Print

1991-1992 წლის სადამფუძნებლო სხდომები

ხმა ერისას

დამფუძნებელი სათათბირო

სხდომების ამონაწერი

 

1991 წლის 10 აგვისტოს მიღებული კანონის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ [საქართველოს უზენაესი საბჭოს უწყებანი, 1991 წ. მუხ. 591] მიხედვით, ქ. თბილისში 1991 წლის 21-22 დეკემბერსა და 1992 წლის 6-10 იანვარს, გაიმართა საინიციატივო ჯგუფის (თავმჯდომარე მ. სალუაშვილი) მიერ ორგანიზებული რამოდენიმე სხდომა.

ანტისახელმწიფო ძალების მიერ, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ძალების  წაქეზებით, მათი უშუალო მონაწილეობითა თუ ხელშეწყობით, ქვეყნის კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებული შეიარაღებული გამოსვლის აღკვეთაში, ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ - შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის გამოსწორებაში უშუალო ჩართვის მიზნით  გამართულ თავყრილობებზე გადაწყდა - ახალი პოლიტიკური გაერთიანების დაფუძნება.

 

დამფუძნებელი სათათბიროს სხდომის დღის წესრიგი:

1. საინიციატივო ჯგუფის მოხსენება;

2. წესდება-პროგრამის განხილვა-მიღება;

3. დარბაზის წევრთა არჩევა.

 

დღის წესრიგის პირველ საკითხზე, საინიციატივო ჯგუფის სახელით, მოხსენება გააკეთა მიხეილ სალუაშვილმა, რომელმაც ისაუბრა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისას“  ჩამოყალიბების აუცილებლობაზე, მის მიზნებსა და ამოცანებზე. მანვე წარადგინა კავშირის წესდება-პროგრამის პროექტი.

დღის წესრიგის მეორე საკითხის განხილვაში მონაწილეობდნენ - ბეჟან შერგელაშვილი, თემურ გოგსაძე, თორნიკე ამაშუკელი, ბესარიონ სოლოღაშვილი, მანანა ანდრიაძე და სხვები.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისას“ წესდება მიღებულ იქნა: ღია კენჭისყრით, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით.

მიღებული წესდების 6.3 მუხლის საფუძველზე სათათბირომ აირჩია, კავშირის დარბაზის - თავმჯდომარე, ორი თანათავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარეები, პრეს-მდივანი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

 

დამფუძნებელი სათათბიროს

სხდომის თავმჯდომარე

მიხეილ სალუაშვილი

 

სხდომის მდივანი

ბეჟან შერგელაშვილი

 

თბილისი, 1992 წლის 10 იანვარი