2015 წ. 22 დეკემბერი - ოქმის ამონაწერი
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
მეათე სათათბირო სხდომის
ოქმის ამონაწერი
2015 წლის 22 დეკემბერს ქ. თბილისში შემდგარ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლეს“ სათათბიროს მე-10 სხდომაზე დასასწრებად, კავშირის წესდების 6.7 მუხლის შესაბამისად არჩეულ იქნა - 375 დელეგატი. სათათბიროს სხდომაში მონაწილეობა მიიღო - 347 დელეგატმა. კავშირის წესდების 6.2 შესაბამისად, სათათბიროს სხდომა ჩაითვალა უფლებამოსილად.
მოისმინეს:
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარის - მიხეილ (გელა) სალუაშვილის მიერ წარმოდგენილი 2011-2015 წ.წ. საანგარიშო მოხსენება.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წესდების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაადგინეს:
1. დამტკიცდეს - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარის 2011-2015 წ.წ. საანგარიშო მოხსენება;
2. ლასკარის შემადგენლობა დამტკიცდეს 2011 წ. მე-8 და მე-9 რიგგარეშე სათათბიროს სხომებზე არჩეულ წევრთა უცვლელი შემადგენლობით;
3. ლასკარის წევრთა მონაწილეობით დაიწყოს მუშაობა 2016 წ. საპარლამენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის შემთხვევაში, კავშირის საარჩევნო პროგრამის შედგენაზე;
4. საარჩევნო პროგრამის მომზადებისა და ლასკარის სხდომაზე მისი დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში მოწვეულ იქნეს კავშირის სათათბიროს რიგგარეშე სხდომა.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლეს“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა)
სალუაშვილი