ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების
სარეგისტრაციო ეტაპები
I. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
1. 1991 წლის 10 აგვისტოს კანონის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ [საქართველოს უზენაესი საბჭოს უწყებანი, 1991 წ. მუხ. 591] მიხედვით, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისას“ პირველი რეგისტრაცია განხორციელდა საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს კოლეგიის - 1992 წლის 2 აპრილს, N 12/4 დადგენილებით.
[პოლიტიკური პარტიის წესდების რეგისტრაციის მოწმობა N 0024];
2. სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისას მეორე რეგისტრაციის აუცილებლობა გამოიწვია - 1997 წლის 31 ოქტომბერს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიღებამ [პარლამენტის უწყებანი, N 45, 21. 11. 1997 წ., გვ. 76].
სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა რეგისტრირებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კოლეგიის 1998 წლის 27 თებერვლის N 2/9 დადგენილებით.
[მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის მოწმობა N 0052];
3. 2011 წლის 23 დეკემბრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ბრძანება N 22-რ -ში ვკითხულობთ:
„რეგისტრირებულ იქნეს ცვლილებებით სამართლიანობის აღდგენის კავშირი „ხმა ერისა“ და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე.“.
[მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის მოწმობა N 0052];
4. 2016 წ. 24 აგვისტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს NP16000013/0-1 გადაწყვეტილებით, მოხდა შემდეგი ცვლილების დარეგისტრირება:
„წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი: ლასკარის თავმჯდომარე;
ლასკარის თავმჯდომარე: მიხეილ სალუაშვილი“.
[რეგისტრაციის ნომერი: 052];
II. საქართველოს საგადასახადო სამსახური
1. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“, როგორც გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანილ იქნა - 1996 წლის 18 დეკემბერს.
მონიჭებული საიდენტიფიკაციო კოდი: 202 910 314;
2. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, როგორც გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო აღრიცსვაზე აყვანილ იქნა - 2012 წლის 9 იანვარს [რეგისტრაციის მოწმობა სერია 11].
III. საბანკო ანგარიში
2012 წლის 9 იანვარს თიბისი ბანკში გაიხსნა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს, ლარის ანგარიში.
საბანკო კოდი - TBCBGE22
ანგარიშსწორების ანგარიში - GE96 TB78 8493 6080 1000 02