საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს
მიხეილ [გელა] სალუაშვილს
ბატონო მიხეილ,
თქვენი 2013 წლის 16 აგვისტოს წერილის [ცესკოში რეგ. №1/1302] პასუხად გაცნობებთ, რომ შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 12-ე მუხლის მე-3 პუნქტს და მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს, სადაც განსაზღვრულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისა და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების საკითხები.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევი კონკურსის ჩატარებასა და საკონკურსო კომისიის თაობაზე განკარგულების გამოცემის საკითხს გაცნობებთ, რომ ცესკოს წევრის შესარჩევი კონკურსი რამოდენიმეჯერ გამოცხადდა და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოდ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ხოლო ამ კონკურსის შედეგების შესახებ საქართველოს პარლამენტს
პატივისცემით
დავით კირთაძე
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის
მიხეილ [გელა] სალუაშვილის
ღია მიმართვა
თქვენგან მიღებულ წერილში [№02-03/1103; 19.08.2013 წ.] კერძოდ ვკითხულობთ: „...შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 12-ე მუხლის მე-3 პუნქტს და მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს, სადაც განსაზღვრულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისა და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების საკითხები...“.
სწორედ, კანონის ზემოთხსენებულ მუხლებზე დაყრდნობით გახლდათ აგებული თქვენდამი მოწერილი ჩვენი წერილი [ცესკოში რეგ. №1/1302; 16.08. 2013 წ.]. კერძოდ:
„მუხლი 12. ცესკოს წევრების არჩევის წესი
1. საქართველოს პრეზიდენტი ამ მუხლით დადგენილი წესით შეარჩევს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს 5 წევრის კანდიდატურებს. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრების უფლებამოსილების ვადაა 5 წელი.
2. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეირჩევა ღია კონკურსის წესით.
3. ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში – მისი წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. კომისიის შემადგენლობის ნახევარი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 14 დღისა. თუ აღნიშნული ვადები ემთხვევა არჩევნების ჩატარების პერიოდს, საქართველოს პრეზიდენტი კონკურსს აცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა, ხოლო ცესკოს წევრს უფლებამოსილება უწყდება ახალი წევრის არჩევისთანავე“.
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ხსენებული მოთხოვნიდან გამომდინარე [მეხლი 12,1], ბატონ დავით კირთაძეს, როგორც - 2007 წლის ოქტომბერში ცესკოს წევრად 5 წლით არჩეულ წევრს, უფლებამოსილების ვადა ავტომატურად დაუმთავრდა - 2012 წლის ოქტომბერში.
ამდენად, 2012 წლის ოქტომბრიდან, ბატონ დავით კირთაძეს:
ერთის მხრივ - აღარ აქვს კანონიერი საფუძველი ითვლებოდეს ცესკოს წევრად; და
მეორეს მხრივ - არ შეიძლება ეკავოს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა.
შესაბამისად, დღეისათვის ბატონი დავით კირთაძე არ ბრძანდება ის კანონიერად უფლებამოსილი პირი, რომელმაც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მოთხოვნის თანახმად, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, შეიძლება შეასრულოს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობა
[იხ. „ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ასრულებს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას, თუ ცესკოს არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;
ბ) ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით და ცესკოს თანხმობით ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა)“ (მუხლი 15,3)].
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყველა ის სამართლებრივი აქტი [მათ შორის - საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების დარეგისტრირების თაობაზე მიღებული განკარგულება], რომელიც ბატონი დავით კირთაძის, როგორც კანონით არა უფლებამოსილი პირის მიერ იქნება ხელმოწერილი - კანონის თანახმად ითვლება უკანონოდ და ბათილად.
2013 წლის 27 ოქტომბერს დანიშნული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესის შეუფერხებლად და კანონიერად წარმართვის უზრუნველსაყოფად, და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მოთხოვნათა სრულად დაცვის მიზნით, ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, საჭიროა, რაც შეიძლება უმოკლეს დროში, მოხდეს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ კანონით უფლებამოსილი პირის არჩევა.
როგორც მოგეხსენებათ, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილი არჩევის წესი ასეთია:
„1. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.
2. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
3. თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი“ [მუხლი 11,1-3].
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცესკოს თავმჯდომარის ბატონ ზურაბ ხარატიშვილის მიერ დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე გაკეთებული განცხადებიდან, ანუ - 2013 წლის 12 აგვისტოდან მოყოლებული, ცესკოს ახალი თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის არჩევამდე, ცესკოს მიერ მიღებული ყველა ის სამართლებრივი აქტი რომელიც კანონით განსაზღვრული არა უფლებამოსილის პირის მიერ იქნება ხელმოწერილი, ითვლება - უკანონდო და ბათილად.
იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისათვის რათა თავიდან იქნეს აცილებული საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-თ განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის ყველა ფაქტი.
პატივისცემით:
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი,
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი
ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ [გელა] სალუაშვილი
თბილისი,
2013 წ. 23 აგვისტო
…
ისმინე ქართველო ერო:
შენი აღდგომა იწყება,
უფლის არსს თუ ვუერთგულებთ
სამშობლო გაგვიბრწყინდება...
უფლის გზასავალს შევუყვეთ,
გზა ვიწროა და ძნელი.
ის, რაც გვეკუთნის - მოგვაგე,
დე იყოს ნება შენი!
ეკატერინე
ხრიკული
…
ჩემი გული უფლის ტახტია...
სული ჩემი - სულიწმინდის ტაძარი.
ზენაარსს ვევედრები:
მკურნოს მისი ლახვარით.
მხოლოდ სიბრძნით შემამკოს,
მარად მენთოს ცხელ გულში
ღვთაებრივი სიყვარულის
ლეკრალური ლამპარი!...
...
მე ყველა ტიტულს
სიყვარულის ფერი ვარჩიე...
სწორედ ეს არის
უფალს რაც კი არ განარისხებს...
ყველა ქონებას,
სუფთა სულის ქონა ვარჩიე...
უკვდავებაზე
ასე ფიქრი - ჩუმად დავიწყე...
მაია [ნინო] გელაშვილი
ავირჩიოთ სიცოცხლე, ანუ საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხისათვის
ჩვენს საპრეზიდენტო პროგრამაში - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“ გათალისწინებული - „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხის“ გაშუქების მიზნით, მორიგ ორშაბათს, ანუ 2013 წლის 19 აგვისტოს 11:00 საათზე, საინფორმაციო სააგენტო „რეი ლაით ტვ“-ს პრეს-კლუბში ბრიფინგი ჩავატარეთ.
ფერიცვალების ბრწყინვალე დღესასწაულის, ბრიფინგისათვის ჩვენს მიერ გამოყოფილ ორშაბათ დღესთნ თანხვედრამ თავისებური დატვირთვა შესძინა ამ საკითხის განხილვას.
ჩატარებული ბრიფინგის მოკლე მიმოხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის, ჯერ - საინფორმაცი პროგრამა „მოამბე 12 საათზე“, ხოლო შემდგომად, ბრიფინგის შედარებით სრული ვარიანტი მეორე არხის ეთერში 19 და 20 აგვისტოს სამჯერ გადაიცა [15:00 სთ. – 18:00 სთ. – 21:00 სთ. – 09:00 სთ].
მ/კ „ობიექტივის“ ერთ-ერთ წამყვანთან - მაკა რაზმაძესთნ მიღწეული წინასწარი შეთნხმებისამებრ, 20 აგვისტოს, 18:30 სთ-ზე დაგეგმილ პირდაპირ ეთერში მონაწილეობის მისაღებად სტუდიაში მისულმა შევიტყვე, რომ გადაცემაში, ჩვენს გარდა - ვასილ მაღლაფერიძეც მიიღებდა მონაწილეობას.
19 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ ტ/კ „მეცხრე არხის“ დახურვასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ მედია სივრცეში ერთგვარი ძვრა გამოიწვია. აქედან გამომდინარე, ქ-მა მაკა რაზმაძემ განმიცხადა, რომ იგი სტუდიაში „სკაიპით“ ჩართვის გზით, ვასილ მაღლაფელიძის მოწვევას აპირებდა.
მართლაც, გადაცემის დაწყებიდან 25 წუთამდე, სწორედ ტ/კ „მეცხრე არხის“ დახურვის თემატიკა განიხილებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მეც გამოვთქვი ჩემი მოსაზრება.
როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა რამოდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, მისი კუთვნილი ტ/კ „მეცხრე არხი“, პირველად - 2004 წელს დახურა. 2012 წელს წინასაარჩევნო პერიოდში ამუშავებული ტელეკომპანიის კვლავ დახურვის გადაწყვეტი;ლების თაობაზე, 2013 წ. 19 აგვისტოს ფერისცვალების დღეს გაკეთებული მისი განცხადება, 2004 წლიდან ათვლით - მეცხრე წელს დაემთხვა.
მაშასადამე, „მე-9 არხის“ პირველი დახურვიდან მე-9 წელს, 19 რიცხვში გამოცხადდა დახურვის წინარე რეჟიმში გადასვლა. თუკი მას მყიდველი არ გამოუჩნდება, არხის საბოლოო დახურვის თარიღად 1 სექტემბერი დასახელდა.
სამი ცხრიანის თანხვედრილ რეჟიმში „საინფორმაციო არხის“ დახურვასთან დაკავშირებული განაცხადი, რომელიც საბოლოოდ, ქართული საეკლესიო კალენდრით - ახალი წლის დაწყების, ანუ - სექტემბრის თვეში უნდა შესულიყო ძალაში, უდავოდ მისტერიული ფორმით მოწვდილი მინიშნება გახლავთ.
აღნიშნულზე, წამყვანის სურვილის მიუხედავად, პირდაპირ ეთერში, საბოლოო პოზიციის დაფიქსირებისაგან თავი შევიკავე. გადაცემის ბოლოსა და მეორე დღეს მომხდარმა, ნათელი გახადა, თუ რა მინიშნების მატარებელი შეიძლებოდა ყოფილიყო - „საინფორმაციო არხის“ გაუქმებასთან დაკავშირებული მინიშნება.
საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თემაზე საუბრის დაწყებიდან 10 წუთიც არ იყო გასული, რომ სატელეფონო ჩართვის ფორმატში გეგუთის ციხიდან პატიმრებთან წარმართულმა საუბარმა 15 წუთზე მეტი დრო წაიღო. საეთერო დროის დარჩენილ ოთხიოდე წუთში შევეცადე რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის გადმოცემა მომესწრო.
გადაცემის დამთავრების შემდეგ, სტუდიის დერეფანში გამართულ საუბარში, „ობიექტივის“ „პროდიუსერმა“ - ილია ჩაჩიბაიამ, ნახევრად ხუმრობით განმიცხადა - „ბატონო გელა! ამ ბოლო დროს თქვენ უკვე იმდენჯერ იყავით ჩვენს ეთერში, რომ მოდით ამის შემდეგ ცოტა ხნით თავი შევიკავოთ გადაცემაში თქვენი მონაწილეობისაგან“-ო. და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც - მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში ამდაგვარი შემოთავაზება რომ საქმის არსს კარგად არ წაადგებოდა, ორივესთვის ნათელი გახლდათ...
მეორე დღეს, 21 აგვისტოს, 21:30 სთ-ზე, „ობიექტივში“, გაზეთ „საქართველო და მსოფლიო“-ს რედაქციისათვის განკუთვნილ ერთ საათიან დროში, გადაცემის წამყვანის ჯაბა ჟვანიას შემოთავაზებით, მონაწილეობის მისაღებად მივედით მე და მამა ელიზბარი (დიაკონიძე).
დაახლოებით ნახევარი საათის ფარგლებში, შესაძლებლობა მომეცა შეძლებისდაგვარად სრულად გამეშუქებინა საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხი.
გადაცემის დამთავრებისთანავე სტუდიაში შემოსულმა ილია ჩაჩიბაიამ უაღრესად გაღიზიანებულ ტონში - სასტიკი პროტესტი გამოთქვა მედია კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში ჩემი კვლავ მონაწილეობის გამო და დასძინა - „ბატონო გელა! თუკი თქვენ, ჩემი შეთნხმების გარეშე, რაიმე გზით კვლავ აღმოჩნდებით ჩვენი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, მე მიკროფონს დემონსტრაციულად გაგითიშავთ. ისე კი, ჩემის მხრიდან პირობას გაძლევთ, რომ 27 ოქტომბრის არჩევნებამდე თქვენთვის „ობიექტივის“ პირდაპირი ეთერი დახურული იქნება“-ო.
მის მიერ წინა დღისა და ამ დღევანდელი „საუბრის“ მოსმენისას, ჩემთვის საბოლოოდ გახდა ნათელი, თუ რა „საინფორმაციო არხის“ დახურვაზე მიგვანიშნებდა ტ/კ „მეცხრე არხთან“ დაკავშირებით 19 აგვისტოს, ფერისცვალება დღეს გაკეთებული განცხადება.
ამასთანავე, ნათელი იყო, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით, უდავოდ ეშმაკის ძალისხმევით, გამოხატული ასეთი „,მძაფრი პოზიცია“ - სულაც არ იყო შემთხვევითი - ილია ჩაჩიბაიას პირით [რა თქმა უნდა მისდა შეუცნობლად] აშკარად უწმინდური ძალა ბობოქრობდა.
ილია ჩაჩიბაიას „შველის“ ერთადერთი გზა მრჩებოდა - სიმშვიდე. ამიტომ, ყველას დასანახად ზღვარგადასული ტონით მოსაუბრეს შევთავაზე - „ბატონო ილია! თუ „მიკროფონს ეხლავე არ გამითიშავთ“, ანუ ცალკე საუბარზე დამთანხმდებით, რაღაც მინდა გითხრათ მეთქი“.
ერთგვარი ყოყმანის მიუხედავად იგი მაინც დავიყოლიე. თავიდანვე, მადლობა გადავუხადე მ/კ „ობიექტივის“ მთელ კოლექტივს და პირადად მას, ამ ერთი თვის მანძილზე ჩვენთვის პირდაპირ ეთერში გამოსვლის შესაძლებლობის მოცემისათვის. და დავსძინე - „ბატონო ილია! მე ღმერთის ნებას ვარ მინდობილი. და თუკი, თქვენი პირით მეუწყება, რომ ჩემთვის „ობიექტივის“ მეშვეობით მოსახლეობასთან გასაუბრების დრო მთავრდება, მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს - მადლობა თქვენ აქამდე გაწეული თანადგომისათვის. მაგრამ, თუკი ეს ღმერთის ნების საწინააღმდეგოდ ხდება, მე ბოდიშს გიხდით „შეწუხებისათვის“ და - დაგემშვიდობებით, მაგრამ, იცოდეთ, რომ ყველანი ჩვენ-ჩვენი სიტყვებითა და ქმედებებით ვაგებთ პასუხს მოახლოებულ განკითხვის დღეს“.
ჩემმა ამდაგვარმა ტონმა, ერთგვარი დადებითი შედეგი გამოიღო. მან თავის მხრივ, მომიბოდიშა მისი აზრის ამ ტონალობაში გადმოცემის გამო; თუმცა, თავად, მისი სიტყვებითვე უკვე გადმოცეული შინაარსის ერთგული დარჩა.
ერთ დღიანი პაუზის შემდეგ, 23 აგვისტოს 12:30 სთ-ზე წინასწარი შეთნხმების შემდეგ შევხვდი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს ბატონ სოსო მანჯავიძეს. ხანმოკლე საუბარში ბ-ნ სოსოს დავუფიქსირე ჩემი პატივისცემა მათი პარტიის საპოგრამო საკითხებისადმი, და კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა მათდამი დაქვემდებარებაში მყოფ მ/კ „ობიექტივის“ ეთერში გამოსვლების შესაძლებლობის მოცემისათვის.
ამის შემდეგ, ბატონ სოსოს გავაცანი „საქართველოს საარჩევნო კოდექით“ გათვალისწინებული შემდეგი მოთხოვნა - „მუხლი 50. მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი რეგულირებები:
1. კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები და საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული არიან, დაიცვან შემდეგი პირობები:
ა) მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება...“.
აქედან გამომდინარე, ვთხოვე, რომ კოდექსში მითითებულ 50-ე დღემდე ანუ - 7 სექტემბრამდე დარჩენილი 2 კვირის მანძილზე, ინებ მოხერხებულიყო და „ობიექტივის“ ეთერში კვირაში ერთი გმოსვლის შესაძლ;ებლობა მოეცათ ჩვენთვის.
იქვე, დეტალურად აღვუწერე ილია ჩაჩიბაიასთან მომხდარი ინციდენტი და დავსძინე - „ჩემის მხრიდან მიმიტევებია ბ-ნი ილიასათვის მისი საქციელი, მაგრამ თუკი ეს ღმერთის ნების საწინააღმდეგო ქმედებაა, ვშიშობ რომ იგი აუცილებლად დაისჯება, და გულწფელად მეცოდება. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, მოგვეცემა თუ არა თქვენი ეთერით სარგებლობის უფლება, განვლილი გზის გამო, მე მაინც დიდი მადლობელი დაგრჩებით - მეთქი“.
ჩვენი საუბრის დასასრულს, ბ-ნი სოსო დამპირდა, რომ ამ საკითხზე მათ საბოლოო პოზიციას უახლოესი დროის მანძილზე შემატყობინებდა.
კოდირებული - „ყველაფერში პირველის“
არსობივი მხარის ორიოდე მინიშნება
საინფორმაციო სააგენტო „რეი ლაი ტვ“-ს ჟურნალისტებმა, მათთან მორიგი სტუმრობისას, გამიზიარეს თავიანთი ჩანაფიქრი - ჩემი თანხმობის შემთხვევაში, ჩემზე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატზე მოკლე დოკუმენტური ჩანახატის გაკეთების თობაზე. ვიდეო გადაღების დღედ - 22 აგვისტო შეირჩა.
მოხდა ისე, რომ 21 აგვისტოს საზოგადოებრივი არხის მაუწყებლობის პირველი არხის ჟურნალისტებმა, სექტემბრის პირველი კვირიდან დაგეგმილ გადაცემათა ციკლის - „პოლიტიკური კვირის“ გახსნის მიზნით. მოსამზადებელი პროგრამის წინასწარ ჩაწერაზე მისვლა 22 აგვისტოსათვის შემოგვთავაზეს.
ცენტრალურ ტელევიზიაში 13:00 სთ-ზე მისულმა მე და ბ-ნმა ჯემალ ჯიქიამ გავარკვიეთ, რომ აღნიშნულ გადაცემაში მონაწილეობისათვის პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველი ბ-ნი ნიკოლოზ გორგიჯანიძეც ყოფილა მიწვეული.
ბ-ნი ჯემალის პროტესტის მიუხედავად, მე, როგორც უკვე დარეგისტრირებული პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატი, მაინც დავეთანხმე არ ჩამეშალა მათ მიერ დაგეგმილი, და როგორც აღმოჩნდა - წინასწარ მომზადებული გადაცემის ჩაწერის პროცესი.
ამასთანავე, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მათ მიერ ჩაფიქრებული პოლიტიკურ გადაცემათა ციკლის ჩემი მონაწილეობით დაწყება, კიდევ ერთი ნიშანი გახლდათ, ახალ აღთქმაში დაფიქსირებული მინიშნების - „ყველაფერში პირველის“ მისტერიული აცხადებისა.
წამყვან - ქეთევან ბოჯგუასთან ერთად, ერთსაათიანი გადაცემის წინასწარი ჩანაწერის დამთავრების შემდეგ საინფორმაციო სააგენტო „რეი ლაი ტვ“-ს ჟურნალისტების - თამარ ბერძენიშვილისა და გოგა ზექალაშვილის ინიციატივით აუდი-ვიდეო ჩაწერა, ჯერ - ჩვენს ოფისში, შემდეგ ჩემთან სახლში (მუხიანი), და ბოლოს ბ-ნ ჯემალ ჯიქიას კერძო ეზოიან ბინაში (ვაშლიჯვარი) განხორციელდა.
ზოგადად, პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკაშირებული პირველი ფილმისათვის მცირე ინტერვიუები აიღეს - დედაჩემისგან (ნანული ერქვანიძე), ბატონების - ჯემალ ჯიქიას, ბეჟან შერგელაშვილის, ლევან ჩოხელისა და მევლუდ მამადაშვილისაგან. თავად ფილმის დამონტაჟება და ინტერნეტ სივრცეში მისი განთავსება, უახლოესი დღეებისათვის დაიგეგმა...
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ [გელა] სალუაშვილი