საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
დავით ბაქრაძეს!
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
მიმართვა
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელებისათვის აქტიური ქმედების დაწყებამდე კურთხევის აღების მიზნით, 2011 წლის 23 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს, ჩვენი სამოქმედო გეგმის მოკლედ გაცნობის შემდეგ, იმ საკითხზე ვესაუბრეთ, რასაც _ საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ჰქვია.
აღნიშნული შეხვედრის სულისკვეთებიდან გამომდინარე, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს _ „ლასკარი“-ს 2011 წლის 31 დეკემბერს გამართულ სხდომაზე დამტკიცებული _ „პოლიტიკური პრიორიტეტების რამოდენიმე საკითხი“-ს პირველ პუნქტად _ „საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება“ განისაზღვრა [იხ. გაზ. „...უფალია ჩვენი სიმართლე“, #3(796), 7/01-2012 წ.].
შობის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი 2012 წლის 7 იანვარს გამართულ „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დამტკიცდა, საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობიდან გამომდინარე, „საქართველოს კონსტიტუცია“-ში წარმოდგენილი გადაწყვეტილების ასახვის მიზნით შემუშავებული _ „საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები“-ს პროექტი [იხ. გაზ. „...უფალია ჩვენი სიმართლე“, #4(797), 14/01-2012 წ.].
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე „...უფალია ჩვენი სიმართლე“ განსახილველად წარმოგიდგენთ: საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მიზნით მომზადებულ საკითხთა სრულ პაკეტს.
ამასთანავე გაცნობებთ, რომ სასურველია თუკი, აღნიშნულ საკითხზე თქვენს მიერ გამოთქმული თვალსაზრისის მოწოდება _ 2012 წლის 1 მარტამდე მოხერხდება [წერილობით, ან ელექტრონული ფოსტით _ This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. ], რათა მიღებული განხილვის პირველადი შედეგები ერთგვარად შეჯამდეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის (1990 წ. 4 მარტი) 22-ე წლისთავისადმი მიძღვნილ _ 2012 წლის 4 მარტისთვის ჩვენს მიერ დაგეგმილ შეკრებაზე.
წინასწარ გიხდით მადლობას მომავალი თანამშრომლობისათვის.
დანართი:
1. „მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხისათვის“, თბ. 2012 წ. 7 იანვარი, 20 გვერდი; და
2. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებული - საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები“, თბ. 2012 წ., 16 გვერდი.
სამართლიანობის აღდგენის კავშირი
ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლეს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ(გელა)
სალუაშვილი
თბილისი, 2012 წლის 19 იანვარი,
ტელ.: 5 (91) 63-63-36