ნიშანნი ბოლო ჟამისანი, ანუ
„წმიდა ნინოს ცხოვრებაში" დაცული ერთი მინიშნების არსი.

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

ბიბლიაში დაფიქსირებულ კოდირებულ ინფორმაციებს შორის, ბოლო ჟამის თვალთახედ-ვით, დროითი ეტაპის გა-მოკვეთისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია შემდეგი ორი მინიშნება _ 'როცა ყრმა იყო ისრაელი და მიყვარდა იგი, ეგვიპტედან გამოვიხმე ჩემი ძე~ (ოსია 11,1), და მეორე _ 'ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედა მისი ღამით, და წავიდა ეგვიპტეს. და იყო იქ ჰეროდეს აღსასრულამდე; რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა, თქმული წინას-წარმეტყველის მიერ: ეგ-ვიპტით მოვუხმე ჩემს ძეს~ (მათე 2,14-15).

აღნიშნულით, ჩვენის აზრით, 2010-2011 წლების გასაყარზე დაწყებული ის პროცესები უნდა მიგვე-ნიშნებოდეს, რასაც ზოგა-დად _ 'არაბული გაზაფ-ხული~ ეწოდა. წინამდე-ბარე წერილში _ ლიბანში მიმდინარე მოვლენებზე გვინდა ვისაუბროთ.

ჩვენს თვალწინ მიმ-დინარე პროცესების შე-სახებ მსჯელობის დაწყე-ბამდე, მოდით ქართულ ისტორიოგრაფიაში, ზოგა-დად _ 'წმიდა ნინოს ცხოვრების~ სახელით ცნობილ რედაქციებში დაცული ერთ-ერთი მნიშ-ვნელოვანი მინიშნება გა-ვაანალიზოთ.

ამჯერად ის მონაკვეთი გვინდა გავიხსენოთ, რო-მელშიც მირიან მეფის მიერ ქრისტეს რჯულის აღია-რების შემდგომად განვი-თარებული მოვლენებია გადმოცემული. თუმცა, აქაც, მცირე წინარე ისტორია გვინდა შეგახსენოთ.

მაცხოვრის ჯვარცმაზე წასულ მცხეთელ ებრა-ელებს, ღვთის განგებულო-ბით, მაცხოვრის კვართი ერგოთ წილად. მცხეთაში დაბრუნებულმა ელიოზმა, უდიდესი სიწმინდე, ქრისტეს კვართი თავის დას (საეკ-ლესიო გადმოცემით სა-ხელად _ სიდონიას) გადასცა.

'მოქცევაი ქართლი-საიში~ ვკითხულობთ _ '... ხოლო ამან ელიოზ მოიღო კუართი იგი მაცხოვრისა იესუ ქრისტესი მცხეთად... ხოლო დაი მისი მიე-გებვოდა შესუარული ცრემლითა, ვითარცა სის-ხლითა, და მოეხვია ყელსა ძმისა თვისისასა და მოიღო სამოსელი იგი იესუსი და შეიტკბო მკერდსა თვისსა ზედა და მსწრაფლ სულნი წარხდეს... ხოლო ელიოზ დაჰმარხა დაი თვისი, და ხელთა მისთა აქუნდა სამოსელი იგი. და არს ადგილი იგი ნაძუსა მის ლიბანით მოსრულსა და მცხეთას დანერგულსა...~-ო [მიხეილ (გელა) სალუა-შვილი, საბა სალუაშვილი, 'მოქცევაი ქართლისაის~ რედაქციების პარალე-ლური ტექსტები, თბ. 2010 წ., გვ.82-83].

მაცხოვრის კვართთან ერთად დაფლული სიდო-ნიას საფლავზე ამოსულ ხეს, ამავე ტერმინით მოიხსენიებს 'ქართლის ცხოვრებაც~ _ 'და ელიოზ დამარხა დაი თვისი, და ხელთა აქუნდა სამოსელი იგი უფლისა... და არავინ უწყის ადგილი იგი თვი-ნიერ ამისა, რომელ არს მახლობელად ნაძვისა მის ლიბანით მიღებულსა და მცხეთას დანერგულსა და აღორძინებულსა...~ [სიმონ ყაუხჩიშვილი, 'ქართლის ცხოვრება~, ტ. I, თბ. 1955 წ., გვ. 100-101].

ჩვენის აზრით, აქ მნიშ-ვნელოვანი კოდირებული ინფორმაციაა მოცემული, რომელიც _ 'ნაძუსა მას ლიბანით მოღებულსა~ ფრაზაში, სიტყვა _ 'ლი-ბანით~ მიგვენიშნება, და ბოლო ჟამში _ ლიბანის მოვლენებთან მიმართებაში, კონკრეტული დროის და-ფიქსირებას უნდა ისა-ხავდეს მიზნად. მივყვეთ თხრობას.

ქრისტეს რჯულზე ახ-ლად მოქცეული მირიანი, წმიდა ნინოს რჩევით, ტაძრის აშენებას სწორედ იმ ადგილზე გადაწყვეტს, სადაც ზემოთმითითებული ნაძვის ხეა ამოსული.

'ქართლის ცხოვ-რებაში~ ვკითხულობთ _ '... და მეყსეულად მოიღო ძალი და ასწავებდა ხუ-როთა. და მოჰკუეთა ნაძვი იგი და ნაძვისა მისგან შემზადნა შვიდნი სუეტნი ეკლესიისანი...~ (იქვე, გვ. 112).

თითქმის ანალოგიურ მინიშნებას იძლევა ნი-კოლოზ I კათალიკოსი (1150-1178 წ.წ.) _ '... ხოლო ნაძუნი იგი და საშინელნი დიდნი მოჰკუეთნეს: რომ-ლისაგანაცა შეჰმზადნეს შვიდნი სუეტნი...~ [ნი-კოლოზ I კათალიკოსი, 'საკითხავი სუეტის ცხოველისაი კუართისა საუფლოისა და კათოლიკე ეკლესიისა~, თბ. 1908 წ., გვ. 227].

ლიბანის ნაძვის მოკ-ვეთის შემდეგ მისი შვიდ ნაწილად გამზადებისეული თხრობა, ჩვენის აზრით, დროით ნიშანს შეიცავს, რომლის არსში გასარ-კვევადაც მოდით დღევან-დელობის ისტორია გა-ვიხსენოთ.

დღევანდელი დღის ქრონიკებში, ე.წ. 'არაბული გაზაფხულის~ თაობაზე ვკითხულობთ _ '... ანტი-სამთავრობო გამოსვლების ტალღამ ლიბიასა და ბაჰრეინსაც მიაღწია... მა-სობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები გაიმართა აგრეთვე ლიბანის საპორ-ტო ქალაქ ბენგაზიში...~ (გაზ. 'ახალი თაობა~, 17/02-2011 წ., გვ.11).

ერთთვიანი ბრძოლების თავზე ლიბანის პრეზი-დენტ მუამარ კადაფის შეიარაღებული ძალებისა-გან მშვიდობიანი მოსახ-ლეობის დაცვის მიზნით, გაერო-ს უშიშროების საბჭომ ლიბიის საჰაერო სივრცე 2011 წლის 17 მარტს ფრენისათვის და-ხურულ ზონად გამოაც-ხადა. საბრძოლო მოქ-მედება 19 მარტს დაიწყო _ 'აშშ-ის, დიდი ბრიტა-ნეთისა და საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა ლიბიაში პოლკოვნიკ კა-დაფის ერთგულ ჯარებზე სარაკეტო იერიში მიი-ტანეს...~ (გაზ. 'ახალი თაობა~, 21/03-2011 წ., გვ. 10).

ჩვენის აზრით, ქართულ წყაროებში დაფიქსირე-ბული ლიბანის ნაძვის _ შვიდ სვეტად დაყოფა, კოდირებულად, ბოლო ჟამში ლიბანში განვითა-რებული მოვლენების დროით მინაკვეთზე უნდა გვითითებდეს; რომლის ათვლაც, ერთის მხრივ _ 15 თებერვლიდან, ხოლო მეორეს მხრივ _ 19 მარტიდან უნდა იღებდეს სათავეს.

არნიშნულთან ერთად, 'მოქცევაი ქართლისაი~ ასეთ ინფორმაციასაც გვაწ-ვდის _ '... და მოჰკუეთეს ნაძვი იგი და შემზადეს სუეტად და ძირთა მისთა ზედა დადვეს საძირკუელი. და საშინელ იყო სუეტი იგი სახილველად. და რაჟამს სახმარ იქმნა აღმართებაი სუეტისა მის დიდებულისაი, ჰბრძოდეს შვიდეულსა ერთსა... და ვერ შეუძლეს აღმართებაი და ვერცა თვით შეუძრვად ადგილსა მისგან...~ (იქვე, გვ. 96).

ამდენად, აქ ორი კოდირებული მინიშნებაა მოცემული _ ლიბანის ნაძ-ვის შვიდ ნაწილად დაყოფა: 'ნაძვისა მისგან შემ-ზადნა შვიდნი სუეტნი ეკლესიისანი~ [სიმონ ყაუხჩიშვილი, 'ქართლის ცხოვრება~, ტ. I, თბ. 1955 წ., გვ. 112], და _ 'ჰბრძოდეს შვიდეულსა ერთსა~ [მი-ხეილ (გელა) სალუაშვილი, საბა სალუაშვილი, 'მოქ-ცევაი ქართლისაის~ რე-დაქციების პარალელური ტექსტები, თბ. 2010 წ., გვ. 96].

აშკარაა რომ აქ _ ორი დროითი ათვლაა მოცე-მული, რომელთაგან: შვიდ სვეტად დაყოფა _ ძირი-თადი ბრძოლის რაღაც დროს გამოყოფს, რომლის დამთავრების შემდეგაც, თურმე, კიდევ _ 'ჰბრძოდეს შვიდეულსა ერთსა~.

ჩვენს თვალწინ მიმ-დინარე ლიბანის მოვლე-ნები ორ ეტაპად განვი-თარდა:

I. 2011 წლის 15 თე-ბერვალს დაწყებული გა-მოსვლებიდან შვიდი თვის თავზე, ლიბანის აჯან-ყებულმა ოპოზიციამ _ ქვეყნის დედაქალაქი ტრიპოლი დაიკავა; თუმცა, თავად მუამარ კადაფის კვალს ჯერ ვერ მიაგნეს.

დედაქალაქის აღებიდან ერთი კვირის თავზე _ 2011 წლის 21 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაერო-ს რიგით 66-ე გენერალურ ასამ-ბლეაზე, ლიბიის ძველი დროშა, ოფიციალურად, ახლით შეიცვალა, რომე-ლიც _ დროებითი მთავ-რობის წარმომადგენელმა წარადგინა;

II. ნატო-ს შეიარაღე-ბული ძალების მიერ ლი-ბანში საჰაერო იერიშის დაწყებიდან, ანუ _ 2011 წლის 19 მარტიდან ათვლით, შვიდი თვის შემდეგ _ 20 ოქტომბერს ნატო-ს ავიაციამ მუამარ კადაფის ავტოკოლონა დაბომბა, რის შემდეგაც პოლკოვნიკი კადაფი ამბო-ხებულებმა შეიპყრეს და მოკლეს.

აღნიშნული დროიდან ერთი კვირის შემდეგ _ 28 ოქტომბერს, ნატო-მ ლიბიაში სამხედრო ოპე-რაციის დასრულების შესა-ხებ რეზოლუცია მიიღო, რომლის საფუძველზეც _ 31 ოქტომბერს ნატო-ს ოპერაცია 'გაერთიანებული დამცველი~ საბოლოოდ შეწყდა.

ამდენად, ბოლო ჟამის მდინარებამ ნათლად დაგ-ვანახა, რომ ქართულ წყა-როებში დაფიქსირებული _ ლიბანის ნაძვის მოჭ-რა და მისგან შვიდი სვეტის გამოთლა, კო-დირებულად ბოლო ჟამის დროთა მდინარების _ შვიდ თვეს გამოჰყობს; საიდანაც ათვლით კიდევ კონკრეტდება _ 'შვი-დეული ერთი~.

ქართულ წყაროთა კოდირებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული პროცესების შემდეგ, უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენების დაწყებაზე გვენიშნება, რომელთა ათვლაც, ერთის მხრივ _ 2011 წლის 15-21 სექ-ტემბრისა, და მეორეს მხრივ _ 20-28(31) ოქტომბრის დროითი მჯნებიდან უნდა იღებდეს სათავეს.

ჩვენი გაზეთის წინა ნომერში უკვე ვისაუბრეთ იმ პროცესებზე, რომლებიც _ 2011 წლის 7 ოქტომ-ბრის ჩათვლით განვითა-რებულ მოვლენებს ეხე-ბოდა. ამჯერად კი, მოდით ოქტომბერ-ნოემბერში მიმ-დინარე პოლიტიკური ცხოვრების რამდენიმე ასპექტს შევეხოთ.

'ეს არის მოწმობა იოანესი...~

(იოანე 1,19)

'საიდუმლონი დაფარულნი შემოქმედისანი

ჟამთა უკანასკნელთა საცნაურ იქმნეს~

(სულხან-საბა ორბელიანი, 'თხზულებანი~,

ტ. III, თბ. 1963 წ., გვ. 184)

უფალ იესუ ქრისტეს პირველად განკაცების წინარე დროში, წარ-მართული რელიგიებისა თუ სხვადასხვა ფილო-სოფიური მიმდინ-რე-ობის უკიდეგანო ნა-კადში ჩაფლული ადამის მოდგმა, სულის გადა-გვარების გზას ადგა _ '... კაცობრივ მოძღ-ვრებათა წყვდიადში მხოლოდ ერთადერთი სხივი ანათებდა _ ეს იყო იუდეველთა მოძ-ღვრება ერთ ღმერთზე, როგორც სამყაროს შემოქმედზე, რაც მათ სწორედ გამოცხადებით მიეცათ...

... ქრისტეს შობის წინა საუკუნეში იუდეველები მუდმივად სხვისი ბატონობის ქვეშ იმყოფებოდნენ. ისინი ჯერ ბერძნებმა, მერე ეგვიპტელებმა და სი-რიელებმა, ხოლო ბო-ლოს რომაელებმა დაიპ-ყრეს. იუდეველები მიხ-ვდნენ, რომ ამის მიზეზი ღმერთის დავიწყება იყო; ამიტომ თავსდატეხილი უბედურება ღმერთის სასჯელად მიიჩნიეს და მოსეს სჯულის სამ-სახური დაიწყეს... ღმერ-თისგან მინიჭებულ წყალობას, სამწუხაროდ ისინი საკუთარი დამ-სახურების შედეგად მიიჩნევდნენ...

...მესიის მოსვლის მნიშვნელობაც საკუთა-რი ინტერპრეტაციის მიხედვით ესმოდათ, კერძოდ, ისინი ფიქ-რობდნენ, რომ მესია იქნებოდა მეფე, რომე-ლიც მათ რომაელების ბატონობისაგან გაათა-ვისუფლებდა და მსოფლიო ბატონობას მოუპოვებდა...~ (გვანცა კოპლატაძე, 'ქრის-ტიანული ეკლესიის ისტორია~, თბ., 2007 წ., გვ. 3-5).

და აი, სიტყვა, რომე-ლიც _ '... იყო ღმერთ-თან და ღმერთი იყო სიტყვა~ (იოანე 1,1), ღმერთის ნებით _ '... ხორცად იქცა, და დაემ-კვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმა-რიტებით სავსე...~ (იოანე 1,14).

მაცხოვრის განკა-ცებამდე ზაქარიასა და ელისაბედს ვაჟი შე-ეძინათ _ 'და მერვე დღეს მივიდნენ ყრმის წინადასაცვეთად, და უნდოდათ მამის სახელი დაერქმიათ მისთვის ზა-ქარია. მაგრამ დედამის-მა თქვა: არა, არამედ იოანე ერქმევა მას~ (ლუკა 1,59-60).

იოანე ნათლისმცემ-ლის მამის _ ზაქარიას სიტყვებით ღმერთმა ყრმის მისია განგვი-ცხადა _ 'და ზაქარია, მამა მისი, აღივსო სუ-ლით წმიდით, წინას-წარმეტყველებდა და ამბობდა... და შენ, ყრმაო, უზენაესის წი-ნასწარმეტყველად იწოდები, რადგანაც წინ წარუძღვები უფალს, რათა გაამ-ზადო მისი გზა~-ო (ლუკა 1,67; 76).

უფალ იესუ ქრის-ტეს ძალმოსილებით გამოჩინებამდე, ჯერ _ იოანე ნათლისმცემ-ლის ხმა გაისმა. რომის იმპერიის მიერ დაპყრო-ბილი ებრაელი ერის სათაყვანებელი სამ-შობლო, ოთხ პოლიტი-კურ ერთეულად იყო დაყოფილი _ '... პონ-ტიუს პილატე იუდეის მთავარი იყო, ჰეროდე _ გალილეის მეოთხედ-მთავარი, ფილიპე, მისი ძმა, _ იტურეისა და ტრაქონიტის მხარის მე-ოთხედმთავარი, ხოლო ლისია _ აბილეის მე-ოთხედმთავარი~ (ლუკა 3,1).

მკითხველო, წარ-მოდგენილ შესავალში ალბათ გეცნოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის წარსულისა და აწმყოს მუქ-ნათელი ფერები.

ბოლო ჟამის შე-საცნობი ნიშნების აცხადების ადგილი _ საქართველო, მისტე-რიულად, ებრაელი ერის სამშობლოს წილ-ხვედრია. ოთხ პოლი-ტიკურ ერთეულად დაყოფილ ჩვენს მიწაზე ასევე დააბიჯებს დამ-პრობლის ჩექმა; ჯერ _ ანტიქრისტესა, და შემ-დეგ _ ცრუწინასწარმეტ-ყველის მიერ დამყარე-ბულ-განმტკიცებული გატიალების სიბილ-წისაგან სულშეხუთული ქართველი ერი _ მხსნელს ელის. მისი გამოჩენის ჟამი კი უკვე კარზეა მომდგარი.

ოღონდ ერთია, მეორედ შობით მო-სული ძე კაცისას ძალ-მოსილებით გაცხა-დება _ საქართველოს, ანუ იბერიის გაბრ-წყინება კი არ იქნება მხოლოდ, არამედ, სა-თავე დაედება ზოგად-საკაცობრიო, კოსმიუ-რი ცვლილებების გა-მომწვევ პროცესს, რასაც, გამოცხადების მიხედვით ახალი ცა და ახალი მიწა ჰქვია _ '... რადგანაც უწინდელი ცა და უწინდელი მიწა გადაეგო და ზღვა (კოდია) აღარ არის~ (გამოცხ. 21,1).

და აი, მსგავსად პირველად მოსვლისა, ბოლო ჟამის მიწურულს, კვლავაც _ 'იოანე ნათლისმცემლის ხმა~ უნდა გაისმას. სულით ხორცამდე შეძრული ერის მოლოდინისეული ამოძახილი, სახარებაში ასეა გადმოცემული _ '... როცა იუდეველებმა წარგზავნეს იერუსალი-მიდან მღვდლები და ლევიტელნი, რათა ეკითხათ მისთვის: ვინა ხარ შენ? და აღიარა, როდი უარყო; დიახ აღიარა: მე არა ვარ ქრისტე. და ჰკითხეს მას: მაშ ვინ? ელია ხარ? და თქვა: არა ვარ. წინასწარმეტყველი ხარ? და მიუგო: არა. და უთხრეს მას: მაინც ვინა ხარ? რათა პასუხი გავცეთ ჩვენს წარმომ-გზავნელთ: რას იტყვი შენზე? და თქვა: მე ვარ ხმა უდაბნოში მღა-ღადებლისა: გაამზა-დეთ გზა უფლისა, როგორც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა~ (იოანე 1,19-23).

ზემოთაღნიშნული _ 'წმიდა ნინოს ცხოვ-რებაში~ დაცული დროითი მინიშნებების მისტერიულად ასრუ-ლების შემდეგ _ იოანე ნათლისმცემლის გამო-ჩინებისეული ეტაპი უნდა დაწყებულიყო; და თანაც _ ორ ეტაპად. კერძოდ: ჯერ _ 15-21 სექტემბრის, ხოლო მეორედ _ 19(20)-28(31) ოქტომბრის შემ-დგომად. ამიტომ, მოდით მივყვეთ ჩვენს თვალწინ მიმდინარე მოვლენებს.

„.. ხმა უდანოში მღაღადებლისა"

ქვესათაურად გა-მოტანილის იგავური შინა არსის აცხადება 15-21 სექტემბრის შემ-დგომად, კერძოდ: 5-7 ოქტომბრის მინიშნე-ბებით გვეუწყა.

თავისი საქმეებით ყველასათვის ცნობილი, მაგრამ მაინც უცნობი ბიძინა ივანიშვილის მიერ საჯაროდ _ 'ხმის ამოღებაზე~ უწყება 5 ოქტომბერს გავრცელდა, ხოლო 7 ოქტომბერს მისი პირველი გან-ცხადების ტექსტი გა-მოქვეყნდა.

თავად კვლავაც უცნობის რანგში დარ-ჩენილი ბიძინა ივა-ნიშვილის 'ხმა~ _ მისი პოლიტიკაში ჩართვის ამბავს გვაუწყებდა.

და ერთიანად ამოძ-რავდა ცრუწინასწარმეტ-ყველისა და მისი გუნდის მიერ დაჭაობებული ქართული პოლიტიკური გარემო _ ბიძინა ივა-ნიშვილისაგან მომ-დინარე 'ხმა~, უახლოეს მომავალში, _ მ. საა-კაშვილის უცილობე-ლი დამარცხების დრო-ის მოახლოებაზე ქა-დაგებდა.

11-18 ოქტომბრის შუ-ალედში გაჟღერებული განხადებისა თუ მცირე სატელევიზიო გამოჩი-ნებას, ანუ 19(20)-28(31) ოქტომბრისეულ მიჯნას _ 2011 წლის 1 ნოემ-ბრის პრესკონფერენ-ცია მოჰყვა.

რამოდენიმე დღის ინტერვალით, ისიც და-ანონსდა, რომ ბიძინა ივანიშვილი _ საზო-გადოებრივი მოძრა-ობის 'ქართული ოც-ნების~ დაფუძნებას აპირებსო. და აგორდა ტალღა...

წარმოდგენილი შე-სავლის შემდეგ, მოდით ჩვენს ხელთ არსებული მინიშნებების არსში გარკვევა ვცადოთ.

თითქმის უკომენტაროდ

წინამდებარე თხრო-ბაში, ძირითადად, ყვე-ლასათვის ხელმისაწ-ვდომ დოკუმენტურ მასალას მცირეოდენი კომენტარით შემოგ-თავაზებთ.

იოანე = ივანე

სახელი: 'ივანე (ძვ. ებრ.) 'ღვთის წყალობა~, სიტყვასიტყვით: 'ის ვის მიმართაც ღმერთი მოწყალეა~, 'ვისაც ღმერთი სწყალობს~. ამ სახელის საწყისი ფორმაა _ იოხანან (იეჰოხანან), სხვადასხვა სახეცვლილებით იგი შესულია მსოფლიოს მრავალ ენაში. ქარ-თულში ძველად გვხვ-დებოდა იოვანე და იოანე, აქედან მივიღეთ _ ივანე, მისი შე-მოკლებით კი _ ვანო... ამ სახელიდან წარ-მოქმნილია რამდენიმე ქართული გვარი: ივანიძე, ივანიშვილი...~ (ზ. ჭუმბურიძე, 'რა გქვია შენ?~, თბ. 1992 წ., გვ.118-119);

დაბადების დროითი ნიშნები

სახარებაში ვკით-ხულობთ _ 'და აჰა, ელისაბედმაც, შენმა ნათესავმა, მუცლად იღო ძე სიბერის ჟამს, და ეს მეექვსე თვეა მისთვის, ვინც უნაყოფოდ იყო ხმობილი~ (ლუკა 1,36).

აქ, შეფარვით მოცე-მული ამოსავალი კოდია _ 6 ['მეექვსე~], რომლის მეშვეობითაც შესაძლე-ბელი ხდება _ ბოლო ჟამში მცხოვრები იოანეს არსის მატარებელი პი-როვნების _ 6-თან და-კავშირებული დაბა-დებისეული დროითი ნიშნების გამოთვლა. კერძოდ:

დაბადების თვე

ქართული საეკლე-სიო კალენდრით ახალი წელი სექტემბერში იწყება _ 'სეკდემბერი ბერძნულია, ქართულად ახალწლისა~ (საბა, ტ. II, გვ. 81).

სექტემბრიდან ათ-ვლით (1. სექტემბერი – 2. ოქტომბერი _ 3. ნოემბერი _ 4. დეკემბერი _ 5. იანვარი _ 6. თე-ბერვალი) თებერვალი არის _ მე-6 თვე.

ზემოთქმულიდან გა-მომდინარე, იგავურად მიგვენიშნება, რომ: ბოლო ჟამში მცხოვ-რები იოანეს არსის მატარებელი პიროვ-ნება _ თებერვლის თვეში უნდა იყოს დაბადებული;

დაბადების წელი

ბოლო ჟამში მცხოვ-რები იოანეს არსის მატარებელი პიროვნება _ დაბადებული უნდა იყოს _ 6-იანით დაბო-ლოებულ წელს.

დაბადების რიცხვი

ბოლო ჟამში მცხოვ-რები იოანეს არსის მატა-რებელი პიროვნების დაბადების _ ჟამის, ანუ _ დღის დასადგენად ქართულ ანბანში შე-ფარული მინიშნება გა-მოგვადგება.

40 ასონიშნიან ქარ-თულ ანბანში მე-18 რი-გითი ნომრით _ 'ჟან~-ია მოცემული. შესაბამი-სად, ბოლო ჟამში მცხოვრები იოანეს არ-სის მატარებელი პი-როვნება _ 18 რიცხვში უნდა იყოს დაბადებუ-ლი.

და კიდევ:

_ სახარებაში ვკით-ხულობთ _ 'მიუგო იო-ანემ და უთხრა მათ: მე ნათელს ვცემ წყლით...~ (იოანე 1,26). ჩვენის აზრით აღნიშნულში, კოდირებულად _ 'წყალზე~ უნდა იყოს მინიშნება.

როგორც ვიცით, თე-ბერვალი ზოდიაქოს ორი ნიშნის _ მერწყულისა (20/01 _ 9/02) და თევზების (20/02 _ 20/03) გასაყარია. თავის მხრივ _ 'მერ-წყული წყალთ მზი-დავია...~ (საბა, ტ. I, გვ. 465), ხოლო თევზების ზოდიაქოს სტიქია _ 'წყალია~;

_ ზოგადად 100 მთელზე, ხოლო _ 50 ნახევარზე მიგვა-ნიშნებს. კოდირებული ქართული სიტყვა _ 'ნახევარი~, ანუ 'ნახე-ვარ-ი~ გვკარნახობს: 'ნახე ვარ ი(ოანე)~

დასკვნის მაგიერ

_ ბოლო ჟამში მცხოვრები იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პი-როვნება დაბადებული უნდა იყოს:

_ 18 თებერვალს;

_ მეოცე საუკუნის 6-იანით დაბოლოებულ წელს;

_ კოდირებულ 'ნახ-ევარი~-სეულ მინიშ-ნებაზე დაყრდნობით: 50-იან წლებში;

ყოველივე ზემოთ-ქმულიდან გამომდი-ნარე _ ბოლო ჟამში მცხოვრები იოანე ნათლისმცემლის არ-სის მატარებელი პი-როვნება დაბადებული უნდა იყოს: 1956 წლის 18 თებერვალს.

„ქადაგების დაწყება" - ღია გამოჩინება

სახარებიდან გვეუწყება _ 'ტიბერიუს კეისრის მმართველობის მეთხუთმეტე წელს... გაისმა სიტყვა ღმრთისა იოანეს ზაქარიას ძის მიმართ უდაბნოში~ (ლუკა 3,1-2).

ისტორიოგრაფიი-დან ვიცით, რომ ტიბერიუსი იყო უძეოდ გადაგებული რომის იმპერიის კეისრის ავ-გუსტუსის გერი, რომე-ლიც, მოზეზთა გამო, სატახტო ქალაქიდან იყო გაძევებული. ტიბერიუსი ახ.წ. 4 წელს იშვილა ავგუსტუსმა და ახ.წ. 6 წლიდან ფლობდა 'იმპერატორის~ წოდებას (თავდაპირ-ველად ასე იწოდებოდ-ნენ რომაელი მხედართ-მთავრები; ავგუსტუსის დროიდან იმპერატორად იწოდებოდა რომის სა-ხელმწიფოს მემკვიდ-რეობითი მეთაური).

ტიბერიუსი რომის იმპერიის ერთპიროვ-ნული მმართველი გახ-და მხოლოდ _ 8 წლის შემდეგ, ანუ _ ახ.წ. 14-37 წ.წ.

ბოლო ჟამისეული თვალთახედვით, ზემოთ-ქმულის კოდირებული არსი ასეთია: ამერიკაში 'გაძევებული~ მ. საა-კაშვილი საქართველოში დაბრუნდა _ 1995 წელს გამართულ საპრეზი-დენტო და საპარლა-მენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. 'მოქალაქეთა კავშირის~ სიით პარლამენტის დეპუტატად არჩევის შემდეგ მ. სააკაშვილი გახდა _ პარლამენტის საკონსტიტუციო და იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმ-ჯდომარე;

8 წლის [1996-1997-1998-1999-2000-2001-20002-2003], ანუ – 2003 წლის ე.წ. 'ვარდების რევო-ლუციის~ შემდეგ მ. სააკ-აშვილი გახდა საქარ-თველოს ერთპიროვ-ნული მმართველი.

სახარებაში დაფიქ-სირებული _ 'ტიბერიუს კეისრის ( აქ _ მ. საა-კაშვილის) მმარ-თველობის მეთხუთმეტე წელი~ _ ბოლო ჟამი-სეული თვალთახედვით 1995 წლიდან ათვლით [1996, 1997 ... 2009,2010] გამოყოფს 2010 წელს.

ამასთანავე, ქართული მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდრით: საერო 2010 წელი დასრულდა _ 2011 წლის 14 სექტემბერს.

დასკვნის მაგიერ: ყოველივე ზემოთქმულის შედეგად იკვეთება, რომ _ ბოლო ჟამში იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პიროვ-ნების საჯაროდ გა-მოჩინების მიჯნა, კო-დირებულ 15 წელზე დაყრდნობით: 2011 წლის 14 სექტემბრიდან _ 2011 წლის 5 ნოემბრამდე დროით მონაკვეთზე მოდის.

იოანე ნათლისმცემელისეული მისია

უფალი იესუ ქრისტე ასე გვაუწყებს იოანე ნათლისმცემელზე: _ 'რადგან ეს არის იგი, ვისთვისაც დაიწერა: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს გზას შენსავ წინაშე~ (მათე 11,10).

აქ მოცემული სახა-რებისეული ტექსტის 'მისამართი~ _ 'მათე 11,10~, შემდეგი დროითი მინიშნების მატარე-ბელია:

_ მეგრული კოდით: 'მათე~ ნიშნავს _ 'მოამთავრე~;

_ კოდი: '11,10~ მიგ-ვანიშნებს, რომ ეს 'მომ-თავრების~ ('მათე~) ეტა-პის მოახლოება _ რო-მელიღაც მე-11 წლის მე-10-ე თვეში მომხდარით მიგვენიშნება [დამა-ტებით იხ. გაზ. #13(790), გვ. 1-8].

ზემოთქმულიდან გა-მომდინარე: მე-11 წლის მე-10, ანუ _ 2011 წლის ოქტომბრის თვეში მის-ტერიულად ასრულე-ბული პროცესით _ და-მამთავრებელი ['მათე~], ანუ მეორედ ღმერთად მომავალი უფალი იესუ ქრისტესთვის გზის მოს-წორებისეული ეტაპის დასაწყისის დადგომაზე გვენიშნება.

ყველაზე აღმატებული

უფალი იესუ ქრისტე ასე გვაუწყებს იოანე ნათლისმცემელზე:

_ 'ჭეშმარიტად გე-უბნებით თქვენ: დედი-საგან შობილი არავინ აღმდგარა იოანე ნათ-ლისმცემელზე უმე-ტესი...~ (მათე 11,11).

აქ კოდირებულად გვეუწყება, რომ _ ბოლო ჟამში მცხოვრები იოანე ნათლისმცე-მელისეული მისიის მატარებელი პიროვ-ნება, ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნების მატარებელ ქვეყანაში [საქარ-თველოში] _ ყველა-საგან გამორჩეული ნიშან-თვისების მა-ტარებელი უნდა იყოს.

ჰეროდე ანტიპა _ ბოლო ჟამის ცრუწინასწარმეტყველი

ბოლო ჟამისეული თვალთახედვით _ სახა-რებისეული: _ ჰეროდე დიდი, ეს იგივე ბოლო ჟამის ანტიქრისტეს არსის მატარებელი [ედ. შევარდნაძე] პიროვ-ნებაა; ხოლო

_ ჰეროდე დიდის ძე: ჰეროდე ანტიპა, ეს იგი-ვე ბოლო ჟამის ცრუწი-ნასწარმეტყველის არსის მატარებელი [მ. სააკაშ-ვილი] გახლავთ.

სახარებაში ჰეროდე ანტიპაზე ვკითხულობთ: _ '... ჰეროდეს ეშინოდა იოანესი; ვინაიდან იცო-და, რომ მართალი და წმიდა კაცია, და უფრ-თხილდებოდა; ბევრ რამეს აკეთებდა მისი რჩევით და სიამოვ-ნებით უსმენდა მას~ (მარკ. 6,20).

ბოლო ჟამისეული თვალთახედვით, აღნიშ-ნულიდან გვეუწყება, რომ:

_ ბოლო ჟამში მცხოვრები იოანე ნათ-ლისმცემელისეული მისიის მატარებელი პიროვნება არის _ 'მართალი და წმიდა კაცი~; რომელთან დამოკიდებაშიც

_ ბოლო ჟამის ცრუწინასწარმეტყველი – მ. სააკაშვილი: 'ბევრ რამეს აკეთებდა მისი რჩევით და სიამოვ-ნებით უსმენდა მას~.

„... მისკენ მიმავალნი"

სახარებაში ვკითხულობთ: _ 'ხოლო იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი იუდეის უდაბნოში საქადა-გებლად (1) ... მაშინ გა-მოდიოდა მისკენ იერუ-სალიმი და მთელი იუდეა და მთელი შე-მოგარენი (5). ინათლე-ბოდნენ მისგან იორდა-ნეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს (6)~ (მათე 3,1; 5-6)

აქ მოცემული სახა-რებისეული ტექსტი, ბოლო ჟამისეული თვალსაზრისით გვაუწ-ყებს, რომ _ ბოლო ჟამში მცხოვრები იოანე ნათლის-მცემლისეული მისიის მატარებელი პი-როვნების ღიად და საჯაროდ გამოჩენის შემდეგ მრავალი ხალხი დაიძვრება მისკენ.

'... ჩვენ რაღა ვქნათო?~

სახარებაში ვკით-ხულობთ _ 'და ეკით-ხებოდა მას ხალხი: ჩვენ რაღა ვქნათო? (10)... და მეომრებმაც ჰკითხეს: ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ; ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას (14)~ (ლუკა 3,10; 14).

აქ მოცემული სახა-რებისეული ტექსტი, ბო-ლო ჟამისეული თვალ-საზრისით გვაუწყებს, რომ _ ბოლო ჟამში მცხოვრები იოანე ნათლისმცემლისეული მისიის მატარებელ პიროვნებას დიდი ავტორიტეტი ექნება ხალხში.

რამოდენიმე დროითი ნიშანი

ბოლო ჟამისეულ ხედვაში არის ახალი წლის სამი ათვლის წერტილი: I. იანვარი (საერო ათვლა); II. მარტი (ბიბლიური ათვლა) და III. სექ-ტემბერი (ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის კალენდარი).

აღნიშნულის გათ-ვალისწინებით, მოდით ზოგიერთი მოვლენის ბიბლიური მინიშნება გავიხსენოთ.

1 ნოემბერი

ძველქართულ ბიბლიურ ტექსტში ვკითხულობთ

_ 'ხოლო წყალი, მავალი, შემცირდებოდა ვიდრე მეათედ თთუემდე. და მეა-თერთმეტესა თუესა, პირველსა თვისასა გამოჩნდეს თავნი მთათანი~ (დაბ. 8,5);

აქ _ იანვრიდან ათვლით აღებულ მე-11 თვის პირველში მომხდარ მოვლენაზე მიგვენიშნება _ 'გამოჩნდეს თავნი მთათანი~;

_ 'მეთერთმეტე წელს, მესამე თვის პირველში იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი~ (ეზეკ. 3,1).

როგორც ვხედავთ აქ გვეუწყება:

_ წელი: მეთერთმ-ეტე; და

_ სექტემბრიდან ათვლით აღებული: მესამე თვის პირველ რიცხვზეა მინიშნება.

მთლიანობაში გამოყოფილია _ 2011 წლის 1 ნოემბერი.

25 ნოემბერი

მოდით ვნახოთ, თუ რაზე შეიძლება გვა-ნიშნებდეს, 25 ნოემ-ბრისთვის დაანონსე-ბული _ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე, ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირ-ებული საზოგადოებრი-ვი მოძრაობის _ 'ქარ-თული ოცნების~ გამო-ჩენასთან დაკავშირე-ბული ინფორმაცია.

ჯერ თარიღთან მიმართება განვიხილოთ. ბიბლიაში ვკითხულობთ _ '... მეცხრე თვის (ქის-ლევის თვის) ოცდა-მეხუთე დღეს, დილით ადრე ადგნენ და ახლად-აგებულ აღსავლენ სამ-სხვერპლოზე ჯერი-სამებრ მოიყვანეს შესა-წირავი~ (I მაკ. 4,52-53).

ამდენად აქ გამო-ყოფილია _ მარტის თვიდან აღებული: '... მეცხრე თვის (ქისლე-ვის თვის) ოცდამეხუთე დღე~, ანუ _ 25 ნოემ-ბერი.

ეხლა თავად სახელ-დების 'შინაარსი~ გავა-ანალიზოთ. სულხან-საბა ორბელიანისეული სწავლების მიხედვით:

_ 'ო ქარაგმით ითქმის უფალო...~ (ტ. I, გვ. 599);

_ 'ცნება ცნობის ნაწილი(ა)~ (ტ. II, გვ. 340);

_ 'ქ-ა – ქრისტესა, ქარაგმით ესრეთ ითქ-მის~ (ტ. II, გვ. 209);

_ 'რთული~.

ამდენად, სიტყვათა წყობა _ 'ოცნება ქარ-თული~, ბოლო ჟამისეული თვალთახედვით გვკარნახობს: 'უფალო('ო~) ცნება [ცნობის ნაწილი(ა)] ქრისტესა ['ქ~ა] რთული(ა)~, რაც კოდირებულად გვაუწყებს:

ბოლო ჟამში - ქრისტეს ცნობა რთულია უფალო !

სწორედ ამაზე უნდა გვანიშნებდეს სახარებისეული ტექსტი, სადაც იოანე ნათლისმცემელი ბრძანებს _ '... ჩემს უკან მოდის კაცი, რომელიც ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო (30). მე არ ვიცნობ მას... (31)~ (იოანე 1,30-31).

აქ მოცემული სახარებისეული ტექსტი, ბოლო ჟამისეული თვალსაზრისით გვაუწყებს, რომ _ ბოლო ჟამში მცხოვრები იოანე ნათ-ლისმცემლისეული მი-სიის მატარებელი პირ-ოვნება არ იცნობს მეორედ ღმერთად მომავალი უფალი იესუ ქრისტეს არსის მატა-რებელ _ შობით უკვე მოსულ ძე კაცისას.

მაშ, ვისაც ყური აქვს ისმინოს _ დასასრულის დასაწყისი იწყება!

წინამდებარე მინიშ-ნებებზე საუბარი კი პავლე მოციქულისე-ული სიტყვებით გვინდა დავამთავროთ _ 'თუ ვინმე თავის თავს წინას-წარმეტყველად ან სუ-ლიერად თვლის, დაე შეიცნოს, რომ რასაც თქვენ გწერთ უფლის მცნებანი გახლავთ~ (I კორ. 14,37).

ღმერთო, დაი-ლოცოს შენი ძალა და სამართალი სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!