საქართველოში
კანონიერი სახელისუფლებო შტოს
სამართალმემკვიდრეობის
საკითხისათვის
მეორე ნაწილი
„საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით“
[რომელიც მიღებულია საქართველოს სსრ მეცხრე მოწვევის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის მიერ 1978 წლის 15 აპრილს; საქართველოს სსრ 1984 წლის 7 იანვრის, 1986 წლის 5 ივლისის, 1989 წლის 18 ნოემბრის, 1990 წლის 20 მარტის და 18 აგვისტოს; საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 14, 15, 22 ნოემბრის, 11, 28 დეკემბრის, 1991 წლის 29 იანვრის, 27, 28 თებერვლის, 20 მარტის, 14, 23, 27 აპრილის, 23 მაისის, 14 ივნისის, 25 ივლისის, 2, 10, 26 აგვისტოს, 11 და 30 ოქტომბრის კანონებით შეტანილი ცვლილებებით და დამატებებით]
განსაზღვრული საკითხები
I. თავი
ზოგადი შესავალი - უფლებამოსილების ვადები
„საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ თანახმად, მკაცრადაა განსაზღვრული ქვეყნის სახელისუფლო შტოების უფლებამოსილების ვადები, კერძოდ:
1. „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო“ [მუხლი 104].
„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოების უფლებამოსილების ვადა ხუთი წელია, ხოლო საკრებულოების - 3 წელი“ [მუხლი 86];
2. „საქართველოს სახელმწიფოს - საქართველოს რესპუბლიკის მეთაურია - საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი [მუხლი 1211].
„... საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით ირჩევენ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქენი საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით...“ [მუხლი 1212];
3. „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი საქართველოს რესპუბლიკის აღმასრულებელ-განმკარგულებელი ორგანოა და ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს“ [მუხლი 122].
„... საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადით და თავის უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის წინაშე“ [მუხლი 123].
კონსტიტუციის მოთხოვნათა თანახმად - საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებები 1214 მუხლითაა განსაზღვრული. მათ შორის არის ორი ასეთი უფლებაც:
- „6) საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით აყალიბებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს და შეაქვს მის შემადგენლობაში ცვლილებები, უზენაეს საბჭოს წარუდგენს კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით ათავისუფლებს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს“; და
- „12) აქვს უფლება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან კონსულტაციების შემდეგ დაითხოვოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. უზენაესი საბჭოს არჩევნები უნდა გაიმართოს დათხოვნიდან არა უგვიანეს ორი თვისა“.
[გაგრძელება იქნება]
გმადლობთ
ბატონო მიხეილ!
ბოლო ჟამში მისტერიულად ასაცხადებელი თითოეული მინიშნება, ერთგვარი დროითი ეტაპის დამაფიქსირებელია. დიახ, ჩვენს თვალწინ მომხდარი მოვლენები, წინასწარვე იგავური ფორმით ნაუწყების გამოვლინებაა... ჩვენი ვალი კი - მათი დაფიქსირება და ამდაგვარად, ბოლო ჟამის კონკრეტული მონაკვეთის არსში გარკვევაა.
ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელ მ. სააკაშვილს, რომელსაც პრეზიდენტად ყოფნის 5 წლიანი ვადა 2013 წ. 20 იანვარს ეწურებოდა, 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მისი გუნდის დამარცხების შემდეგ, კონსტიტუციით - პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევა შეეძლო.
ამიტომ, ლასკარის 2012 წ. 15 ოქტომბრის მიმართვაში - „სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნების ერთადერთი გზა: პატივი ვცეთ კონსტიტუციას“, მივუთითეთ იმ კონკრეტული ნაბიჯების თაობაზე, რომელთა გადადგმის შემთხვევაში, ქვეყანაში - დესტაბილიზაციის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი [იხ. გაზ. №44 (837), 20/10-2012 წ.].
პრეზიდენტის კანცელარიაში ამ მიმართვის ჩაბარების შემდეგ, 2012 წ. 5 ნოემბერს, სპეციალური მიმართვა - „მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის დროითი საკითხისათვის“, საქართველოს პრემიერ-მინისტრად 25 ოქტომბერს დანიშნულ ბიძინა ივანიშვილს, წინასწარ გაზეთში გამოქვეყნების [იხ. გაზ. №46 (839), 3/11-2012 წ.] შემდგომად ჩავაბარეთ.
ზემოთქმული საკითხის იურიდიულ ასპექტში გადაჭრისათვის დაწყებული აქტიურობის პარალელურად, 2012 წ. ნოემბრის დასაწყისში, ამავე საკითხის მორალური კუთხით „გადაჭრისათვის“ საჭირო ქმედებები დაიწყო.
2011 წლის 12 ივლისს დაფუძნებული „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის" [შემოკლებით: „ერსაუფლო“] თავმჯდომარის - მიხეილ ანდღულაძის ინიციატივით, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან მ. სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების თაობაზე, 2012 წ. 11 ნოემბერს მათ მიერვე ორგანიზებულ პირველ კონფერენციაზე გაჟღერდა. მოგვიანებით, თბილისში ხელმოწერის შეგროვებისათვის განკუთვნილი კარვები დაიდგა, ხოლო 27 ნოემბრის კონფერენციაზე, გაფორმდა - „გაერთიანების მემორანდუმი“: საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, და - კოალიცია „ერთსულოვნება“ დაფუძნდა.
მოგვიანებით [2013 წ. 10 იანვარს], კოალიციის შტაბის მორიგ სხდომაზე, მიხეილ ანდღულაძემ, 2012 წლის ნოემბრის დასაწყისში ნანახი, მისი ასეთი ხილვის შესახებ გვიამბო - მას მოეწოდა: „მ. სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაეწყო“.
თავის მხრივ, სახელი - „მიქელა (ძვ. ებრ.) „ღვთის სწორი“, „ღვთაებრივი“ (სიტყვასიტყვით: „ვინც ღმერთივით არის“). ეს სახელი ებრაულიდან შესულა ბერძნულში და ბერძნულის გზით ფართოდ გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ენაში... მისი პირვანდელი ფორმაა - მიქაელ, სადაც „ქ“ ბერძნულშივე იქცა „ხ“-დ, „ე“ კი „ი“-დ და მივიღეთ - მიხაილ... ქართულში გვაქვს, როგორც - მიქელ, მიქელა, ისე მიხეილ, მიხა...“ [ზ. ჭუმბურიძე, „რა გქვია შენ?“, თბ. 1992 წ., გვ. 131-132].
ბიბლიაში დაცული ინფორმაციის მართებულად გააზრებისათვის ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ მ. სააკაშვილთან დაკავშირებული თემატიკის ე.წ. „მედლის“ ერთი მხარე - იურიდიული ასპექტია, რომელიც ჩვენი ლასკარის მიერ - 2012 წ, 15 ოქტომბერსა და 5 ნოემბერს სპეციალური მიმართვის გაკეთებიდან იღებს სათავეს;
„მედლის“ მეორე მხარე, ამ თემის - მორალური ასპექტია, რომელიც მიხეილ ანდღულაძის ხელმძღვანელობით, ნოემბრის დასაწყისიდან წარმოებულ ხელმოწერების შეგროვებაში გამოიხატა.
ყოველივე თქმულის შემდეგ, მოდით ვნახოთ, თუ როგორი კოდირებული ფორმითაა ასახული ბიბლიაში, ჩვენს თვალწინ მიმდინარე, ბოლო ჟამში გასავლელი ეს კონკრეტული ეტაპი:
- „სპარსეთის სამეფოს მთავარი [კოდია] ოცდაერთი დღე [აქ: 15 ოქტომბრიდან (16,17...) ათვლით 21-ე დღე - 5 ნოემბერი] მეწინააღმდეგებოდა და [ამ ეტაპის შემდგომად], აჰა, ჩემს საშველად [აქ - ზემოთქმული „იურიდიული ასპექტის“ მხარე] მოვიდა მიქაელი [აქ - „ერსაუფლო“-ს ლიდერი მიხეილ ანდღულაძე], ერთ-ერთი პირველი მთავართაგანი [აქ - კოალიცია „ერთსულოვნებაში“, მთლიანობაში ასამდე გაერთიანებამ მოიყარა თავი], [ძველქართულით - „...აჰა, მიხაილ, ერთი მთავართაგანი პირველთაჲ მოვიდა შეწევნად ჩემდა“] რადგან მე სპარსეთის მეფესთან [აქ - მ. სააკაშვილი] დავრჩი“ (დან. 10,13);
- და „... მე გაუწყებ ჭეშმარიტების წიგნში დაწერილს [„მიგითხრა შენ შორის დაწესებული წერილსა შორის ჭეშმარიტებისასა“]: მათ [აქ - მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის] წინააღმდეგ არავინა მყავს შემწე [„და არა არს ერთიცა თანმოქმედი ჩემ თანა ამათთჳს“], მიქაელის, თქვენი მთავრის [აქ - კოალიცია „ერთსულოვნების“ ლიდერის მიხეილ ანდღულაძის] მეტი“ (დან. 10,21);
- ზემოთქმული ხელმოწერების შეგროვების მიზნით, ბიბლიური ახალი წლის - მარტის თვიდან აღებული - მეცხრე, ანუ - ნოემბრის თვიდან დადგმული კარვების თაობაზე მინიშნება ასეთი სახისაა: „... მეცხრე თვის (ქისლევის თვის) ოცდამეხუთე დღეს, დილით ადრე ადგნენ“ [I მაკ. 4,52], - „...ეს მოხდა ქისლევის თვის ოცდამეხუთე დღეს... ზეიმობდნენ მას, როგორც კარვობის დღესასწაულს...“ [II მაკ. 10,5-6].
ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს!
ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!
მინაწერი:
2013 წ. 28 იანვარს [28-ე ასო-ნიშანი: „ჩინ“-ი], მიხეილ ანდღულაძეს, მისსავე შტაბ-ბინაში, შეძლებისდაგვარად მოკლედ ავუხსენი - ბიბლიაში, ბოლო ჟამის თაობაზე ნაუწყები ინფორმაციის არსი... მათ შორის, ზემოთგადმოცემული მინიშნებების ის ნაწილიც, რომელიც ჩვენს თვალწინ მიმდინარე გარკვეულ ეტაპს რომ ასახავს.
საუბრის დასასრულს - მადლობა გადავუხადე უკვე გაკეთებულისათვის, და მომავალ საქმიანობაში ღმერთის თანადგომა ვუსურვე.
გმადლობთ ბატონო მიხეილ! რამეთუ მართლაცდა - „...არა არს ერთიცა თანმოქმედი ჩემ თანა ამათთჳს“
ბოლო ჟამის მდინარება კი თავისი გზით მიემართება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ბიძინა ივანიშვილს!
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
ღია მიმართვა:
ბოლო გაფრთხილება, ანუ ვიდრემდის ჯერ კიდევ არის დრო!
ბატონო ბიძინა!
საქართველოს მოსახლეობამ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში თქვენი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ გაერთიანებას - სამართლიანობის აღდგენის იმედით დაუჭირა მხარი.
სამართლიანობის აღდგენის პროცესი კი, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე უნდა მიმდინარეობდეს. შერჩევითობის პრინციპზე დაყრდნობილი სამართლიანობის აღდგენა - სრულყოფილი ვერ იქნება, და საქმის ამ გზით წარმმართველთა მიმართ პასუხისმგებლობის საკითხის უცილობელ დაყენებას გამოიწვევს.
ჩვენთვის მიუღებელი [და შესაბამისად აუხსნელი] მიზეზისა გამო, საქართველოს პარლამენტში წამყვან პოლიტიკურ თანამდებობაზე მყოფი დეპუტაცია [ძირითადად - რესპუბლიკური პარტია, და ე.წ. თავისუფალი დემოკრატები] ყველანაირად ცდილობს ბლოკირება გაუკეთოს იმ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, საკითხის სამართლებრივად გადაჭრას, რასაც - 2013 წლის 20 იანვრიდან მ. სააკაშვილის მიერ, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უკანონოდ ყოფნა ჰქვია.
დღეს მოქმედი „საქართველოს კონსტიტუცია“ თავის თავშივე მოიცავს ამ საკითხის დარეგულირების მექანიზმს.
საქართველოში მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენის მხრიდან არაერთი ნაბიჯი იქნა გადადგმული. კერძოდ, ჩვენს მიერ, ადრესატებისათვის გაგზავნილი ღია მიმართვებისა და საგაზეთო პუბლიკაციების მეშვეობით გასაჯარისებული მასალის ჩამონათვალი ასეთი სახისაა:
უპირველეს ყოვლისა გაცნობებთ, რომ ჩვენს მიერ თქვენდამი წარმოდგენილი იქნა სამი მიმართვა. კერძოდ:
1. 2012 წ. 5 ნოემბრის მიმართვაში - „მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის დროითი საკითხისათვის” [ჩაბ. № 6595], დეტალურადაა გაშიფრული მ. სააკაშვილის მხრიდან თქვენი სამთავრობო გუნდის სავარაუდო დათხოვნის მექანიზმი, და მისი ამოქმედების დროითი მიჯნები, რომელიც 2013 წლის იანვრიდან ათვლით აპრილის შუა რიცხვებამდეა მოსალოდნელი;
2. 2012 წ. 12 ნოემბრის [ჩაბ. № 7875] მომართვაში - „მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების დროითი საკითხისათვის”, წარმოდგენილი გახლავთ - საქართველოს კონსტიტუციურ ნორმებზე დაყრდნობით გაკეთებული პოლიტიკური ანალიზი - საქართველოში მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მექანიზმის შემუშავების თაობაზე, რომელიც 2013 წ. 20 იანვრამდე უნდა ყოფილიყო მიღებული და ამოქმედებული;
3. 2012 წ. 28 დეკემბრის [ჩაბ. № 14919] მომართვაში - „გაფრთხილდით ჯერ კიდევ არის დრო“, კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ განსახილველი საკითხის გადაწყვეტა, მაქსიმუმ - 90 სადეპუტატო ხმის მეშვეობითაა სესაძლებელი;
ამასთანავე, საქართველოს პარლამენტს ორი სპეციალური მიმართვა ჩავაბარეთ, კერძოდ:
1. 2012 წლის 27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ბ-ნ ვახტანგ ხმალაძეს, თბილისში, პირადად გადავეცით მისადმი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბ-ნ დავით უსუფაშვილისადმი განკუთვნილი სპეციალური მიმართვა [№24/11- 24 ნოემბერი, 2012 წ.], სადაც გადმოცემულია საქართველოს პარლამენტის მიერ მისაღები დადგენილების პროექტი - „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“, რომლის მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილების გარეშე შესაძლებელია საქართველოში მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა.
2. 2013 წლის 21 იანვარს - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს! საქართველოს პარლამენტის ღირსებისა და სამართლიანობის სადარაჯოზე მდგარ თითოეულ დეპუტატს! გავუგზავნეთ [საფოსტ. გზავნ. №010003918936] ღია მიმართვა: დაემორჩილეთ კონსტიტუციურ მოთხოვნას!
აღნიშნულის თაობაზე მასალები გამოქვეყნდა:
- გაზ. „...უფალია ჩვენი სიმართლე“ [2012 -2013 წ.წ. ნომრებში];
- გაზ. „კვირის ქრონიკა“ [2012 წ. 19 ნოემბერი];
- გაზ. „ასავალ-დასავალი“ [2012 წ. 10 დეკემბერი და 2013 წლის 28 იანვარი];
- გაზ. „ახალი თაობა“ [2013 წ. 4 – 18 - 22 იანვარი];
- გაზ. „საერთო გაზეთი“ [2013 წ. 6 თებერვალი].
განსახილველი თემატიკის განხილვას მიეძღვნა, რამოდენიმე სატელევიზიო გადაცამა, კერძოდ:
- 2012 წ. 23 ნოემბერი [მედია-კავშირი „ობიექტივი“];
- 2013 წ. 17 იანვარი [მე-2 არხი: „პრაიმ-ტაიმი“];
- 2013 წ. 1 თებერვალი [მედია-კავშირი „ობიექტივი“].
დასასრულს, 2013 წლის 28 იანვარს სპეციალური სარჩელით - „კონსტიტუციურ მოთხოვნათა დაცვა აუცილებელია!“ [ჩაბ. № 01/13 – 10413] მივმართეთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:
„... დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით:
- ვინაიდან მ. სააკაშვილს, კონსტიტუციის მუხლი 70,1 -ით განსაზღვრული 5 წლიანი საპრეზიდენტო ვადა: 2013 წ. 20 იანვარს ამოეწურა;
- ვინაიდან, დღემდე, არც - მ. სააკაშვილის, და არც - საქართველოს პარლამენტის მხრიდან არ არის მიღებული არანაირი სამართლებრივი აქტი, რომლითაც აღკვეთილი იქნებოდა მოქალაქე მ. სააკაშვილის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უკანონოდ ყოფნის ფაქტი;
- ვინაიდან, 2013 წ. 20 იანვრიდან ათვლით მ. სააკაშვილის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უკანონოდ ყოფნის თითოეული დღე ადასტურებს, რომ სახეზე გვაქვს მ. სააკაშვილის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5,3-ისა და მუხლი 70,1-ის დარღვევის ფაქტი
გაცნობებთ:
- ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უკანონოდ ყოფნის გამო, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის, ანუ - მ. სააკაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტთან გვაქვს საქმე;
- ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი მ. სააკაშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის, ანუ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, კონსტიტუციისავე მოთხოვნით, დაუყოვნებლივი რეაგირების ვალდებულება [და უფლება] აქვს საქართველოს პარლამენტს;
- ვითვალისწინებთ რა, რომ დღემდე საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა მხრიდან არ მომხდარა კონსტიტუციის 63-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლების გამოყენება; და
- ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს პარლამენტი -ზოგადად, და თითოეული მისი წევრი - კონკრეტულად, არ ახდენს რა დროულ რეაგირებას საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უკანონოდ მყოფი მ. სააკაშვილის დანაშაულებრივ საქციელზე, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა გამო თავადვე გვევლინება დანაშაულის თანამონაწილე,
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარი უფლებამოსილი და ვალდებულია, დააყენოს საკითხი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის წინაშე, რათა:
2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი ყველა იმ დეპუტატის მიმართ, რომელიც, თავისი უმოქმედობით, ხელისშემწყობი და თანამონაწილე ხდება - საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უკანონოდ მყოფი მ. სააკშვილის მიერ კონსტიტუციურ მოთხოვნათა დარღვევის, ანუ - დანაშაულის ჩადენისა,
აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, შესაბამისი დეპუტატის მხრიდან - თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით“.
ბატონო ბიძინა!
ქვეყნისათვის საჭირო გადაწყვეტილების მიღება-არმიღების საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ გამოიჩინოთ პოლიტიკური ნება და, როგორც კოალიცია - „ქართული ოცნება“-ს ლიდერმა ყველაფერი გააკეთოთ, რათა საქართველოს პარლამენტმა:
1. ზემოთხსენებული დადგენილების - „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“ - თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პარალელურად:
2. საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 75,2-ით გათვალისწინებული გარემოების არსებობის გამო, გამოიყენოს მათთვის საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 63,1-ით მინიჭებული უფლება, და აღძრან - იმპიჩმენტის წესით საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან მ. სააკაშვილის გადაყენების საკითხი.
ბატონო ბიძინა!
ვფიქრობთ, რომ აუცილებელია - 2012 წლის 1 ოქტომბრის მონაპოვრის დაცვა, ანუ - ქვეყნისა და ხალხის განთავისუფლება თვითმარქვია პრეზიდენტისაგან.
თქვენი უშუალოდ ჩარევის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის მიერ - „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“ - დადგენილების მიღებით, აღიკვეთება მ. სააკაშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უკანონოდ ყოფნის ფაქტი; ხოლო
დღეის მდგომარეობიდან გამომდინარე მ. სააკაშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის გამო იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, საფუძველი გახდება მის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებისათვის.
ზემოთქმულის განუხორციელებლობის შემთხვევაში ჩვენ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარი, მ. სააკაშვილის გაუწონასწორებელ ქმედებათა გამო, საქართველოში მოსალოდნელი მოვლენების შემდგომ განვითარებაზე მთელ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ, ერთის მხრივ - საქართველოს პარლამენტს, და მეორეს მხრივ - თქვენს კოალიციაში გაერთიანებულ იმ პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც, ყოვლად გაუმართლებლად და კონსტიტუციურ მოთხოვნატა საპირისპიროდ, მხარს უჭერენ მ. სააკაშვილის პრეზიდენტობას 2013 წლის ოქტომბრამდე.
დასასრულს, იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებთ ქვეყანაში ჭეშმარიტი, არაშერჩევითი სამართლიანობისა და კანონიერების დამყარებისათვის. ამ მიზნით მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.
იმედია ყველას გვახსოვს ბიბლიური შეგონება - „რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“ [ეკლესიასტე 9,11]. დიახ, თავის წილ პასუხისმგებლობას - ვერავინ გაექცევა.
ღმერთმა მოგცეთ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების უნარი.
ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი
ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ(გელა) სალუაშვილი
თბილისი, 2012 წლის 13 თებერვალი,
ტელ.: 5 (91) 63-63-36
ელ. ფოსტა - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
ნაყოფი სიმართლისა, ანუ
დროის მონაკვეთის სიმწიფე
სიმართლეს მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის სინათლეზე გამოდის; სხვანაირად, სიბნელეში „მყოფი“ სიმართლე იგივეა, რაც - მიწაში ჩამარხული განძი. თუმცა ერთიცაა - ყველაფერს დრო-ჟამის სიმწიფე სჭირდება. პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, ეს სიმწიფე - დროის მონაკვეთია.
ყველანაირ მწიფე ნაყოფს, თავისებური მოფრთხილება სჭირდება, რათა იგი ისე მოიწყვიტოს - ვარგისიანობა შეინარჩუნოს და გამოიყენო.
მოგეხსენებათ, ზოგი ნაყოფი ადვილად მოსაწყვეტია, ზოგი კი - ძნელი. გასათვალსწინებელია ისიც, რომ მომწიფებულ ნაყოფს დიდხანს ვერ დატოვებ მოუკრეფავს... აუცილებელია ნაყოფი დროულად მოკრიფო და დანიშნულებისამებრ გამოიყენო.
ბუნებაში დადგენილ ამ წეს-რიგში, ერთგვარი დროითი მინიშნების ამოკითხვაც შეიძლება მათთვის, ვინც - ღვთისნიერ სავალ გზაზე მავალი, შესაბამისი „ნაყოფის“ მიღების დროის დადგომას ელოდება - „ყველაფერს ხომ თავისი დრო აქვს ამ ქვეყანაზე...“.
დინა [დიანა] ჯიქია