Print

2003 წ. 22 დეკემბერი ოქმის ამონაწერი

სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისას

 

მეხუთე რიგგარეშე

სათათბირო სხდომის

 

ოქმის ამონაწერი

 

2003 წლის 22 დეკემბერს ქ. თბილისში შემდგარ სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისას სათათბიროს მე-5 რგგარეშე სხდომაზე დასასწრებად, კავშირის წესდების 6.7 მუხლის შესაბამისად არჩეულ იქნა _ 315 დელეგატი. სათათბიროს სხდომაში მონაწილეობა მიიღო _ 294 დელეგატმა. კავშირის წესდების 6.2 შესაბამისად, სათათბიროს სხდომა ჩაითვალა უფლებამოსილად.

მოისმინეს:

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისას დარბაზის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მიერ წარმოდგენილი ანალიზი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

დაადგინეს:

1. დაგმობილ იქნეს 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნები და მისგან მომდინარე პოლიტიკური პროცესები;

2. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე არც ერთი კანდიდატის მიმართ არ იქნეს გამოცხადებული მხარდაჭერა;

3. უარი ითქვას მოსალოდნელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე.

 

`სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისას~

დარბაზის თავმჯდომარე

მიხეილ(გლა)

სალუაშვილი

თბილისი, 2003 წლის 22 დეკემბერი