დროშა
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს დროშა არის მართკუთხა ფორმის თეთრი ფერის ქსოვილი, რომელსაც მთელ სიგრძე-სიგანეზე გასდევს დროშის შუა ხაზებზე გამავალი, მართკუთხა ფორმის წითელი ფერის ურთიერთგადამკვეთი ზოლი. დროშის ცენტრში მოთავსებულ ყვითელი ფერის ბორჯღალზე დატანილია კავშირის ლურჯი ფერის ლოგო.
თეთრი ფერის დროშის სიგანის შეფარდება სიგრძესთან არის 3:5. ყვითელი ბორჯღალის დიამეტრი - 1,1 ერთეულის, ხოლო მასზე დატანილი ლურჯი ფერის კავშირის ლოგოს დიამეტრი - 0,7 ერთეულის ტოლია.
მართკუთხა ფორმის, ურთიერთგადამკვეთი წითელი ფერის ზოლის სიგანე - 0,33 ერთეულს შეესაბამება.
სიმბოლოთა აღწერა
ცოდვაში ჩავარდნილი ადამის თაობაზე ბიბლიაში ვკითხულობთ _ „გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა საიდანაც იყო აღებული. განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ~-ო (დაბ. 3,23-24).
სულიწმიდის არსში განივთებული, მამა ღმერთის მიერ ქვეყნის განმკითხავად დადგინებულ (იხ. იოანე 5,22) უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ ჩასატარებელი განკითხვის დღის თაობაზე, ბიბლიაში ვკითხულობთ _ „განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ (ანუ _ ედემის, იგივე სამოთხის ბაღის გარეთ, ე.ი. დედამიწაზე ყოფნისმიერი) დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა (ანუ კვლავ ედემის, იგივე სამოთხის ბაღში დაბრუნებისა), როცა გაივლის ხრწნადი (ანუ ადამის მოდგმის უკვდავი სულის მატარებელი, მოკვდავ-ხრწნადი სხეულის ტყვეობაში ყოფნა), მოისპობა სიამპარტავნე (ცოდვის სათავე), ამოიკვეთება ურწმუნოება (ვიხილავთ უზენაეს ძალას), გაძლიერდება სამართალი (განკითხვისეული ეტაპის გავლა), ამობრწყინდება ჭეშმარიტება (დამყარდება უზენაესი ძალის მიერ აღთქმული, უფალ იესუ ქრისტეს _ მარადიული, და სამოთხეში დაბრუნებული სასუფევლის ძეთათვის, ხილული მეუფება). მაშინ კი (აქ - განკითხვის დღეს) ვეღარავინ შეძლებს დასაღუპავის გადარჩენას, და არც გამარჯვებული გაიწირება...~-ო (III ეზრა 7,43-45).
თქმულის არსობრივ მხარეზე აგებული
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
დროშის
სიმბოლიკათა განმარტება
ასეთია:
_ დროშის თეთრი ფერი სულიწმინდის, ანუ უბიწობისა და მშვიდობის არსის გადმომცემია;
_ დროშის სიგრძე-სიგანეზე გამავალი 0,33 ერთეულის სიგანის წითელი ზოლით მინიშნებულია:
ა) ჯვარი;
ბ) უფალ იესუ ქრისტეს ჯვარზე გაკვრი-სეული ასაკი; და
გ) უფლის მიერ დაღვრილი სისხლის ფერი.
_ დროშის ცენტრში მოთავსებული ყვითელი ფერის ბორჯღალი, ბიბლიისეული მინიშნებით: „ედემის ბაღის“ შესასვლელში დაყენებული: „ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილის“ შესაბამისი შინა-არსის მატარებელია;
_ ბორჯღალზე დატანილი ლურჯი ფერის ჯვარში ჩაჯენილი სასწორი (ლოგო), უფალ იესუ ქრისტეს მიერ ჩასატარებელი განკითხვის დღის სიმბოლიკის გადმომცემია.
მთლიანობაში, დროშის სიმბოლიკათა ერთობლივი გააზრება ასეთია:
უფალი იესუ ქრისტეს პირველი გაცხადებისა და ჯვარზე გაკვრისას დაღვრილი უმანკო სისხლით, ცოდვილი კაცობრიობის სულის გამოხსნა მოხდა;
უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებისას _ განკითხვის დღეს, ადამის მოდგმის საქციელის, ღვთაებრივ სასწორზე აწონვის შემდეგ, სასუფევლის ძეებად შერაცხულნი კვლავ გახდებიან ედემში, ანუ სამოთხეში შესვლის ღირსნი...