, თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროსა და ადგილზე, პირადად გაგაცნოთ ბიბლიაში დაფიქსირებული სამოქმედო გეგმის დეტალები.

ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გთხოვთ პოზიცია გაგვიზიაროთ თქვენთვის ხელსაყრელი  ფორმით:

- ფეისბუქის გვერდი - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. "> This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

- ელ. ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. "> This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

- ტელ.:  5(91) 63-63-36

თქვენთან შეხვედრის სურვილით, ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

„სამართლიანობის აღდგენის  კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი

2012 წლის 12 ივნისი,

პეტრე-პავლობის მარხვა

 

 

 

2012 წლის 2 მაისის შეხვედრა ბეჟან ხურციძესთან

ბოლო ჟამში მიმდინარე პროცესებში განივთებულ მინიშნებათა შესაბამისად, გადავწყვიტეთ საქართველოს პარლამენტის წევრს, ვანის მაჟორიტარ დეპუტატს - ბეჟან ხურციძეს დავკავშირებოდით.

29 აპრილს გამართულ პირველ სატელეფონო საუბარში გაირკვა, რომ დასავლეთ საქართველოში, ახლობლის გასვენებაში მყოფი ბატონი ბეჟანი, თბილისში მხოლოდ - 1 მაისის საღამოხანს თუ ჩამოვიდოდა. შეთანხმებისამებრ, მეორე სატელეფონო საუბარი 2 მაისის დილას გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ შუა დღისათვის ბატონი ბეჟანი „ლასკარში“ გვეწვეოდა.

თითქმის ორსაათიანი საუბრის მანძილზე ბატონ ბეჟანს ზოგადად გავაცანით ბიბლიურ მინიშნებათა ის მთავარი არსი, რომლითაც ბოლო ჟამად სახელდებული დროის გასრულება გვეუწყება... მოვუყევით „... უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სამოქმედო გეგმისა და საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული თემატიკის შესახებ.

საუბრის მეორე ნახევარი დაეთმო მის გვარ-სახელში ჩადებული კოდების გახსნას, რამაც დიდწილად განაპირობა კიდეც ჩვენი მასთან შეხვედრა. კერძოდ:

1. სახელი-კოდი: „ბეჟანი“ [„ბ-ე-ჟანი“], ქართული ანბანის ასო-ნიშანთა რიგითი ნომრების გათვალისწინებით, ზუსტად გამოკვეთავს - ჩვენი შეხვედრის თარიღს.

  პირველი ორი ასო-ნიშანი: „ბ“ და „ე“, თავისი რიგითი ნომრებით: 2 და 5, შეხვედრის თარიღსა და თვეზე მიგვანიშნებს - „ბ[მე-2, აქ - რიცხვი] - ე[მე-5, აქ - თვე]’, ანუ - 2 მაისი;

იოანე-ზოსიმესეული კარნახით - „და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული (კოდია, და „... უფალია ჩვენი სიმართლე“-ს, ბოლო ჟამისმიერ ყოფაზე მიგვანიშნებს), მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა (ჭეშმარიტად). და სასწაულად ესე აქუს ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი უმეტეს სხუათა ენათა ქრისტეს მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე“-ო (იხ. „ქემაჲ...“).

ბოლო ჟამისეული კუთხით - „ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი“, ორ კონკრეტულ წელზე უნდა გვანიშნებდეს. ამათგან პირველი: მე-20 საუკუნის 94-ე, ანუ - 1994 წელია; ხოლო მეორე - 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ათვლით 94-ე, ანუ 2012 წელს გამოკვეთავს.

თავის მხრივ, 94-ე, ანუ 2012 წელს ორი ზღვარი აქვს: ქვედა მიჯნა 26 მაისია, ხოლო ზედა მიჯნა კი 2012 წლის მიწურულზე მოდის.

1994 -სა და 2012 წლებს შორის ზუსტად 18 წელია.

ეს ჩანართი იმისათვის გავაკეთეთ, რათა უფრო გასაგები გამხდარიყო, რომ განსახილველი სახელი-კოდის ბოლო შემადგენელი: „ჟან“-ი, ქართულ ანბანში „ჟ“-ს რიგითი ნომრით - 18, ჩვენის აზრით, სწორედ აღწერილი შეხვედრის წელზე, ანუ 2012 -ზე უნდა გვანიშნებდეს.

ამდენად, კოდირებული: „ბ(2) - ე(5) - ჟანი(18)“ -ით, ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს პრინციპით, შეხვედრის თარიღი - 2012 წლის 2 მაისია გამოკვეთილი.

2) გვარში: „ხ-უ-რ-ცი-ძ-ე“ შეფარული კოდი, თავის მხრივ გვიფიქსირებს თუ რა დრო-ხანი გვიახლოვდება, და რომ ესაა: „(ანი) - (ფლისა) - (ჩეული) - ცი(სიერი) - (ისა) - (რთადერთისა)“.

როგორც ცნობილია ეზოთერულ აზროვნებაში - ცხენისა და მხედრის ერთობა, ადამიანის - ხორცისა და სულის მისტერიული სახებაა. როგორც მხედარმა უნდა დაიმორჩილოს ცხენი, ასევე ადამიანის სულმა უნდა შეძლოს საკუთარი სხეულის მართვა.

სულხან-საბასეული მინიშნება „ბეჯანთან“ მიმარტებაში ორგვარია:

ერთის მხრივ - „ბეჟანია ცხენის გვარია“-ო (ტ. 1, გვ. 101) გვეუბნება, ანუ კოდირებულ - „სხეულზე“ გვანიშნებს;

ხოლო მეორეს მხრივ, იქვე ვკითხულობთ - „ადეგ ბეჟან [აქ - პიროვნებაზე მიგვენიშნება] შავი [ბატონი ბეჟანი, მიზიზთა გამო გასაგები, სამგლოვიარი - შავ ფერებში გამოწყობილი გვესტუმრა] ცხენი [აქ - სხეული] ქიტას [კოდია] მიეც“ (ტ. 2, გვ. 634).

ბეჟან ხურციძის - ვანთან დაკავშირება (მისი ვანის მაჟორიტარი დეპუტატობა), კოდირებულად, იმ და-ვანებაზე უნდა გვანიშნებდეს, რასაც - ძე კაცისაზე სულიწმიდის გარდამოსვლის, ანუ ძალმოსილებით აღჭურვისა და მისი უფალ იესუ ქრისტედ გაცხადების ჟამის მოახლოება ჰქვია.

ამდენად, 1994 წლიდან ათვლით მე-18, ანუ 2012 წლის 2 მაისს, ვანის მაჟორიტარ დეპუტატთან - ბეჟან ხურციძესთან შემდგარი შეხვედრით, მისტერიულად მიგვენიშნება: ძე კაცისაზე, ანუ რჩეულ ცისიერ მხოლოდშობილ ძეზე, სულიწმიდის დავანების, ანუ მისი ძალმოსილებით აღჭურვისა და უფალ იესუ ქრისტედ გაცხადებისეული ხანის მოახლოება.

შეხვედრის დასასრულს, ბატონ ბეჟანს ჩვენი პ/გ-ის საარჩევნო პროგრამის ამსახველი მასალების სრული პაკეტი გადავეცით და მომავლის შეხვედრის სურვილით დავემშვიდობეთ.

 

4 მაისის შეხვედრა ნუგზარ ერგემლიძესთან

გვარ-სახელში კოდირებული მინიშნებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ - საქართველოს პარლამენტის წევრს ნუგზარ ერგემლიძეს გავსაუბრებოდით. ამ შეხვედრის გამართვის დროის ქვედა მიჯნა, მისმა დაბადების თარიღმა განაპირობა. და აი, როგორ.

ქართული ანბანის ასო-ნიშანთა რიგითი ნომრების მიხედვით, კოდი: „ი[10] + ე[5] + ს[20] + უ[22]“, ჯამში 57-ია, რომელიც: 57 = 5 + 7 = 12-ზეც გვანიშნებს. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, მიმდინარე - ორიათას მე-12 წელს გამოკვეთავს. ამ წელს უფლის აღდგომის დღესასწაული 15 აპრილს აღინიშნა.

მეორეს მხრივ, ქარაგმით - „უფალო“-ს არსის გადმომცემი ასო-ნიშანი: „ო“[იხ. სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. 1, გვ. 599], რიგით: მე-16-ეა (მისი რიცხვითი სიდიდე 70-ია); ხოლო, 15 აპრილიდან ათვლით (16, 17 ... 30, 1), მე-16 დღე - 1 მაისი გახლავთ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უფლისმიერი არსის აცხადების მისტერიულ მინიშნებათა შესრულებისათვის, მიზეზთა გამო, გადაწყდა - შევხვედროდით საქართველოს პარლამენტის იმ წევრს, რომელსაც 2012 წლის 1 მაისს - 57 წელი შეუსრულდებოდა. ამ მოთხოვნა კი, მხოლოდ 1955 წლის 1 მაისს დაბადებული - ნუგზარ ერგემლიძე აკმაყოფილებდა.

2012 წლის 2 მაისს, ბატონ ნუგზართან გამართული სატელეფონო საუბრის ბოლოს, შეხვედრის თარიღად, მისივე ინიციატივით, უფლის აღდგომიდან ათვლით (16, 17 ... 3, 4) მე-19-ე დღე, ანუ 4 მაისი გამოიკვეთა.

4 მაისს, საქართველოს პარლამენტის შენობაში გამართული საათნახევრიანი შეხვედრის მანძილზე, ბატონ ნუგზარს მოკლედ გავაცანით, მიმდინარე ბოლო ჟამის კონკრეტული ეტაპის გამომკვეთი, როგორც ბიბლიური, ასევე პ/გ - „... უფალია ჩვენი სიმართლე“-სთან დაკავშირებული მოვლენების მთავარი არსი.

შეხვედრის დასასრული, მისი გვარ-სახელისმიერი კოდური თემატიკის გაცნობას დაეთმო. კერძოდ:

1. სახელი-კოდი: „ნუგზარ“-ი [„ნუგზა - რ“], ორ დაშიფრულ ინფორმაციას შეიცავს, რომელთაგან პირველი: „ნ-უ-გზა“, გვკარნახობს, თუ რისი დრო გვიახლოვდება: „ნ[ახე] - უ[ფლის] - გზა“;

ხოლო, ქართული ანბანის მე-19 ასო-ნიშანი „რ“, გვითითებს, ამ მისტერიული შეხვედრის გამართვის ზედა მიჯნას - 2012 წლის 15 აპრილის უფლის აღდგომიდან [16, 17 ... 3, 4] მე-19 დღეს, ანუ - 4 მაისს.

2. გვარი-კოდი: „ერგემლიძე“ [„ერგე-მლიძე“], ასევე ორი სახის  ინფორმაციას იძლევა. ამათგან პირველი: „ერგე“, სახელისმიერი მინიშნების კონტექსტში, გვიკონკრეტებს, როგორც პიროვნულ (აქ - ბატონი ნუგზარის), ასევე ზოგადად ყველას გასაკეთებელს:  „ნ[ახე(თ)] - უ[ფლის] - გზა“ და „ერგე“-(თ)ო;

გვარის მეორე ნაწილი: „მლიძე“, ასო-ნიშანთა რიგითი ნომრებით: „მ[13] + ლ[12] + ი[10] + ძ[30] + ე[5]“, ჯამში 70-ია, ანუ სწორედ იმდენის ტოლია, რა რიცხვითი სიდიდის მქონებელიცაა, უკვე აღნიშნული, ქარაგმით „უფალო“-ს გადმომცემი ასო-ნიშანი - „ო“.

ყოველივე ზემოთქმულის მთლიანობაში გააზრების შემდეგ, 2012 წლის 1-4 მაისისეულ დროის მონაკვეთში მისტერიულად ასრულებული კონკრეტული შეხვედრის ფაქტით, უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლა-გაცხადების დრო-ჟამის გზაზე მავალთ, ქარაგმით გვეუწყა უახლოესი გზასავალისეული ორიენტირი: „ნ[ახე(თ)] - უ[ფლის] - გზა“ და „ერგე“-(თ)ო.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

ბატონ ნუგზარს, ჩვენი პ/გ-ბა - „... უფალია ჩვენი სიმართლე“-ს საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული მასალის სრული პაკეტის გადაცემის შემდეგ, უახლოეს მომავლში შეხვედრის სურვილით დავემშვიდობეთ.

  

5 და 12 ივნისის „შეხვედრა“ ალეკო შალამბერიძესთან

წინასაარჩევნო დროით მონაკვეთში, გარკვეული აქტიურობით გამოირჩეულ ძალებს შორის - კახა კუკავასა (თავმჯდომარე) და ალეკო შალამბერიძის (გენერალური მდივანი) ხელმძღვანელობით მომქმედი პ/გ - „თავისუფალი საქართველო“-ც მოიაზრება.

მათთან დაკავშირება, პ/გ-ის სახელდებამ განაპირობა.

როგორც მოგეხსენებათ - 1990 წლის 10 სექტემბერს „მრგვალ მაგიდაში“ გაერთიანებულმა პოლიტიკურმა ძალებმა, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, საარჩევნო ბლოკს: „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ უწოდეს (იხ. „მრგვალი მაგიდის ისტორია“, მე-3 ნაწ., თბ. 1996 წ., გვ.23).

მაისის ბოლოდან მოყოლებული, ინტერნეტის ე.წ. „ფეისბუქის“ მეშვეობით, პ/გ/ „თავისუფალი საქართველოს“ გენერალურ მდივანს - ალექსანდრე შალამბერიძეს, მომავალი შეხვედრის დასაგეგმად, რამოდენიმე დღიანი ინტერვალით, ჩემი ტელეფონის ნომერი სამჯერ მივაწოდე.

2008 წლის საპრეზიდენტო (5 იანვარი) და საპარლამენტო (21 მაისი) არჩევნებიდან მე-5 წელს, ანუ 2012 წლის 5 ივნისის 11.00 სთ-ზე, ბატონი ალეკო პირველად „შემეხმიანა“, რის სემდეგაც, იმავე დღის 15.00 სთ-ზე შეხვედრაზე შევთანხმდით.

ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან ჩემთვის კარგად ნაცნობ ალეკოს, ბაქოს ქ. №6 -ში, დათქმულზე 15 წუთით ადრე ვეწვიე. ოფისში, არაერთი, წლების მანძილზე უნახავი, პოლიტიკაში ჩართული ძველი ახლობელი პირი დამხვდა.

ერთმანეთის მოკითხვის სემდეგ, ალეკოს ვკითხე - რა დროის მანძილზე შეგვეძლო გვესაუბრა. როგორც გაირკვა, რამოდენიმე ხანში, ისინი, გორის რაიონში აპირებსნენ წასვლას.

ბუნებრივია, ბიბლიურ ნიშნებზე სასაუბროდ და მათი სამოქმედო გზის თაობაზე გაფრთხილების გადასაცემად მასთან მისულს 15-20 წუთიანი დროის მონაკვეთი არ მეყოფოდა.

ალეკოს შევთავაზე, თავად ამოერჩია - თუ სურდა იმ დღესვე მოესმინა ჩემთვის, რასაც მინიმუმ 1 სთ. მაინც დასჭირდებოდა; ანდა, თუ ამ ფორმატში მოსმენა არ სურდა, მაშინ - კახა კუკავასთავ შეეთანხმებინა შეხვედრის თარიღი, როდესაც ორივეს ერთად გავაცნობდი ჩემს სათქმელს.

ბატონმა ალეკომ გასაოცარი გილახდილობით განმიცხადა - მიუხედავად გარეგნული ფორმისა, იგი შესაბამისი დონის ქრისტიანი მორწმუნე არ იყო, და ამიტომ, ბიბლიაზე დაყრდნობით, ამა თუ იმ თემაზე საუბარი მისთვის ალბათ ძნელი ასატანი იქნებოდა.

საპასუხოდ, არც მე დამიმალავს მისთვის ჩემი სათქმელი. კერძოდ, გულახდილად ვუთხარი, რომ - თუ ისინი, ბიბლიაში დაფიქსირებული ერთ-ერთი მოქმედი ჯგუფის თაობაზე არსებული ინფორმაციით ხელმძღვანელობას არ აპირებდნენ, მაშინ, მათი პ/გ - „თავისუფალი საქართველო“, ბუნებრივია ვერ იქნებოდა - ჩვენთვის საძიებელი, სავარაუდო გამარჯვების მომპოვებელი ძალა... ამიტომ, მე, მათ მეტს აღარ შევაწუხებდი.

აშკარად ძველი ნაცნობობის ხათრით, ბატონმა ალეკომ აღმითქვა ჩემი შეთავაზების კახა კუკავასთვის გადაცემა. შევთანხმდით, რომ ერთი კვირის შემდეგ შევეხმიანებოდით ერთმანეთს.

საუბრის გაგრძელებამდე, მოდით, ბიბლიურ მინიშნებებს გავეცნოთ.

2012 წლის 5 ივნისის შეხვედრა, როგორც ითქვა - 2008 წლის (5 იანვარი, 21 მაისი) საარჩევნო წლიდან ათვლით - მე-5 წელს გაიმართა. იგივე თარიღი, ბიბლიური მარტის თვიდან მე-4 [ივნისის] თვის მე-5 დრე გახლდათ.

ბიბლია კი, აი რას გვკარნახობს - „... მეოთხე თვის მეხუთე დღეს [აქ - 5 ივნისი], როცა ტყვეთა შორის ვიმყოფებოდი [კოდია], მდინარე ქებარის [აქ - „შალამბერი“] პირას, გაიხსნა ცა და ვიხილე ღვთიური ხილვები (1). თვის მეხუთე დღეს [5 ივნისი] - ეს იყო მეხუთე [2012] წელი მეფე იოაქინის ტყვეობისა [კოდია] (2).

გამოეცხადა უფლის სიტყვა ეზეკიელს... (3)... პირქვე დავემხე და მომესმა ხმა მეტყველისა (28)“ (ეზეკ. 1,1-3; 28).

„მითხრა: ადამის ძევ! მიგავლინებ ისრაელიანებთან, მოჯანყე ხალხთან [კოდია - ალეკო, ჯერ „ტრადიციონალისტთა კავშირის“, ხოლო შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახლდათ], რომლებიც მიჯანყდებიან მე, მცოდავენ ისინი და მათი მამ-პაპა დღევანდლამდე (3).

ურცხვი და ჯიუტი შვილები არიან, მათთან გგზავნი, რომ უთხრა: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი (4). გინდ მოგისმინონ, გინდ არ მოგისმინონ, რადგან ურჩნი არიან. ეცოდინებათ მაინც, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის“ (ეზეკ. 2,3-5).

გამომშვიდობებისას ალეკოს ვუთხარი, რომ მათი პ/გ, ჩვენის აზრით, მოსალოდნელ საპარლამენტო არჩევნებში, მათ მიერვე დაგეგმოლ წარმატებას ვერ მიაღწევდა... თუმცა ღმერთის შეწევნა მაინც ვუსურვე.

ერთი კვირის მანძილზე არავინ შემომხმიანებია. ამიტომ, 11 ივნისს ტელეფონით უკვე მე დავურეკე... ალეკომ მოპასუხა - დღეს შევათანხმებ კახასთან, და ხვალ შეგატყობინებ პასუხსო.

5 ივნისიდან ათვლით ზუსტად მეშვიდე დღეს - 12 ივნისს, დილიდან მოყოლებული, ალეკო ჩემი ტელეფონის ზარს აღარ პასუხობდა. მაშინ, 13.00 სთ-ზე, ტელეფონის მეორე ბარათის ნომრიდან დავრეკე. იმწუთასვე მიპასუხა.

ტელეფონში ჩემი ხმის გაგონებით ნირწამხდარმა მომიბოდიშა - პრესკონფერენციაზე ვიყავი და შენს ნომერს (???) იმიტომ ვერ ვუპასუხეო [თუმცა იმდენად დაბნეული იყო, დაავიწყდა რომ - ჩემი ეს ზარები ერთი წუთის ინტერვალით იყო განხორციელებული. ანდა, თავადვე რომ შეეძლო გადმოერეკა...].

აღმოჩნდა, რომ კახასთან მის („სავარაუდო“)  საუბარს, ჩვენი შეხვედრის სასარგებლოდ, ბევრი არაფერი შეუცვლია. ამიტომ, პირდაპირ ვკითხე - ალეკო ბატონო, ძველი ნაცნობობის ხათრით, მოდი მითხარი: თქვენ, გაინტერესებთ (ანუ ხედავთ საჭიროებას) ის, რაც მე, ბიბლიაზე დაყრდნობით უნდა გადმოგცეთ, თუ არა-მეთქი.

ალეკომ, აქაც საოცრად გულახდილად გამიმეორა, ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი მისი თვალსაზრისი, და დასძინა - რა ვქნა, პოლიტიკური პარტიის გენ. მდივანი ვარ, პოლიტიკას კი, ხომ იცი, რამდენი სივერაგე ახასიათებს... გარეგნულად კი ვიძახი(თ), მაგრამ შინაგანად არ მწამს, და არა ვარ(თ) ეკლესიური, ამიტომ ბიბლიურ ინფორმაციებს მაინც ვერ გავიგებ და არ გეწყინოსო.

საპასუხოდ ვუთხარი, რომ - მე, პარტიის თავმჯდომარე ვარ, და ამ თვალთახედვიდანაც გირჩევ -  იქნებ როგორმე შეცვალო შენში შემოსული ასეთი განწყობა-მეთქი.

როცა შევატყვე რომ - „არაფერი გამომივიდოდა“, ვკითხე - ალეკო ბატონო, რაკი შენ და კახა ასე ფიქრობთ, შემიძლია ჩავთვალო, რომ ჩემი ვალი, შენი და კახას წინაშე, მოხდილი მაქვს-მეთქი? ხუმრობით მიპასუხა - თუ უნდა მოვკვდე არ ვიცი, და ისე, მიიჩნიე, რომ ვალი გადახდილი გაქვსო...

ამ პასუხით გამოწვეული [მისთვის გაუგებარი, მაგრამ ჩემთვის გასაგები] გულისწუხილის დაფიქსირების შემდეგ, სავალ გზაზე ღმერთის შემწეობა ვუსურვე და დავემშვიდობე.

ჩემთან მოსაუბრის - სახელი და გვარი, კოდირებულად მეუბნებოდა: „ა. შალა - მბერიძე“, ანუ, ჩვენს მიერ, რაღაც წინასწარ დაგეგმილ-დალაგებულის - „ამშლელთან“ [„ა.შალა...“] რომ მქონდა საქმე.

თუმცა, მათ მიერ, ზვიად გამსახურდიას მიერ 22 წლის წინ დარქმეული სააჩევნო ბლოკის ბოლო ნაწილის - „თავისუფალი საქართველოს“ სახელის გამოყენებამ მიბიძგა, მათკენ, ასეთი ნაბიჯი გადამედგა.

წინამდებარე საუბარს, 5 ივნისიდან ათვლით მეშვიდე დღეს [12 ივნისს] მომხდარის თაობაზე, ბიბლიაში დაცული მონაკვეთის შემოთავაზებით დავასრულებ - „მივედი თელ-აბიბში [ბაქოს ქუჩა] გადასახლებულებთან [5 ივნისს], რომლებიც მდინარე ქებარის [„შალამბერის“] პირას ცხოვრობენ [ოფისი აქვთ], და დავჯექი იქ, სადაც ისინი ცხოვრობდნენ [მათი ოფისი, ჩვენი „ლასკარიდან“ 10 წუთის ფეხით სავალზეა], და ვიჯექი იქ [„ლასკარში“] მათ შორის [კოდია] შვიდ დღეს [5-12 ივნისი], გაოგნებული [პოლიტიკოსები ვართ და ამიტომ, თორემ... ღმერთი არ გვწამსო].

შვიდი დღის ბოლოს [12 ივნისს] უფლის სიტყვა იყო ჩემს მომართ: ადამის ძევ! ისრაელის სახლის დარაჯად დამიდგენიხარ. გაიგონებ სიტყვას ჩემი პირიდან და ჩემი სახელით გაფრთხილებ მათ.

როცა ბოროტეულს [აქ გზააბნეულს, ცოდვაში ჩავარდნილს...] ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი ბოროტეულს ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს, მოკვდება ბოროტეული თავის უკეთურებაში და მის სისხლს შენ მოგკითხავ.

თუ შენ გააფრთხილებ ბოროტეულს, მაგრამ არ მოიქცევა თავისი ბოროტებიდან და ბოროტი გზიდან, ის თავის უკეთურებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი" (ეზეკ. 3,18-19).

ღმერთმა ყველას მისცეს ძალა, ეძებოს გადარჩენისაკენ სავალი გზები.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!