1994 წლის სხდომის ამონაწერი
ქ. თბილისში
1994 წლის 21 ნოემბერს
ჩატარებული
სამართლიანობის აღდგენის კავშირი
ხმა ერისას
მეორე სათათბირო
სხდომის ამონაწერი
კავშირის წესდების 6.1 მუხლის შესაბამისად 1994 წლის 21 ნოემბერს ქ. თბილისში გაიმართა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისას~ მეორე სათათბიროს სხდომა.
მოისმინეს:
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისას“ დარბაზის თავმჯდომარის: მიხეილ(გელა) სალუაშვილის მოხსენება, კავშირის წესდებაში შესატანი ცვლილებების შესახებ.
დაადგინეს:
კავშირის წესდების 6.3 მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნას „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისას“ წესდებაში ცვლილებები, და სახეცვლილი მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
_ „1.2 კავშირი წარმოადგენს იურიდიულ პირს, აქვს მრგვალი ბეჭედი, შტამპი, სიმბოლიკა, საანგარიშსწორებო ანგარიში საბანკო დაწესებულებებში, მათ შორის სავალუტო და სხვა ატრიბუტიკა.“;
_ „6.1 კავშირის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა სათათბირო, რომელიც მოიწვევა ხუთ წელიწადში ერთხელ. სათათბიროს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა კავშირის დარბაზის გადაწყვეტილებით ან რეგიონალური ორგანიზაციების საერთო რიცხვის 1/3 -ის ინიციატივით, არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში.“.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი
ხმა ერისას“
დარბაზის თავმჯდომარე
მიხეილ(გლა)
სალუაშვილი
სხდომის მდივანი
ბეჟან
შერგელაშვილი
თბილისი, 1994 წლის 21 ნოემბერი