2010 წ. 28 ოქტომბერი
სამართლიანობის აღდგენის კავშირი
ხმა ერისას
მეშვიდე საგანგებო
სათათბირო სხდომის
ოქმის ამონაწერი
2010 წლის 28 ოქტომბერს ქ. თბილისში შემდგარ სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისას სათათბიროს მე-7 რიგგარეშე სხდომაზე დასასწრებად, კავშირის წესდების 6.7 მუხლის შესაბამისად არჩეულ იქნა _ 293 დელეგატი. სათათბიროს სხდომაში მონაწილეობა მიიღო _ 258 დელეგატმა.
მოისმინეს:
სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისას დარბაზის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია.
დაადგინეს:
1. დაგმობილ იქნეს 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული დღემდე საქართველოსადმი რუსეთის ფედერაციის მიერ გარე აგრესიის შედეგად განვითარებული მოვლენები;
2. აღნიშნულ დროით მონაკვეთში საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების საქმიანობა უარყოფითად იქნეს შეფასებული.
`სამართლიანობის აღდგენის კავშირი
ხმა ერისას~
დარბაზის თავმჯდომარე
მიხეილ(გელა)
სალუაშვილი
თბილისი, 2010 წლის 28 ოქტომბერი