Print

22 ოქტომბერი 2010 წ. - დარბაზის გადაწყვეტილება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისას დარბაზის

22 ოქტომბრის

სხდომის

გადაწყვეტილება

 

 

2010 წლის 22 ოქტომბერს შემდგარი სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისას დარბაზის სხდომაზე განიხილეს კავშირის დარბაზის თავმჯდომარის _ მიხეილ (გელა) სალუაშვილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია _ კავშირის წესდების 6.1 მუხლის შესაბამისად, კავშირის სათათბიროს რიგგარეშე სხდომის მოწვევის  თაობაზე.

გადაწყვიტეს:

1. ამა წლის 28 ოქტომბერს ქ. თბილისში გაიმართოს _ კავშირის სათათბიროს მეშვიდე რიგგარეშე სხდომა;

2. კავშირის რეგიონალურ ორგანიზაციებს დაევალოთ:

ა) უზრუნველყონ კავშირის დარბაზის გადაწყვეტილების კავშირის წევრებისათვის დროულად მიწოდება;

ბ) კავშირის წესდების 6.7 მუხლის შესაბამისად სათათბირო სხდომაზე დელეგატების არჩევა.

3. კავშირის პრესსამსახურმა უზრუნველყოს კავშირის დარბაზის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გავრცელება.

 

 

 

`სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისას~

დარბაზის თავმჯდომარე

 

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი